მე ახლა შენი ტუჩები მშია. კარგია, იმედია დანაყრდები
ამოატრიალე~~~ამოატრიალე~~~ მთლეი სამყარო, ერთმა გინდა ამოატრიალო? 
გამარჯობა ნეკერ, ხოდა იდეალური ყველაფერი მოსაწყენია <<< ეგ სიტყვები ვის ეკუთვნის?
მიხარია  მე მგონი ჟანგბადის ბალიში მჭირდება 
 რავი მოგიტანე,მუსიკაა მარტო და... 
http://www.link.ge/file/66565/---Frani---10---Mogonebebi.mp3.html
 აუ ნეკერ
ახალი? რა ვიცი ახალი ისეთი არაფერი...
ძველებურად ვნეკერობ 
რა ვიცი, დავიკარგე... ახალი არაფერია შენსკე?
შენც მოკითხვა ჩემო კარგო, როგორ ხარ, სად დაიკარგე?
ნეკერჩიკას მოკიტხვა 
მამლუქს - ქალი, ჩემო მატა,
მატას კაცი - მიემატა... 
ჩაგიხუტებ გულში, მატა!
სიყვარულმა მოიმატა... :P
გოგო ნიჩორტ სუნთქავ?
ჩემს შემთხვევაში პირიქით,მატას კაცი მიე-მატა
ეს მახსოვს გიო 
კიდევ ერთი მაქვს მე რომ დამიწერე შენახული მგონი :
ნინიკო, შენი ჭირიმე,
თავსა დარდსა თუ არ მისცემ -
ცხოვრება მართლა ლაღია!
თუნდაცა სისხლი გდიოდეს,
ჭრილობა გქონდეს თუნც ღია!
არც დაიდარდებ მშობელსა,
სამშობლოც აღარ გჭირია.
არც გაწუხებდეს ახლობლის
ვარამია და ჭირია...
მამლუქსა უსაშობლოსა, არც
გული აქვს და არც დარდი...
თავიც ბულბული ჰგონია -
ხელში უჭირავს თუ ვარდი...
თავსა დარდსა თუ არ მისცემ -
ცხოვრება მართლა ლაღია!
mamluqi
ნინო ნეკერიშვილს...
ნინიკო, ამ გულს რა ვუყო,
ძლიერ რომ მიყვარს ქალები?
ვიცი ეგენი დამღუპვენ...
დამიბნელდება თვალები!
ვაჰ ეს მამლუქი ვინ ყოფილა! მართლა გასაინტერესოვდი.
პატარავ, ჩამოვალ და ნახავ რა "გამოუდაბნოვებულიც" ვარ!!! ეგეთებისათვის გაუძლია მამლუქს? იცი რამდენი მომხვედრია? :P
ზეინაბ ხანუმის ქმარმა კინაღამ ხანჯალიც გამიყარა... 
ზეინაბ ხანუმს...
ისლამურ ქორწილს ვიყავი,
პური ვჭამ, ვერ ვსვი ღვინოო,
ისეთი ქალი აცეკვეს -
თვალი ვერ მოვაცილეო!
ქალი რად გინდა ეგეთი?
გულში ვერ ჩავიკარიო,
ჭიპში ვარსკვლავი ენთო და
წელს ერტყა ბრტყელ ქამარიო...
აქედან მე ვუცქეროდი...
იქედან მისი ქმარიო.
მეგონა თვალებს დამთხრიდა -
ეკიდა გრძელ ხანჯალიო.
ქალო, გირჩევნის გამომყვე,
მიაგდე შენი ქმარიო!
ჩემს ხელისგულზე გაცეკვებ...
მას მიწა მიაყარეო!
ბარტყ
მოეშვი ამ ჩვენს გიოსა,
ნახე - რა კარგი ბიჭია,
მისი ბრალია, თუკი აქვს
ქალების შებმის ნიჭია?
იქაც ვიცავდი ამ ჩემს ძმას
აქ რა დამიშის, ნეტავო?
ჩემს თვალწინ ასეთ ლაპარაკს
მამლუქზე როგორ ბედავო?
თეკლა ბატონიშვილს და ამ საიტის ყველა ქალს!
ჯერ ცოცხალია მამლუქი!
ვის აულესავს ხმალიო!?
მამლუქი - სულ გაიმარჯვებს,
თუნდაც რომ ეგდოს მკვდარიო!
მკვდარი მამლუქი სჯობია,
ზოგ ლეშსა, რო ცოცხალია!
აქლემზე ამხედრებულსა.
ხელში უჭირავს ხმალია,
ძარღვებში ჟინი უდუღს და...
უარს ვერ ეტყვის ქალია.
შეეჭიდება მამალუქსა
რომელიმესი ქმარია?!
შემოგევლებათ მამლუქი,
მოინადერებს გულებსა,
სულ ყველას ჩამოგირიგებთ
ლოტოსის თაიგულებსა...
სუდანის ვარდით შეგამკობთ,
შეგიხსნით ყველას ღილებსა,
თქვენ მკერდზე გადარეული,
გიო - ილესავს კბილებსა...!
:P  გკოცნით!
შეეჭიდება მამალუქსა
რომელიმესი ქმარია?!<--
მე პირადად ახალგაზრდულში კავკასიის თასის ორგზის ჩემპიონის (კრივში) ცოლი ვარ,
ხოდა რა ვიცი როგორ გაგიმეტო 
რაც არ უნდა იყოს ოდესღაც ვმეგობრობდით (მგონი) 
კიდევ ისა რა ქვია ვის რაში ჭირდები?  გამომშრალი, გამომხმარი და რა ვიცი (გამოუდაბნოვებული) 
ჰარი გაიხარე
კარგი მამლუქო დამშვიდდი,კიდევ კარგი ამას ქმრები არ კითხულობენ.
თეკლა ბატონიშვილს და ამ საიტის ყველა ქალს!
ჯერ ცოცხალია მამლუქი!
ვის აულესავს ხმალიო!?
მამლუქი - სულ გაიმარჯვებს,
თუნდაც რომ ეგდოს მკვდარიო!
მკვდარი მამლუქი სჯობია,
ზოგ ლეშსა, რო ცოცხალია!
აქლემზე ამხედრებულსა.
ხელში უჭირავს ხმალია,
ძარღვებში ჟინი უდუღს და...
უარს ვერ ეტყვის ქალია.
შეეჭიდება მამალუქსა
რომელიმესი ქმარია?!
შემოგევლებათ მამლუქი,
მოინადერებს გულებსა,
სულ ყველას ჩამოგირიგებთ
ლოტოსის თაიგულებსა...
სუდანის ვარდით შეგამკობთ,
შეგიხსნით ყველას ღილებსა,
თქვენ მკერდზე გადარეული,
გიო - ილესავს კბილებსა...!
:P  გკოცნით!
http://www.photodom.com/fullscreen.php?fotoid=836911 
ნეკერ გაკოცე და გავქრიი 
მეზარება უკვე ეს ვირტუალური ნასკები და წადი გთხოვ
აუუუ ეხლა აქ.. ლელა წადი ლელა წადიიი
|