არ დავიძინებ სულ არა,
კარებს დავტოვებ ღიასო!
გამოეპარე ცოლსა და
ჩემად გამოჰყე ნიავსო... 
ბიჭოვ ისეთი შავი ხარ,
როგორც ტალახში მაზუთი!
მოდი ამაღამ დაგიცხო,
კვერიები და ნაზუქი!...
ხოდა გავშალე ბიჭო და..
მოაცურე ჩემსკენ ნავი,
ერთად დავსხდეთ ვიშაიროდ,
დავუყენოთ ყველას თვალი!  
ლელა ნეკერას შეეშვი
ვიქნებით მოსაკლავები
ვერავინ გვამჩნევს მგონია
ხოდა გაშალე მკლავები 
შენ ხომ გჭირდება მაშინა,
შენ დაიტოვე ეგენიც!
ნეკერას ენა მოსძვრა თუ,
ახლა უჭედავს მჭედელი!...:P
ნიკი ისევ შენა რა 
გაიხარე 
ნეკერას გაცოცხლებული
რაში ჭირდება ნეტაო
ვარსკვლავებითა თამაშობს
შენატრის კატრინ ზეტაო
ეს გატრუპული კაცები
წიქარას ბალახს ძოვენო,
ყველა ერთად თუ გაცოცხლდა,
ნეკერასთანაც მოვლენოო!!! 
მე რავიცი
რა ნეკერას ეცა 
ნეკერას "შხეფი" არ უნდა
ლუდსაც კარგადა წრუპავსო
მეუღლეს როგორ იშოვის
კრიტიკით ყველას ტრუპავსო
ნეკერასგან რა გინდათ უფ 
წუთით მარტო ვერ უნდა დაგტოვოთ? 
მაგ თქვენი წყალის შხეფები,
ნეკერას გადასხმოდესოო
იქნებ მეუღლე ეშოვოს!
მარტო არ ბალახობდესოო... 
მაშ აბა როგორ გინდაო
კიდევაც დავბან ფეხებსა
ისე ლამაზად ვაბანებ
მაღლა ისროდეს შხეფებსა
რაის გვერდები გაგეხსნა?
ან რის აგიტყდა ფეთქვებიი?
მაშინვე სახლში გარბიხარ,
ცოლს რო დაბანო ფეხები!
ჯერ არ მძინავს, მაგრამ ახლა ვაპირებ 
მიყვარხართ ძალიან! 
არა და არა ლელაო
რა გინება და ლანძღვაო
მემილიონე გვერდსა ვხსნით
ფეთქვა დამიწყო ძარღვმაო
მოდი შევცვალოთ შაირი
რაღაც არ მოგდით ყურშია,
ვატყობ გინება გერჩია,
დავიწყებ ბოლო თურშია! 
და თუ გგონია, გეშლება.
გამაჭაღარეს ფიქრებმა,
მე კარგად ვიცი ამ წუთას
რა, რატომ, რისთვის, მჭირდება...
რათ ჩაიხვიე ბეჩავმა,
ორი შენხელას ხსენება?
შენ ლელას როგორ ასწავლი,
რა უნდა, რა ემღერება.. 
მკლავებს გაგიშლი ყვავილად
რას ამბობს დახეთ ლელასა
მიხვალ და გადააწყდები
მკლავებში ორ ჩემხელასა

არავინა ჩანს, საბრალოს
ცქერით დამაწყდა თოლები.
ნუთუ ცოცხალი არ დაღჩა
საიტზე ჩემი ტოლები?
აბა რით შაგატყობინო
არ მაქვს დოლი და ბუკია!
წამოდი გამაიყოლე,
შენი დობილი ბუკიაა! 
დამეძინება ცრემლიანს
დამისველდება ბალიში,
მოდი და ამჩემს მკლავებსა,
ლამაზ ყვავილად გაგიშლი! 
იქნებ თუშური ფარდაგი
გადმოვაფინო ბანზედა,
სადა ხარ ბიჭო რაიქენ?
ცრემლიჩამამდის თვალზედა! 
ბიჭო, ისეთი კარგი ხარ!
ლელას ენთება ლოყები,
შამოხვალ შენით თუ გინდა!
გზად გაგიფინოს ნოხები?
პოლტ, როგორ ხარ?! მარტო ერთი სიტყვა თუ ვერ გაიგე , ეგ არაა ცუდი! და ისე, თვითონ ლექსი როგორია?! და სად ხარ დაკარგული?! 
უცებ რატომ ვერ გიცანი, ეხლა მიკვირს... გავხარ აშკარად ფოტოს 
|