ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2012


***


გარდაცვალების წინ
რას ხედავდა
დიდი მოძღვარი?
ხედავდა თავისიანს-
ავაზაკს,მგლისთვალებას,
მაგრამ,ამავე დროს,
ხედავდა ყვავილსაც,
რომელიც, ზეციერის
სახესავით გასხივოსნებული,
თანდათან იზრდებოდა,
ავსებდა სივრცეს;
მის ნათელ ჩრდილში ავაზაკი
მოჩანდა და აღარც მოჩანდა
და ბოლოს  მთლიანად წაიშალა
დახუჭული თვალების სივრცეში.

დახუჭული თვალების სივრცეში
ენთო ყვავილი,
დიდი და მშვენიერი,
ზეციერის სახესავით გასხივოსნებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები