|
იოჰან ჯუთელი ხომ არა ხარ? 5 უნდა დაგიწერო
თეა , აუცილებლად გაგიცნობ  მალე 
გკოცნი 
ი.ხ.. რა გაცინებს ? 
ნეკერიკო როგორ ხარ? 
ხო იცი, როგორ მიყვარხარ, ოხერო, რას შვება შენი წიგნი, უკვე მესიზმრება...მაგის პრეზენტაციაზე მაინც არ მესვრიან ლაყე კვერცხსა და "შობე" რა დროზე, თორე "დარეჯანას" დაგარქმევ...
მარიამ წიკლაური.
კაფია იმაზე, თუ რატომ ვერა "შობს" სანათა იმ თავის წიგნსა
სანათა მოჰგავს დარეჯანს,
შიშით ჩამასდის კურცხალი!..
ფრთები ჰქონოდა ბადრიჯანს,
ხომ იქნებოდა მერცხალი?!
ბობო.
დარეჯანი ვიქნებოდი,
ასკილოთ რო მეტი ვიყო,
სხვათ რას ერჩით, თქვენ რო ჩემი
სიყვარულით შამცდარიყოთ,
თორეეე ლექს კი არ გეშლებათ,
არც ბაოს და არაცა მიხოს...
ამინდის მიხედვით ვერ იტყვი ამას
არა. ამ გვერდზე ვეღარაფერს მოვყვები, აქ ქულები არ მაქვს! სილ 20 ქულამდეა, მგონი!
ეს ნიკი - მხოლოდ პატარა თეონას სახელზე გაიხსნა და სრულად მოთავსდა კიდეც "პატარა თეონას პატარა ისტორიები".
და ჩემი მაწარმოებების კითხვა ვისაც გინდათ, ჩემი საკუთარი სახელით გამოქვეყნებულში წაიკითხავთ.
დტოცნით ყველას. ძალიან მიყვარხართ.
თთვენი თეონა
დილა მშვიდობის! ჩემს გულში ხარ! სულ...
აღარა ვართ აღარაო, იუმორზე აცრილები
სასწრაფოს გამოუძახეთ, გაიტანეთ დაჭრილები 
ბეწვზე ვარ გადარჩენილი
ნეტავ თუ მისმენს გენადი
ერთი ხევსური ყოფილა
მეორე ძალად ბელადი. 
ეს რა გავიგე ჯალალო
ნიკს შენც ეხები ჩუმადო?
მერე საქვეყნოდ ამბობ და
არც ცდილობ მიაჩუმათო? 
გემშვიდობებით სულ ყველას!
სიზმრებ გქონოდეთ ფერადი!
დასაძინებლად მივდივარ,
შაირ კაფიის ბელადი!
ისა,მე უკაცრავად ხევსური ვარ და მაინც მწყინს და გავედი სანამ
ხანჯლებით მიბზრიალია...  დაიძინეთ
არ დაგამძიმოს ლელაო
წიხლზე მოიხსენ ტვირთია
ემანდ სადმე არ დაგცვივდეთ
შიშით ვეღარა მითქვია
ლელაის ვერ დაგაჩაგვრინებ,
ეს რა სიტყვები მესმისო,
შიში ვერ იხსნის სიკვდილსა,
მომიწევს შევეხო "ნიკ"(ი) ს(ა)
(წითელი არა ყვითელი ამენთოს 
ბზრიალში? ეგ რა პონტია?
ან ვის რა მოუგონია?
ბზრიალში ფეხის აწევა
მავაშიგერი მგონია
ნიკი, მე ვინ შემაშინებს
წიხლძე მკიდია ქვეყანა!
მაგრამ დაქალის გარეშე
ვეღარ გავკაფავ, ვეღარა!  
მაშ რაღა, მეც დავიძინებ
გულს არ გავივლებ ავსაო.
რაკი არავის გინდივართ,
წავალ, ძილს მივცემ......... თავსაო 
თანაც თამარის გარეშე!
მე ვეღარ ვიტყვი შაირსა,
ისე წავიდა ნაწყენი,
ერთი კოცნაც არ მაღირსა!
მარტო დარჩენა რას მიშლის,
ბზრიალში მაინც გაჯობებ
კარგი, დავზავდეთ ლელაო
სულ შენ მთავაზობ ზავსაო
გატყობ რომ შიშს შეუპყრიხარ
შორ-შორ გაურბი ზვავსაო
მოდი დავზავდეთ ჯობია!
დღეისთვის გვეყოს სამყოფი,
ზედ ხომ არ შამომაკვდები
ხო არ გგონია მარტყოფის! 
ხედავ გარბიან ჯალაო
მარტოდ გვტოვებენ ნელაო
ჯერეთ თამარი გაშპა და
ახლა მიყვება ლელაო
შენ მაგაზე არ იდარდო
თუნდაც მოგროვდით ასიო
სუყველას მიგაშაირებთ
მაცათ დავცალო თასიო...
რას რა მოყვება არ ვიცი,
წაესხიპება ვის რაღა,
მოდი მეც წავალ სამადლო,
მე სხვისი არა მინდა რა! 
არ დაუჯერო თამარო
გეპატიჟება დილითა
ამაღამ არ დაიძინებს
დილით გაძღება ძილითა
ჰოდა დაგერხა ნიკაჯან
ლელა,თამარი ჯალალი
ეს უკვე სამი გამოდის
ჩარლის და არა ნიკასი
(აუ მართლა არ შემიზლია კაფია შემეშვით) 
(ასე კუთხეში დავჯდები
და თქვენს ღიმილებს ჩავიწერ)
მოსადებს უნდა მოედოს
უნდა წასხიპოს სასხეპი
ვინაც ხმალ ხანჯალს აჟანგებს
თავი აქვს მას წასასხეპი 
ეჭვის სმაილ ვერ დაგიდევს
რად უნდა მაგას მისანი?
ორწერტილს ტირე მოყვება
ბოლოს კითხვების ნიშანი
წავშლი რააა!  აი ეგრეა ვერარ ვზომავ მერე! 
|