ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: თარგმანი
18 დეკემბერი, 2015


*** ანა ახმატოვა

1)
***
გავაცილე მეგობარი, კართან
ოქროს მტვერში ცოტა დავახანე,
მეზობელი ციდა სამრეკლოდან
არსებითი იღვრებოდა ხმები.

მიგდებული!_მოგონილი სიტყვა,
ყვავილი ვარ განა, ან უსტარი?
სიმართლე კი მკაცრი მზერით ითქვა,
დაბურული სარკეც მიდასტურებს.

2)
***
გავისტუმრე მეგობარი, ჰოდა
ოქროს მტვერში გადავწყვიტე მოცდა,
არსებითი იღვრებოდა ხმა და
სამრეკლოდან ადიოდა ცამდე.

მიგდებული!_არ არსებობს! მე, რა,
ბარათი, ან ყვავილი ვარ განა?
თუმცა, უკვე გამკაცრებულ მზერას
დაბურული სარკეც ვეღარ მალავს.

* * *
Проводила друга до передней,
Постояла в золотой пыли,
С колоколенки соседней
Звуки важные текли.
Брошена! Придуманное слово -
Разве я цветок или письмо?
А глаза глядят уже сурово
В потемневшее трюмо.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები