|
* * *
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა... სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით
ანა კალანდაძე
კანტაქტ
კატარაქტაში არ აგერიოს ამდენს რომ ვჟუჟუნებ 
პირადობის მოწმობა?
კიდევ რა სჭირდება მაგ ამბებს? 
ხვალე საბუთები წამოიღე ხელი უნდა მოგიწერო 
ნატ, ნუტ, ნტუ  ცუდათაა ჩემი საქმე 
ეხლა მივხვდი 
მატა ",შემოდგომურსევდიანი " ჩეგო ჩეგო? 
ანიი დაი გაკოცე...
ხო მატა ზაფხულის მერე ისეთი სედვიანი ვა ხოლმე მტერს და ავს ხოდა ჩემი მუზა ხომ სევდაა და ...
მე თბილისიდან გავდივარ
დავბრუნდები და ყველა აქ დამხვდით, უკლებლივ ნამატით 
მოგიკითხე მამლუქო და გემშვიდობები დროებით 
წარმატებები !
პრივეტ, იოჰან ხევსურის მობილური თუ იცი, მომწერე პირადში
გიო? დკჯცნჰდნჰცჯდონცოენაფმცოვაეჯნვფოჯენფმდს

„ისევ თბილისის ქუჩებში ვსეირნობ მარტო, ცარიელი, არაფრისმქონე, უემოციო... ოღონდ არ ვიცი ღამეა თუ დღე-არც მაინტერესებს, არც ცისკენ ვიყურები, არც მიწისკენ. თვალდახუჭული მივყვები ხმებს... ძნელია იმ ქალაქში ყოფნა სადაც შენ ვერ გნახავ, შენ ვერ მოგნახავ... სადაც შენ არ ხარ! ხმაური: ადამიანების, მანქანების, თოლიების, მტკვრის... მამშვიდებს. ვიღაც ბოლო ხმაზე ყვირის... სიტყვები არ მესმის! უფრო სწორად არ ვუსმენ. მხოლოდ ძლიერი ყვირილისგან გამოწვეულ ვიბრაციას ვგრძნობ. მინდა მასთან მივიდე და ვუთხრა, რომ მეც მინდა ყვირილი. მეც მინდა ყვირილი ხმის გაქრობამდე...” კიდევ ერთი ვიბრაცია ვიგრძენი ახლა უკვე ჩემს ჯიბეში. თვალები გავახილე, დაღამებულა... სმს-სს ვკითხულობ თოლია რომელიც გჭირდება - საგან მოსულს: „რატოა ყველაფერი ისე როგორც არ უნა იყოს? რატოა ღამე ესეთი უშნო და რატომ მენატრები?” უპასუხოდ ვტოვებ, პასუხისთვის ძალა არ მყოფნის. მერე ვრთავ ჩემ საყვარელ სიმღერას მობილურში და იწყება ნაზი, სათუთი, საოცრად ფაქიზი მელოდია... „ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს და აყრის ფიფქებად შენს სახლის კარს. გეძახი, არავინ არა მცემს ხმას, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს.” „მე მოვალ შენს ცხოვრებაში! დედას ვფიცავარ მოვკვდები და მაინც ჩემი იქნები, სიცოცხლეს ვფიცავ!" - გამუდმებით ჩამესმის შენი დაპირება-სიტყვები... და მეც ველი შენს მოსვლას ჩემს ცხოვრებაში. მითხარი, ხომ არ მოგწყინდება ჩემთან? წინასწარ გეტყვი, ცოტათი მოსაწყენი ვარ! არა, იქნებ არც ვარ? - არ ვიცი, მაგრამ მაინც დავიზღვევ თავს. შეიძლება არ ვარ მოსაწყენი, მაგრამ იქნებ საკმარისად საინტერესო არ ვარ შენთვის? და მაინც არ მოგწყიდე რა!? გთხოვ, არ მოგწყინდე... ვბოდავ. „... მაგრამ რა, განა ნაბოდვარით არ ვარსებობთ?” მინდოდა დაუფარავად გამომეხატა ემოცია როცა პირველად გნახე. მაგრამ გამბედაობა არ მეყო. ყოველ დღე სწორედ იმ ადგილას მინდოდა მენახე სევდიანი და საოცრად თბილი... მე კი, ისევ ისე ჩაგივლიდი და გამარჯობის თქმას ვერ გავბედავდი. მერე, მთელი დღე საკუთარ თავს ვებუტებოდი ამის გამო და ხმას არ ვცემდი. არა და როგორ მინდოდა საუბარი - თუნდაც საკუთარ თავთან. ვიცი, რომ ზოგჯერ შენც... „გიჩნდება სურვილი დაიხარჯო, ყველაფერი ილაპარაკო გათენებამდე. მხოლოდ პოეზია და ფანჯრებგარედან ცხვირმისრესილი ღამე გისმინდეს... და ჩვენ კი, შუქს არ ჩავაქრობდით, რომ არ შემოიპაროს ღამე ჩვენს ოთახში.” არ ვიცი რა მინადა და, მაინც შენთან მინდა. ბრმა ვარ და, მაინც მზეს ვუყურებ. მტკივა, მაგრამ არ განვიცდი, რადგან ვიცი უფრო დიდ ტკივილს ვიმსახურებ. პირდაპირ უნდა მოვსულიყავი მაშინ შენთან, კიბის ქვედა საფეხურიდან უნდა მეთქვა შენთვის, რომ არ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ. რომ მე და შენ ერთნი ვართ, ერთმანეთს ვეკუთვნით! რომ მე გიპოვე და ახლა შენ უნდა გაიღიმო, ხოო!!! - უნადა გაგიხარდეს! ისეთი თვალებით უნდა შემომხედო, რომ დავიჯერო, შენც იგივეს გრძნობ. რა ბედნიერი ვიქნებოდი, ეს რომ გამეკეთებინა. თუმცა არც ეხლაა გვიან. ბედნიერებისთვის არასდროს არაა გვიანი. მოვალ. ხო, მოვალ და გეტყვი, რომ ცოტათი დამაგვიანდა! გზად ათას საშინელებას გადავეყარე... დრო შეუმჩნევლად გავიდა, არა კი არ გავიდა-გაფინდა... (ასე უფრო მძაფრი წინადადება გამოვა) ხო, რა მოხდა?! დიდი ამბავი, ერთი სიტყვით ზედმეტი თუ ვთქვი! - თავს გავიმართლებ. უფრო დამაჯერებელი რომ იყოს ჩემი მოგზაურობის ამბავი, ცნობილი ადამანების მაგალითებს დაგისახელებ. დაგიმტკიცებ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს... - უნდა დაიჯერო, გესმის!? ყოველი სიტყვის უნდა გჯეროდეს და მერე: „ჩვენი ფიქრები ერთმანეთს შეეხებიან, აიბურდებიან... მე ტვინი სხეულში ჩამომეღვრება და აღვიგზნები. მერე ძალიან, ძალიან მომინდები და...” ან: „თუ გინდა, ნურასდროს ნუ მოხვალ ჩემთან ძალიან ახლოს, მაგრამ გთხოვ, არასდროს წახვიდე ისე შორს, რომ ვერ გგრძნობდე, ვერ გხედავდე...” „ჩემი ხარ! მე შენი... მერე რა რომ სხეულით არა?” „სულს დავიტოვებ, სხეულს გავატან სცენის დრამატურგს” - რატომღაც შენი ლექსი გამახსენდა... ...უეცრად შუქი ქრება, სცენა ბნელდება... შეშინებული, გაუნძრევლად ვდგავარ სცენის შუაგულში და ვხედავ მხოლოდ სილუეტს. შენ ხარ?- გკითხე. მერე ჩემეხუტე და თვალები დამიკოცნე. მერე სიბნელის აღარ შემშინებია... გამომეღვიძა და იცი სად აღმოვჩნდი? კიბეებთან რომ აუდიტორიაა, იქ. შენ დერეფნიდან მოდიოდი ჩემთან და მე თვალები ისევ დავხუჭე. რატომ? - მიპასუხე! - გთხოვ, გამომაღვიძე, მინდა ისევ დაგინახო. გამაღვიძე! მე შენ მჭირდები. შენ მე გჭირდები... მთელი ცხოვრებისთვის. მიყვარხარ. ჰოო და საშინლად მიყვარადა და მერე გრძნობა გამითავდა და წამოვედი მისგან, ყველაფერი ხდება როგორც მოდიან ვნებები ისევე მიდიან თუმც ეს ტრაგედია არაა ამას უნდა რეალურად შეხვდე და ყველაფერი კარგად იქნება. კი შეიძლება გიყვარდეს, საშინლად, იმდენად ძლიერად, რომ მის გარეშე გატარებული ნებისმიერი დღე ტრაგედია იყოს შენთვის, თუმც მოვა დღე და გრძნობა დამტავრდება და მერე რაა? არც არაფერი განა ახალი ისტორია ახალ გმირს არ მოიყოლებს?
--------------------------------------
მაპატიეთ ამის გამოქვეყნებისთვის ავტორო მაგრამ  უნდა ვიკითხო ხშირად 
ამქვეყნად არსებობს ორი რამ რასაც ვერ ვუფრთხილდები:სული და შენ!!!!

ამ ცხოვრებას რა ვუთხარი მე  რომც ვუთხრა არ გაიგებს და რა აზრი აქვს  დაიგუბებს ყურებში წყალს  ჩაყვინთავს თავის სამყაროში და სდიე მერე  ვერ დაეწევი!!! დაეწევი და  რა ხეირი????  გაჩერდება,ერთს შემოგხედავს დასველებული თვალებით და გეტყვის: "მე რა დავაშავე,არც მე მინდოდა,ისე გამოვიდაო!"  მერე კი გაგისხლტება ხელიდან და  დავრჩეთ აქ  მაინც ჩვენთან მოვა ცხოვრება!!!არსად წავა  ჩვენ,ადამიანები ვყავართ სათამაშოები და აბა სად წავა  ბედი კი  ბედი არსებობს???? გჯერათ???? ბედი რომ არსებობდეს ამდენი ადამიანი დაიკარგებოდა ჩვენგან????  მე აღარ მჯერა ბედის  ბედი რომ იყოს,დავბრუნდებოდი ისევ თავიდან,იქიდან საიდანაც დავიწყე გრძნობებისა და ემოციების შესწავლა და.............. და ვიქნებოდი ბედნიერი ჩემი ბედნიერებით!!!!! ეხლა???? ეხლა უბრალოდ ველი!!!! ლოდინი მაგიჟებს და თან მაძლიერებს  შიგნიდან ნელ-ნელა მკლავს და მანადგურებს!!!!! ვუძლებ,სადამდეც შემიძლია ვუძლებ!!!!! სადამდეც შემეძლება გაგიძლებ ცხოვრებავ!!!! მერე????? მერე კი,როგორც მე დამტოვეს,ისე დაგტოვებ შენც!!!!
ყველაფერი წარმავალია  თვით წარმავლობის გარდა 
რა უცებ ინგრევა ცხოვრება თურმე.ეს რომ გვცოდნოდა ხომ ავერიდებოდით იმ დღეს და იმ საათს იმ სიტყვებს და იმ ქმედებებს რაც გავაკეთეთ!!!! დრო რომ ტრიალებდეს!!!! ცოტათი რომ დაბრუნდეს უკან  რამდენი ადამიანი გაიღიმებდა ხელახლა  ვწუხვარ
აქ ვარ აქქ ისევ  ზეგ მივდივარ ზეგ
ვფიქრობ....
დღეს დიდი დღეა დიდი!!!!
სურათების ჩაყრა თუ ვისწავლე აბა რაღა გამიყვანს აქედან  ერთი ოდნოკლასნიკები მაქვს აკლებული სკაიპი და ეხლა ეს
დავიწყოოოოთ

ვგიჟდები ძაღლებზე 
ჰმ, შენ უკვე აქ ხარ? 
ჩვენ ნეზვანოვები გამოვირჩევით საერთოდ თავმდაბლობით 
აბა როგორ გეკადრებათ  მე მე მომაბრალეთ ყველაფერი, მე უღირსს 
გარშემო სიცარიელე და სიჩუმეა.არაფრის ხმა არ ისმის,გაგონილა????ჩიტი,რომ ჩიტია,ისიც არ გალობს,არ ჟღურტულებს.დუმს. აი,ასე,უბრალოდ დუმს.ნეტა კიდევ თუ დაფრინავს??? მგონი ფრენაც დაავიწყდა!ჩიტს თუ ფრენა დაავიწყდა,მაშ,გადაგვარებულა ბუნება.ჩვენ???ადამიანებს???ადამიანებს რაღა გვეშველება????ერთმანეთს აღარ ველაპრაკებით!!! ღიმილით მაინც ვესალმებოდით და ახლა ვდუმვართ!!!!თევზებივით მხოლოდ პირს ვაღებთ და სიტყვების ნაცვლად,რაღაც მოცისფრო ნივთიერებები გამოდის!!!თავიდან მეცინებოდა,ეს რა დაგვემართა თქო,ეხლა კი ვფიქრდები და შიში მაციებს!!! მაციებს და თან ისე,რომ სხეულის ყველაზე შიდა წერტილიდან იწყებს,გამოდის,გულს გაკრავს,სინაგან ორგანოებს დაუვლის, ყველა ნერვს შეეხება და ძვლებს ისე დაარტყავს,სხეული თავისით ხტის ხოლმე!!!ამისიც მეშინოდა თავიდან,ახლა აღარ მეშინია,შევეჩვიე და როცა დღე გავა და არაფერი ხდება,რაღაც უცნაური მარტოობის გრძნობა მიპყრობს ხოლმე.აი,ასეა ალბათ შეჩვეული ჭირი!!! შევეჩვიე!!! შევეჩვიე და ჩავიკეტე ოთახში!არ მინდა ყველა ხედავდეს ჩემს უცნაურობას.მთელი დღე მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურები და ვფიქრობ.განუწყვეტლივ ვფიქრობ!ვფიქრობ,ვფიქრობ,ვფიქრობ.......რაღაც ძაფია ესეთი რომ არ წყდება ეს ფიქრი.თანდათან მაგიჟებს და მაგ დროს ვიღვიძებ!!!!! ვიღვიძებ და ისევ ის ფანჯარა,ისევ ის ადგილები,ისევ ის სახლები,ისევ ის ხალხი,ისევ ის ცისფერი სითხე სიტყვების ნაცვლად!!!! ზოგჯერ მგონია,რომ მელნით იმდენი ვწერეთ ვეღარ ვიძახით ვერაფერს!!!იმდენი დავიგუბეთ პირში,რომ სიტყვები გაქრნენ!!!! ზოგჯერ ისიც მგონია,რომ დედამიწა მრგვალი არაა!!! ხო,რატო გიკვირთ???აი,როგორია იცი??? აი,მუხის ხეს ჰგავს:ბევრი ტოტი აქვს და თითო ტოტზე თითო ქვეყანაა.ამ თითო ქვეყნიდან გადაძახილ-გამოძახილით ვაგებინებთ ერთმანეთის ამბებს.და დღეში ერთხელ,თითქოს შეკვეთილიაო,რამდენიმე ადამიანი დგება თავისი ქვეყნის კიდეზე და ხტება!ზოგი სხვა ტოტზე ხტება,ზოგი კი ქვემოთ!!!ზოგს ძალით აგდებენ და ისეთი ყვირილი ისმის ხოლმე,რომ ფანჯრებს ვხურავ და ოთახის კუთხეში ვიყუჟები!მაციებს!!!ქვემოთ არ ვიხედები!!! არ მეშინია,უბრალოდ არ მინდა დავინახო იქ რა არის!ერიდებიან ჩვენს ტოტზე მუხის ძირის ხსენებით!!!ის ცისფერი სითხეც უცებ ქრება ხოლმე.არ ვიცი რატომ.ხო,მართლა,ჩემს ოთახს 124ფანჯარა აქვს.და თითო მათგანიდან დღეში ერთხელ გახედვას ვასწრებ.მზე მანამ არ ქრება,სანამ 124-ე ფანჯარასთან არ დავდგები და არ შევხედავ.არადა,დანარჩენი 123ფანჯრიდანაც ჩანს მზე,ზუსტად ისე,როგორც 124-ეში.თითოეულ ფანჯარაში ერთიდაიგივე სახლი ჩანს,ერთიდაიგივე ეზოს ძაღლი და ერთიდაიგივე მეზობლის ერთიდაიგივე მანქანას.გიკვირთ ხომ????რომ დავიბადე,მეც მიკვირდა.ეხლა შევეჩვიე.არ შემიძლია,რომ ერთ ფანჯარაში მაინც არ გავიხედო.თითო მათგანში გახედვისას რაღაც ახალს ვხედავ.აი,მაგალითად,23-ეში ვხედავ,რომ მეზობელი ეთამაშება ეზოს ძაღლს.აი,57-ეში კიდევ ვხედავ,როგორ აღებს მანქანას და 72-ეში ვხედავ როგორ იღებს მანქანიდან შვილისთვის ნაყიდ სათამაშო მანქანას.საოცარია არა????? ყოველი მზის ჩასვლისას თავისით იკეტება 123ფანჯარა. 124-ე ყოველთვის ღიაა.ალბათ,იმიტომ,რომ დახშულ სივრცეში ძილის მეშინია.თუმცა არასდროს მძინავს.განა არ მინდა??? მინდა.მინდა,გავიგო,როგორია ძილი,თვალებს რომ დახუჭავ და დილით რომ გაახელ და გაგეღიმება,რომ რაღაც კარგი სიზმარი ნახე.სიზმრის ნახვა მაინტერესებს ძალიან.არ ვიცი როგორია.აი,რომ დავიძინებ ერთხელ,ალბათ მაშინ ვნახავ. მანამდე კი წიგნებს ვკითხულობ.ჩვენს ქვეყანაში ბევრი იკვლევს სიზმარს.მაგრამ ჯერაც ვერ გაუგიათ:ძილის დროს გამოწვეული ჩვენი ოცნების ხორცშესხმაა თუ არსაიდან მოსული აფსურდული ფანტაზია.მე მინდა ფანტაზიაც იყოს და ოცნებაც.რა კარგი იქნებოდა.ვიცხოვრებდი დედამიწაზე,რომელიც მრგვალია.ქვეყანაში,რომელშიც სიტყვებია.დავიძინებდი და ვნახავდი სიზმრებს,ყოველდღე!!!!!სხვადასხვა ფერებს.არ ვნახავდი მოცისფრო სიზმრებს,არ მიყვარს ეს ფერი.გავიდოდი გარეთ და გავივლიდი ტკივილის გარეშე.არ შემაწუხებდა არაფერი უცნაურობა.არ დაველოდებოდი მზის ჩასვლას დიდხანს,უცებ ჩავიდოდა.გავიხედავდი ფანჯრიდან და დავინახავდი სხვადასხვა სახლებს,საგნებს.ჩიტები იგალობდნენ.მექნებოდა ერთი ფანჯარა,მეტი არა!!! ერთადერთი,რომელიც სულ ღია იქნებოდა,რომ მესუნთქა ჰაერი,რომელიც ჩემს ქვეყანაში არ არის!!!! და არ შემეშინდებოდა დედამიწიდან გადახედვის,რადგან დავინახავდი უსასრულო სივრცეს და გამიხარდებოდა. გამიხარდებოდა, რომ გადავრდნისას არაფერი მეტკინება,არ დავშავდები.კარგი იქნებოდა ესეთი სიზმარი!!!!კარგი იქნებოდა ესეთი ცხოვრება!!!!!ეხლა კი დროა 124-ე ფანჯარაში გავიხედო,თორემ ისევ მისაყვედურებენ მზის ჩასვლას დიდხანს ანდომებო.
თანაც..ბობო აქ აღარაა და მართალი გითხრა არც ვიცი თუ დავდებ რაიმეს საერთოდ..
ჯერ არაფერი დამიწერიაო და იმიტომოოო_თქვა მზემ 
მზეო
რატომ აღარაფერს დებ?
|