ცოტა კი ვარ  თქვენ ხელში გავლოთდი და ეგაა 
ხპოლმე კი არა, ხოლმე 
ხოდა გავამეოროთ ხპოლმე ხშირად 
მაგრამ ჩვენ ამასობაში გავლოთდებით 
დამანებე ბარტყო თავი
და შემარგე ეს ლოთობა,
რა, შეგშურდათ გუშინდელი
ჩვენი სმა და გიჟმაჟობა?
ბეეეეე  :P
ხო და ასე ჩემო ნინი
ერთი აქეთ მოიხედე
კიდევ კარგი არ დაგორდი
კისერი არ მოიტეხე
ნარიყალა იქნებოდა
და მაღლიდან ამაყობა
ვეღარცერთი სასწრაფო და
კლინიკა ვერ აგაწყობდა
კუზანოვი დაგცინებდა
ლოთი რომ ხარ იმიტომო
წვიმამ ფრთებიც დაგიმძიმა
მშრალმა უნდა იფრინოო
 ბეე
 შემოგევლე
ამაღამ
დრო გაიყინა,…
სიჩუმეა ჩვენთან
წამების...
ქარი მეხვევა,
სიახლოვე შენი
თვალების
ისე მაჩერებს,
თითქოს უნდა მზერით ამავსოს
და ამ საღამოს სურნელება
ჩემში ჩასახოს...
ქვემოთ თბილისი,
ნარიყალას სიცივე მათბობს,
წვიმაში ახვევს დედამიწა
ხედებს დანათრობს...
ახლა მომინდა
დავუჩოქო სამებას
ფერხთით,
სველი მკლავები შემოვხვიო
ამ ღამის ნებით..
ჰო, მე მომინდა
სიახლოვე შენში
დავხატო,
შენი ტუჩების სირბილე კი
მტკვარს გავატანო...…
21 ივნისი, 2008 წელი, ნარიყალა
ნიჩორტა
ამაღამ ანუ ელის... წერილი შვიდი
იცი, ზოგჯერ ყველაფერი მეორდება,
ვუბრუნდებით ნაცნობ ადგილებს
და ძველი შეგრძნებებით
ვაგრძელებთ ცხოვრებას.
მგონი ყველაფერი სხვანაირადაა
ქალაქში კვლავ ისმის სონეტები და
ქუჩებში უკვე გიჟებივით დავრბივართ
იცი ყოველთვის მინდოდა მეთქვა რომ
უბრალოდ ვეღარ ვძლებ უშენოდ
მეთქვა რომ
უბრალოდ მენატრები და
ეს ყველაფერი ისეთი უბრალოა,
ისეთი სადა და ბანალური
(მგონი ისევ ვერ ვარჩევ საჭირო სიტყვებს
ვუკიდებ მორიგ ღერს და
წვიმასთან ერთად ვეხვევი კვამლშიც)
მოდი ეს ღამე სხვანაირად გავატაროთ
დავივიწყოთ ძველი შეზღუდვები და
გხვევ წელზე ხელს
გიზიდავ
გიკრობ
გკოცნი
ხელები შიშველ სხეულზე დარბიან და
ალბათ აქ უნდა გავჩერდეთ...
წამით შეჩერება
ჰაერი აღარ გვყოფნის
ვივსებით და ყველაფერი თავიდან იწყება
ამჯერად გრძნობა უფრო ღრმაა
ვეშვებით მიწვდომ სიღრმეებში და
ისევე ვიწურებით ოფლში
როგორც ამაღამ თბილისი წვიმაში
იცი ზევიდან გაცილებით იოლია
ვუყურებთ მბზინავ კაცუნებს
ყველა სადღაც გარბის, სადღაც ეჩქარება
მხოლოდ შეყვარებულები მისეირნობენ
იცი, ზოგჯერ ყველაფერი მეორდება
და
აქ ყველაფერი თავიდან....
იოჰან ხევსური
ამაღამ
თმა გაიწეწა ნარიყალამ,
გაგიჟდა ქარი,
თბილისში ღამეც ნამთვრალევი
დაიარება,
მტკვარში თავს იხრჩობს აწყვეტილი
წვიმების ჯარი,
,,კოლექტიურად” თავის მოკვლაც
ისევ იქნება. 
ქალაქს დაჰყურებ, მიბნედილი
თვალის გუგებით,
გაცრეცილ ტუჩებს გისველებენ
ლუდის წვეთები,
ღმერთი ხარ? არა, მგონი უფრო
შენ გქვია ლოთი,
დღეს თბილისზე და ამ ღამეზე
შეყვარებული.
21/06/2008
ნარიყალა 
ირინკა
ამაღამ
დახუჭავ თვალებს და ნახავ,
შენთან თბილისი აღარაა,
მოიტაცეს ონანისტებმა.
ეს არაა ჩემი, შენი და მენაყინე რომას
ქალაქი ბინძური პერიფერიებით.
ჰა შეხედე,
აქედან კარგად ჩანს, მისი ბანალურად მორთული ანძა.
და ზუსტად ამ წამს მინდა თავი მოვიკლა.
შეხედე თბილისი აღარაა,
რიყეზე შიშველი დგას
წითელი წინდებით და კლიენტს ელოდება.
2008 წელი, 21 ივნისი, ნარიყალა
ქაშიკა
ამაღამ
მე, ახლა,
შენი ტუჩები მშია,
ლუდის ბოთლს
თვალის ფერი აქვს შენი...
ამაღამ
მტკვარი და თბილისია
ჩემი მკვლელი,
ან გადამრჩენელი.
ნარიყალა, თბილისი
21 ივნისი
2008
თეა თაბაგარი
ამაღამ
ამაღამ -თბილისი დიდ საცერს წააგავს-
ანთებული სინათლეები კი ათას ნახვრეტს
საცერის ფსკერზე...
სველი და ცივი ქვის ენერგია...
ამბოხებული დავაბიჯებ
შიშველ ფეხებით და
ენერგიას ჩემში ვაგროვებ...
წვიმამ, ხის ქვეშ რომ ვემალებოდი
წუთებია რაც გადაიღო.
ქარმა გარეკა ამ ხედიდან ავი ფიქრები
და სიმშვიდე მაჩუქა მთვარის.
ღამეა- როგორც შეშლილი ქალი,
ის ვალსს ცეკვავს ნარიყალათან.
ვიჩხრიკები მთვრალ გონებაში
და ვხვდები რომ ისევ მიყვარხარ...
2008 წლის 21 ივნისი, საღამოს თერთმეტი საათი, ნარიყალა.
ნეკერა
 ხო, მგონი ეგრეა 
ის ლექსი არ მინახავს ჯერ, მივაღწევ იმ კომპ-მდე და მოვქექავ თუ მაქ და გამოგიგზავნი.
შენგან კიდე იმას ველი, ხო იცი 
გკოცნი ლეელ 
ნეკერ გილოცავ მამის დაბადების დღეს 
მიულოცე ჩვენს მაგივრად და ჯანმრთლელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვე 
გაკოცე ბევრი 
არ გავცივდი, ნარიყალამდელ მდგომარეობაში ვარ  დგეს ვიყავი ლიტ კაფეში, გუშინ ქუდი დამრჩა და დღეს დილით გამახსენდა 
იმედიანი ლექსია. და მართლა გჯერა ამ ყველაფრის?
ექსპედიცია მოვაწყოთ
თეე, მინდოდა თქვენმთან მაგრამ სიცილის ენერგია გამომელია
''სერგი''-ს ბოლო ფრაზას მოვკარი თვალი, დამაინტერესა ძალიან. ახლა გავდივარ და მოგვიანებით წავიკითხავ აუცილებლად.
მოგიკითხე თან 
მეც შემოგევლეთ ყველას! 
ვერ გავიცანი თე.თიკო სეფისკვერაძეა...მსახიობია...სურათით ძალიან დიდი მსგავსებაა და ისე რეალში არ ვიცი
კი ნეკერ...
იცი რა მოუცილებელი ჭირი ვარ გოგო  გენაცვალეეეეეეეეეეეეე
ნინ გილოცავ.ბედნიერი ყოფილიყავი ყველა შენიანთან ერტად...
მეც გავდივარ საღამომდე...
შეიძლება სტუმრები მყავდეს, მამა მყავს იუბილარი  ნამდვილი მამა 
კი ნეკერ.ზალიან მომეწონა.ჩათვალე რომ თქვენთან ვიყავი მეც... 
მომენატრე ოხერო.ეხლა გავალ.იმედია რამე ახალი დამხვდება აქ...
გადაურჩი გაციებას??
ვაი გოგო შენ ჩემი სიყვარული და ცხოვრება ხარ..
კარგ დროს გაგახსენდი..
ნარიყელაზე...თბილ და ვნებიან ტუჩებს...მოვკვდი ეჭვიანობით... 
|