ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2016


ხმამაღლა საკითხავი

მე სიტყვა-სიტყვა ჩამოვთვლი:
სიკეთე!
სითბო!
სინაზე!
მზის,  გახარებდეს ამოსვლა!
ყოველდღე,
დარდის ჯინაზე!
შრომას მოჰქონდეს შედეგი,
ხვავი!
დოვლათი!
ბარაქა!
არასდროს გამოგლეოდეს
ნუგბარით სავსე კალათა!
ჯანის და სულის სიმრთელე!
ძალა და ღონე ხელებში!
სევდა ნუ გაგეკარება,
შენც ნუ ეხები, შეეშვი!
მშვიდი დილა და საღამო!
დაფასებული ამაგი!
ოჯახით, შვილით, და-ძმებით
წელგამართული,
ამაყი!
ურყევი რწმენა!
იმედი!
სათნო მოყვასის სიმრავლე!
ნურც გაგთქვეფია მიწასთან
ჯილაგი,
დაე!
იმრავლე!
გეგრძნოს სამშობლოს გულისთქმა:
ერთობა!
შრომა!
შენება!
მეგობრის გვერდში დადგომა
და მტრების გადაშენება!

P.S.
ვიცი, რომ ჩუმად წაკითხულს
ვერ დაუდგება ამინდი,
ხმამაღლა გადაიკითხე
და ჩამოივლის ამინი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები