 | ავტორი: იანუსი ჟანრი: პროზა 19 აგვისტო, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ლევანისთვის ორი თემა იყო პრობლემატური - რამდენის გაკეთება შეეძლო და რამდენის გაკეთება იყო საჭირო იმისთვის, რომ რამე შეცვლილიყო. რატომაც არა, ვთქვათ გულახდილად, რომ ეშინოდა, ვაითუ ჩემი შესაძლებლობები სულაც არ იყოს საკმარისი (ან საკმარისთან მიახლოებული) რამის შესაცვლელადო. ახლა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ „რამის შეცვლა“ ზედმეტად ბუნდოვანი, დაბურული და ზოგადი ორი სიტყვაა, რომელიც პრინციპში არაფერს კონკრეტულს არ გვამცნობს, მაგრამ მე რომ ლევანი ვარ და ამ ორ სიტყვას ვამბობ, ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ამ საკითხზე მიფიქრია და მხოლოდ ყინულის მთის წვერს გიჩვენებთ. ძირის სანახავად გაყინულ წყალში ყვინთაობა ღირს თუ არა, ეს სხვა საკითხია, რადგან აქ ვართ და ვურთიერთობთ, დავასკვნათ, რომ ამ შემთხვევაში ღირს, ჰოდა, ჩავყვინთოთ კიდეც. მე ხშირად გამიკეთებია რაღაცები პირადი სიამოვნებისთვის და მერე ჩემდა გასაკვირად მიგრძნია რომ სინდისი აბეზარი კოღოსავით მიწუოდა ყურებში და შიგადაშიგ მწიწკნიდა კიდეც. მწიწკნიდა მწარედ, მწოვდა სასიცოცხლო სისხლს, ანუ ენერგიას, რამაც მაიძულა დავფიქრებულიყავი, იქნებ მეტი მომეთხოვებოდა? მე თუ მკითხავ ფიქრი და ლაპარაკი ტყუპები არიან და ამ იდენტური ტყუპებიდან ვის რომელი უფრო მოსწონს თავისი შინაგანი მახასიათებლებით, გემოვნების საკითხია. პირადად მე აშკარად მუდამ ფიქრისკენ ვიხრებოდი, თუმცა არც მდუმარების აღთქმა დამიდია ოდესმე და როცა საჭირო არ იყო მაშინაც ენის გაუჩერებლად მილაპარაკია. ჰოდა, ამ ფიქრისას ელემენტარული ჭეშმარიტებები აღმოვაჩინე, მაგალითად ის, რომ ადამიანისთვის არ არის საკმარისი იცხოვროს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. ახლა ამას რომ ვამბობ, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ათასჯერ დაღეჭილს ათასმეერთედ უნდა გავკრა კბილი და თუმცა ამას არ გამოვრიცხავ, მაინც ვფიქრობ რომ სულ სხვა რამეს ვუკაკუნებ და არა იმ კარს, რომელსაც ეგ ვინმე ცხვირწინ მომიჯახუნებს. საარაკოდ ჩახლართული საქმე იმაშია, რომ სიამოვნება ადამიანისთვის ჩემი აღქმითაც ქვაკუთხედია. ქვაკუთხედი კი იმით ქვაკუთხედობს რომ ყოველთვის (ან უმეტესად მაინც) ყველაფრის ეპიცენტრშია. ჰოდა, მანდ ვართ ჩვენც, წარსულშიც მანდ ვიყავით და ვერც მომავალში შევძლებთ სხვა ქვაკუთხედების გამოთლას, მაგრამ სიამოვნება იმაზე გაცილებით მრავალფეროვანი ცნებაა, ვიდრე თქვენ უმრავლესობას ეს ოდესმე გაუაზრებია. მე როცა ვამბობ, მხოლოდ პირადი ინტერესებით მასტურბაცია უკვე ვეღარ აღმაგზნებს სათანადოდ-მეთქი, იმას არ ვამბობ რომ უანგარო, ეგოიზმისგან დაცლილი შრომა მინდა ვიტვირთო და ცოდვილ მსოფლიოს ატლასის მხრებით შევუდგე, არა. მე მინდა ამ მასტურბაციას გავცდე და სექსი მქონდეს, ანუ ქველმოქმედება ჩემთვის მეტი სიამოვნებისკენ მიმავალი გზაა და მეტი არაფერი. აბა დავუფიქრდეთ (მივმართავ იმათ, ვისაც უცდია პირადი ინტერესებით მასტურბაციას გასცდენოდა), რა სასიამოვნო გრძნობაა როცა სხვას დაეხმარები, გამოხვალ შენი სივრციდან და ახალ სივრცეს შექმნი, რომლისგანაც სარგებელს მაშინ მიიღებ, როცა მოგინდება. მადლიერი თვალები, მადლიერებით გაჟღენთილი სიტყვები უფრო სასიამოვნოდ გვიმასაჟებს ჩვენს სულიერ პენისს, ვიდრე მაღალპროფესიონალი მეძავი ხორციელ ფალოსს. სულიერი ორგაზმი გაცილებით მეტ ხანსაც გრძელდება და უფრო სასიამოვნოც არის. კი, ასე ფიქრობდა ლევანი და სულაც არ რცხვენოდა იმის რომ ეს ყველაფერი ხმამაღლაც ეთქვა, მხოლოდ იმის ეშინოდა, რომ ვერ გაუგებდნენ, მაგრამ შიშისადმი შეუპოვრობა ბავშვობაში არაერთხელ გამოუჩენია და ბავშვობაში გამოჩენილი სიქველეები რომ ზრდასრულობაში ყველაზე მეტად გვეხმარება, უჩემოდაც გეცოდინებათ გონიერ ხალხს. ჰოდა, ლევანმაც გადაწყვიტა, დრო იყო ვინმეს დალაპარაკებოდა და ვის, თუ არა ადამიანს, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა სხვა ადამიანებისთვის ფიზიკური სიამოვნების მინიჭებაში. ზუსტად ის არაა, რაც თქვენ იფიქრეთ, კლასიკური სექსი ჩემთვის ფიზიკური სიამოვნების პიკი არასოდეს ყოფილა, აი კარგი მასაჟი და პენისის სასიამოვნოდ დაცლა ხანგრძლივი მოფერებისა და ალერსის შემდეგ კი მუდამ პრიორიტეტული არჩევანი იყო და იქნება, ჰოდა ავარჩიე მასაჟის სალონი და როცა შიშველი, სახედაღმა გავიშხლართე ზომიერად რბილ საწოლზე, მოდუნებაც ვცადე, ზომიერად ლამაზმა მასაჟისტმა ჯერ ხელი შემაშველა, მერე წვივები, მკერდი. მეხახუნებოდა და ვიწექი ჩემთვის, განსაკუთრებულს ჯერ ვერაფერს ვგრძნობდი და გადმობრუნდიო როცა მითხრა, გამიხარდა კიდეც, ჩემი სიამოვნების მთავარი სენსორი უკვე მოუთმენლად ელოდა ამ სიტყვას. ლევანის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ამ პროცესში გაუჩერებლად ისაუბრებდა, მაგრამ სინამდვილეში გაუჩერებლად ფიქრობდა, ვერადავერ გამოაბიჯა ამ კომფორტის ზონიდან, მასაჟისტი გოგონა უფრო კომუნიკაბელური აღმოჩნდა, ჯერ ფეხები შეუქო, მერე ტანი, ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო, როცა თავადაც სიამოვნებდა მასაჟის გაკეთება. ლევანი მაინც ჩუმად იყო, ვერ მიხვდა საიდან დაეწყო საუბარი, ინტერვიუს ხომ არ აიღებდა შიშველი გოგოსგან, რომელიც რიტმულად უმასაჟებდა პენისს. ორგაზმი ათბალიანი გამოდგა, გოგომ თავისი საქმე მშვენივრად იცოდა და როცა შეაქო, იმან გაუღიმა. გამოსვლის წინ, ფეხსაცმლის ჩასაცმელად ლევანი ძირს დაჯდა. -იატაკზე დაძინება არ გიყვარს ხოლმე? ვერ გავიხსენე ოდესმე იატაკზე დამიძინია თუ არა, მაგრამ იქვე მივხვდი, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ არც ისე-მეთქი ვუპასუხე და მისგან რაღაც უფრო მნიშვნელოვანს დაველოდე, ინტუიციამ არც მიმტყუნა: -მე ძალიან მიყვარს, ბავშვობაში სულ იატაკზე მეძინა. ლევანს უფრო რბილი და ფაფუკი სავარძლები და ბალიშები უყვარდა, უთხრა კიდეც, გოგოს გაეცინა და თქვა, ჩემთვის რბილი კომფორტული არ არისო. ეს იყო და ეს, ჩვენ მეტი არ გვისაუბრია და ვთვლი, არც იყო საჭირო - მივედი იმისთვის რომ მასაჟისტი მომსახურებოდა, ესიამოვნებინა ჩემი სხეულისთვის, ეს გარანტირებული სიამოვნება იყო და ძალიან ძლიერიც, როგორც აღვნიშნე ორგაზმი ათ ბალს გაუტოლდა. მაგრამ ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამის წვისა და დნობის პარალელურად, იმ ორგაზმიდან არაფერია დარჩენილი. ორგაზმების გახსენება ხომ შეუძლებელია. ზუსტად ასევე შეუძლებელია, ოდესმე (ყურადღება მიაქციეთ ამ უძირო სიტყვას) დამავიწყდეს ის უჩვეულოდ სასიამოვნო მომენტი, როცა ბავშვობის დროინდელი პირადული შტრიხი გამანდო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. შეგნებულად :) შეგნებულად :)
22. პირველი და მესამე პირი შენებულადაა არეული თხრობისას თუ შემთხვევით ? :)
სხვა რომ არაფერი, გამართული ნაწერია - წერის კულტურას აშკარად ფლობს ავტორი :)
სხვა რამესაც :)
პირველი და მესამე პირი შენებულადაა არეული თხრობისას თუ შემთხვევით ? :)
სხვა რომ არაფერი, გამართული ნაწერია - წერის კულტურას აშკარად ფლობს ავტორი :)
სხვა რამესაც :)
21. ფროიდ იუნგობაში ზოგადად ფსიქოლოგია ვიგულისხმე და არა მხოლოდ ფსიქოანალიზი. ფსიქოლოგიური მომენტები, რომლის ჩაწვდომასაც ლევანი ცდილობს, რომლებზეც აკეთებს იგი დასკვნებს და ა.შ. ოდნავ მეტად რთულუ უფრო დიდ ფასს დაადებდა ამ მოთხრობას. სულ ამის თქმა მინდოდა. წარმატებები! ფროიდ იუნგობაში ზოგადად ფსიქოლოგია ვიგულისხმე და არა მხოლოდ ფსიქოანალიზი. ფსიქოლოგიური მომენტები, რომლის ჩაწვდომასაც ლევანი ცდილობს, რომლებზეც აკეთებს იგი დასკვნებს და ა.შ. ოდნავ მეტად რთულუ უფრო დიდ ფასს დაადებდა ამ მოთხრობას. სულ ამის თქმა მინდოდა. წარმატებები!
20. გამარჯობა. არ მაქვს პრეტენზია რომ ამ კონკრეტული მოთხრობით გულები ავუძგერო მასებს. აქ რომ რთული არაფერი წერია, ამაში გეთანხმები, თუმცა ფროიდ-იუნგობის ნაწილში არ გეთანხმები, რავი არ მაქვს სურვილი რომ მათი მოღვაწეობა ჩემს შემოქმედებაში განვავრცო. ჩამოვყალიბდები მოკლედ თანდათან და როცა ფსიქოლოგიურ დასკვნებს გავართულებ, მერე შემოიხედე :)) გამარჯობა. არ მაქვს პრეტენზია რომ ამ კონკრეტული მოთხრობით გულები ავუძგერო მასებს. აქ რომ რთული არაფერი წერია, ამაში გეთანხმები, თუმცა ფროიდ-იუნგობის ნაწილში არ გეთანხმები, რავი არ მაქვს სურვილი რომ მათი მოღვაწეობა ჩემს შემოქმედებაში განვავრცო. ჩამოვყალიბდები მოკლედ თანდათან და როცა ფსიქოლოგიურ დასკვნებს გავართულებ, მერე შემოიხედე :))
19. გამარჯობა. ზედმეტად მარტივი ფსიქოლოგიური დასკვნაა გამოტანილი და გირჩევ, რომ განავრცო სიუჟეტიც და ფროიდ-იუნგობაც უფრო მასშტაბური და გულისამაძგერებელი გახადო გამარჯობა. ზედმეტად მარტივი ფსიქოლოგიური დასკვნაა გამოტანილი და გირჩევ, რომ განავრცო სიუჟეტიც და ფროიდ-იუნგობაც უფრო მასშტაბური და გულისამაძგერებელი გახადო
18. ძალიან დიდი და საინტერესო მომეჩვენა...კიარ მომეჩვენა, არის ადამიანს ფსიქოლოგია ამოუწურავია და უაღრესად საინტერესო ფიქრი კიდევ ყველაზე და ყველაფერზე უფრო მეტი სიამოვნებააა ძალიან დიდი და საინტერესო მომეჩვენა...კიარ მომეჩვენა, არის ადამიანს ფსიქოლოგია ამოუწურავია და უაღრესად საინტერესო ფიქრი კიდევ ყველაზე და ყველაფერზე უფრო მეტი სიამოვნებააა
17. ნეფერტარ, მე ბოლო კომენტარში დავასრულე თქვენთან კამათი, შეგიძლიათ ჩემს ნაწარმოებებს ამაყად აარიდოთ პრეტენზიული მზერა და დატკბეთ თქვენთვის მისაღები, ჭეშმარიტი ღირებულებებით გადაპოხილი ლიტ-ნაწარმოებებით, რომლებიც თქვენდასაბედნიეროდ უხვად მოიპოვება ჯერ კიდევ. ნეფერტარ, მე ბოლო კომენტარში დავასრულე თქვენთან კამათი, შეგიძლიათ ჩემს ნაწარმოებებს ამაყად აარიდოთ პრეტენზიული მზერა და დატკბეთ თქვენთვის მისაღები, ჭეშმარიტი ღირებულებებით გადაპოხილი ლიტ-ნაწარმოებებით, რომლებიც თქვენდასაბედნიეროდ უხვად მოიპოვება ჯერ კიდევ.
16.
იანუს, როგორც ვატყობა თქვენ ცხოვრებაშიც და არა მხოლოდ ლიტერატურაში, ორსახოვანი ბრძანდებით, ორშუბლა, ორტვინა, ოთხთვალა, ორცხვირა და რაც მთავარია ორპირა.
ამას ლიტერატურას ეძახით? ამას ხომ მეორედ ვერ დაუბრუნდები წასაკითხად... ერთჯერადია და ყოვლად უსარგებლო ჩემი სუბიექტური აზრით, ასეთებით აქაურობა სავსეა, არც ახალია რამით (ლექსიკა, ქრონოტიპი, წერის სტილი, მხატვრულობა...) არც საინტერესოა, არც არაფერს ტოვებს.
მე აქ შემომსვლელი აღარ ვარ და შენ, წერე და იკითხე.

15. საინტერესო ხელწერაა და თავისთავად თხრობაც... რა მნიშვნელობა აქვს, რაზე წერს ავტორი, როცა კარგად წერს, ყოველთვის წაიკითხავ კაცი... :) წინაც წავიკითხე და იქაც იგივე აზრი დამრჩა... საინტერესო ხელწერაა და თავისთავად თხრობაც... რა მნიშვნელობა აქვს, რაზე წერს ავტორი, როცა კარგად წერს, ყოველთვის წაიკითხავ კაცი... :) წინაც წავიკითხე და იქაც იგივე აზრი დამრჩა...
14. კომენტარზე ის გეტყობათ რომ ასეთი ლიტერატურის არც თავი გესმით და არც ბოლო, მეორე კომენტარით კი კიდევ უფრო განმიმტკიცეთ ეს აზრი :)) ირონია იმისაა, თავად გადავწყვიტო ვისთვის შევინახო.
ელემენტარულ ნაწილაკებს - პირველ კომენტარში ამგვარი თავმდაბლობის ვერაფერი შეგატყვეთ, მაგიტომ ჩაგეძიეთ :)) მშვიდობით კომენტარზე ის გეტყობათ რომ ასეთი ლიტერატურის არც თავი გესმით და არც ბოლო, მეორე კომენტარით კი კიდევ უფრო განმიმტკიცეთ ეს აზრი :)) ირონია იმისაა, თავად გადავწყვიტო ვისთვის შევინახო.
ელემენტარულ ნაწილაკებს - პირველ კომენტარში ამგვარი თავმდაბლობის ვერაფერი შეგატყვეთ, მაგიტომ ჩაგეძიეთ :)) მშვიდობით
13. რა მეტყობა კომენტარზე იანუსო?
რაიმე ჩემგან განსხვავებული გიწერიათ თქვენს " საამო ფიქრებში? " "ჰოდა ამ ფაქტმა ლევანს კიდევ უფრო განუმტკიცა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრით ვერასოდეს შეძლებს სიამოვნების ზღვაში პირველ გამაფრთხილებელ ნიშნულს გასცდეს. " >> ეს თქვენი სიტყვები არ არის?
შენი ირონია შენი მეორე სახისთვის რომ შეინახო? სიახლე იცი რა იქნებოდა? რამდენი გადაიხადა ლევანმა მასაჟში ეგ რომ დაგეწერა და სალონის მისამართიც მიგეწერა. :D
რა მეტყობა კომენტარზე იანუსო?

12. არა,მე თქვენსავით არ ვფიქრობ:)
აი ხომ გაიარეთ საფეხურები,ხოდა თქვენს თანასწორს ელაპარაკეთ მაგაზეთქო:) ამ სიტყვა-პასუხში დაგემშვიდობეთ;) არა,მე თქვენსავით არ ვფიქრობ:)
აი ხომ გაიარეთ საფეხურები,ხოდა თქვენს თანასწორს ელაპარაკეთ მაგაზეთქო:) ამ სიტყვა-პასუხში დაგემშვიდობეთ;)
11. ჩემს თანასწორს? თქვენ რამით ჩემზე მაღლა აყენებთ თავს? :)) ჩემს თანასწორს? თქვენ რამით ჩემზე მაღლა აყენებთ თავს? :))
10. ხოდა თუ რჩევად ღებულობთ მიიღეთ,თუ არადა საფეხურებზე თქვენს თანასწორს ელაპარაკეთ. მეც ამერია ლევანიდან თქვენზე რომ გადმოვერთე,ალბათ ასეც უნდოდა;)) ხოდა თუ რჩევად ღებულობთ მიიღეთ,თუ არადა საფეხურებზე თქვენს თანასწორს ელაპარაკეთ. მეც ამერია ლევანიდან თქვენზე რომ გადმოვერთე,ალბათ ასეც უნდოდა;))
9. წაიკითხეთ, ბატონო ჩემო, თქვენთვის ვწერ :)) წაიკითხეთ, ბატონო ჩემო, თქვენთვის ვწერ :))
8. საინტერესო იყო. ჭკვიანია ლევანი, ისე ცინიკოსი ვერ იქნებოდა. ავტორის თავდაჯერებულობაც შეასაშურია. სხვა ნაწარმოებების წაკითხვაც მომინდა. საინტერესო იყო. ჭკვიანია ლევანი, ისე ცინიკოსი ვერ იქნებოდა. ავტორის თავდაჯერებულობაც შეასაშურია. სხვა ნაწარმოებების წაკითხვაც მომინდა.
7. გეტყობათ კომენტარზე :)) ჩათვალეთ რომ პარდონირებული ხართ გეტყობათ კომენტარზე :)) ჩათვალეთ რომ პარდონირებული ხართ
6. მისანი არის იგივე ფლეშ მეხსიერება აკოპირებს და ინახავს კომენტარებს სხვის გვერდზე, გუგულია რა სხვის ბუდეში უყვარს კვერცხისდება ანდროიდების შემოქმედს. რა უნდოდა ახლა N1 კომენტარს აქ?
სამწუხაროა ავტორო რომ სულიერ ორგაზმზე მეოცნებე ლევანი ფიზიკური ორგაზმით სიამოვნების ზღვარს ვერ გასცდა. მაინც იგივე კარს უკაკუნებთ... გააგრძელეთ იგივე პათოსით იანუს... მე პარდონ... არ ვარ ასეთი ლიტერატურის მკითხველი...
Что было, то и будет; и что делалось, то и будет делаться, и нет ничего нового под солнцем. Бывает нечто, о чем говорят: "смотри, вот это новое"; но это было уже в веках, бывших прежде нас. Нет памяти о прежнем; да и о том, что будет, не останется памяти у тех, которые будут после... :(
მისანი არის იგივე ფლეშ მეხსიერება აკოპირებს და ინახავს კომენტარებს სხვის გვერდზე, გუგულია რა სხვის ბუდეში უყვარს კვერცხისდება ანდროიდების შემოქმედს. რა უნდოდა ახლა N1 კომენტარს აქ?
სამწუხაროა ავტორო რომ სულიერ ორგაზმზე მეოცნებე ლევანი ფიზიკური ორგაზმით სიამოვნების ზღვარს ვერ გასცდა. მაინც იგივე კარს უკაკუნებთ... გააგრძელეთ იგივე პათოსით იანუს... მე პარდონ... არ ვარ ასეთი ლიტერატურის მკითხველი...
Что было, то и будет; и что делалось, то и будет делаться, и нет ничего нового под солнцем. Бывает нечто, о чем говорят: "смотри, вот это новое"; но это было уже в веках, бывших прежде нас. Нет памяти о прежнем; да и о том, что будет, не останется памяти у тех, которые будут после... :(
5. ანუ ლევანმა შემოგითვალა ეს, პირველ-მესამე პირი ხომ ზემოთაც ირევა და აქაც ამერია ანუ ლევანმა შემოგითვალა ეს, პირველ-მესამე პირი ხომ ზემოთაც ირევა და აქაც ამერია
4. ისე მელაპარაკები თითქოს აზრობრივად შემდეგ საფეხურზე იდგე, არადა შენი საფეხურების კიბე ცოტა ხნის წინ ამოვათავე :))) ბედნიერების მოტანა არ შეუძლიაო არსად დამიწერია, ბედნიერების ხარისხებზეა აქ საუბარი, მაგრამ გმადლობ დარიგებისთვის ისე მელაპარაკები თითქოს აზრობრივად შემდეგ საფეხურზე იდგე, არადა შენი საფეხურების კიბე ცოტა ხნის წინ ამოვათავე :))) ბედნიერების მოტანა არ შეუძლიაო არსად დამიწერია, ბედნიერების ხარისხებზეა აქ საუბარი, მაგრამ გმადლობ დარიგებისთვის
3. ლევანს ვურჩევდი სექს-ტურიზმს ტაილანდში :)))) სექსსაც შეუძლია ბედნიერების მოტანა,არამარტო სიყვარულს,თუ იგი სრულყოფილია:) ხშირად ვიყიდებით პირად სიამოვნებებზე,მაგრამ სულიერების გარეშე ვერ ვარსებობთ.
იფიქრეთ,წერეთ,ლაპარაკს ნამდვილად ჯობს და სეზონურად იმოგზაურეთ,ბევრი ორგაზმი ტვინს აგირევთ,ცოტა იმყოფინეთ:))
ლევანს ვურჩევდი სექს-ტურიზმს ტაილანდში :)))) სექსსაც შეუძლია ბედნიერების მოტანა,არამარტო სიყვარულს,თუ იგი სრულყოფილია:) ხშირად ვიყიდებით პირად სიამოვნებებზე,მაგრამ სულიერების გარეშე ვერ ვარსებობთ.
იფიქრეთ,წერეთ,ლაპარაკს ნამდვილად ჯობს და სეზონურად იმოგზაურეთ,ბევრი ორგაზმი ტვინს აგირევთ,ცოტა იმყოფინეთ:))
2. სამახსოვროდ. სამახსოვროდ.
1. 42. წამწამი რომ იძაგძაგებს-) გენიალურია დათო ქარჩავა. 2018-08-19 17:28:18 41. წამწამი რომ იძაგძაგებს-) გენიალურია დათო ქარჩავა. 2018-08-19 17:28:05 40. აბა რა დადის შენამდე, გალაკტიონის პლაგიატი ? ეგ არის შენი ფასეულობა ? მასტერ კლასი არა ""ის"" კიდე...
მარტო გალაკტიონის კი არა, ყველა ძეგლი ასოცირდება სკლინტებთან, იმიტომ რომ არ ასუფთავებენ, ამასთან არანაირ კავშირში არ არის გენია, შენი მით უმეტეს, იმიტომ რომ თუ ვინმეს რამე არ მოპარე, ისე ვერაფერს წერ. აი ესაა ფაქტი, გიყურებ 8 წელიწადია და არაფერი იცვლება, არც გბეზრდება... ამიტომ ძეგლი და სკლინტები...
ნეფერტარი. 2018-08-19 16:09:19 39. და რატომ აყენებ სეურაწყოფას ასეთ დიდ ხელოვანს ჩემამდე არ დადის განა მე სადმე მითქვამს ეგეთი რამ გალაკტიონის მისამართით?! პირიქით ყოველთვის ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავ მისი მიმართ...გალაკტიონი გალაკტიონია მე მე ვარ მორჩა და გათავდა
სამწუხაროა რომ გალაკტიონის გენია თქვენთვის მხოლოდ კვარცხლბეგთან და სკლინტებთან ასოცირდება მაგრამ რას ვიზამთ ყველას თავისი ფასეულობები აქვს...
მისანი. 2018-08-19 14:37:33 38. ოჰ ჩემი მონატრებული დედოფალი როგორა ხარ ძვირფასო?დ გავიხსენოთ ძველი დრო?)) მისანი. 2018-08-19 14:36:27 37. მისანო,
დაოკდი ბოლოს და ბოლოს, ვინაა შენთვის გალაკტიონი სულაც არ მიგიფურთხებია მისთვის, შენს გენიასთან რას მოვა ეგ ვიღაც ჭყვიშელი სოფლელი პროვიცნიული აზროვნებით. აგერ ცარიელია კვარცხლბეკი, შეხტი ზედ და დაგვანებე თავი, ხანდახან მტრედები შემოგაჯდებიან და არც მერიის დასუფთავების სამსახური გაგრეცხვას ჩიტების ექსკრემენტებისაგან. არც დ.მ.დ გაგრეცხავს და არც მძიმე ჯვარი ეჭვი არ შეგეპაროს მაგაში. :)
ეგაა გენიოსების ბედი, სკინტლით დასვრილი ძეგლი... ანტრე ბატონო...
ნეფერტარი. 2018-08-19 12:54:59 36. რა შორს დაეძებთ ფარდსა და სწორს, ძვირფასად გენიალურო მისან- დ.მ.დ, არა ნაკლებად გენიალური ექსპრომტ-პაროდია ხომ უკვე დაგიდოთ ანა ჯავახიშვილმა აქვე, კომენტარებში. რამეს უწუნებთ? ნინო დარბაისელი. 2018-08-19 08:46:52 35. ლექსი გენიალურია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თუ ვინმე ფიქრობთ რომ უკეთესად წერა ა ბურთი და ა მოედანი გაჩვენეთ ერთი რა შეგიძლიათ დ.მ.დ.. 2018-08-19 05:27:44 34. რასაც ვფიქრობ პირდაპი ღიად ვაფიქსირებ არ მჭირდება ამისთვის ვითომ თვითირონია და ვითომ ვითომ რაღაცეები ) მისანი. 2018-08-18 18:59:16 33. თვითირონიას რაც შეეხება ეგ მხოლოდ და მხოლოდ უნიჭოთა იარაღია ერთგვარი საკუთარი თავის შესანიღბად....მე ეგეთი ნიღაბი არ მჭირდება მირჩევნია გულწრფელი ვიყო როგორც ხელოვნებასთან ასევე მკითხველთან მიმართებაში მისანი. 2018-08-18 18:57:38 32. ძალიან გონებაგახსნილი ბებია გყოლიათ ვერაფერს ვიტყვი.... ახლა გასაგებია რატომ ხართ ეგეთი ჭკვიანი დ მისანი. 2018-08-18 18:56:12 31. ეს გაგრძელება არ დაიპოსტა, რედაქტირების დროის ამოწურვის გამო: მძიმის შემდგომ უნდა ეწეროს, ,,იცით, რატომ? თვითირონია - საკუთარ თავზე მაღლა დადგომას ითხოვს, ხოლო თქვენ პირიქით, ქრონიკულად შესციცინებთ მას უკიდურესად ქვემოდან. ნინო დარბაისელი. 2018-08-18 17:41:30 30. ბებიაჩემმა ანიკომ იცოდა ხოლმე ასეთ შემთხვევებში: ,,-კარგი, ერთი, და!” არ მოგწყინდათ ამდენი თვითრეკლამით, სხვადასხვა ნიკებით ბამბის ჩხრიალი? აბა, ცოტა თვითირონია სცადეთ, თუ გამოგივათ! გული მიგრძნობს, ვერ შეძლებთ ვერაფერს, ნინო დარბაისელი. 2018-08-18 17:28:39 29. ელიტარულობას რაც შეეხება მოდი ბარემ ამასაც დავაკონკრეტებ ... ელიტარულია თუნდაც იმიტომ რომ ძალიან რთული რიტმია და ავტორისგან მოითხოვს ძალიან მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას იმისთვის რომ ამ რიტმის გამოყენებით მიიღო ნორმალური ხარისხიანი ლექსი ძალიან მაგარდ უნდა ფლობდე სიტყვას....სიტყვის ფლობა კი მარტივი საქმე არ არის........ აბსოლუტური სმენა და თავდაუზოგავი შრომაა საჭირო... მისანი. 2018-08-18 17:10:57 28. ყალიბში ალბათ ლექსის რიტმს უნდა გულისხმობდეთ და თუ მართლაც ასე და მე არ ვცდები გეტყვით რომ გალაკტიონმა არა მხოლოდ ეს არამედ რამოდენიმე ათეული რიტმი დაგვიტოვა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი გამოყენება ვინმესთვის აკრძალული იყოს პირიქით....თანამედროვე ლექსების 99 პროცენტი თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა ერთ ყალიბში ისხმება რაც ძალიან ცუდად აისახება არამხოლოდ მკითხველზე არამედ ზოგადად პოეზიაზეც ( ნუ დღიურებზე და რაღაც იაფასიან ჩანაწერებზე არ მაქვს საუბარი .... მისანი. 2018-08-18 15:38:38 27. ძვირფასო მისანო :*
ეს "ყალიბი", ქართულ პოეზიაში მუდამ გალაკტიონის საკუთრება იქნება. რა სიტყვებიც არ უნდა ჩამოასხათ მასში. გულწრფელად გეტყვით, რომ გასაოცარი არაფერია, ვერც ერთი ქართველი პოეტი ვერ გადაურჩა ამ "ყალიბის" გამოყენების ცდუნებას. მეტიც, ეს ერთგვარი საეტაპო ამბავიც კია. ანუ დადებითი მოვლენაა ყოველმხრივ თქვენთვის, მაგრამ მკითხველისთვის არა. მითუმეტეს ელიტარული მკითხველისთვის.
პატივისცემით და კეთილი სურვილებით. იმპრესია. 2018-08-18 14:54:41 26. იხარეთ და იმრავლეთ) მისანი. 2018-08-18 14:49:17 25. ჩემი შემოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ელიტარული მკითველისთვის იქმნება ვინც იცის ნამდვილი პოეზიის გემო და ფასი მისანი. 2018-08-18 14:48:34 24. აი კიდევ ერთი გემოვნებიანი მკითხველი 5 მისანი. 2018-08-18 14:47:54 23. კარგია ნ_ი_ნ_ი. 2018-08-18 08:52:38 22. მაგრამ არაუშავს დრო იტყვის სათქმელს... მისანი. 2018-08-17 15:59:39 21. თუმცა ნიჭიერი ის სიტყვა არ არის რაც ჩემი როგორც ხელოვანის შეფასების დროს უნდა გამოიყენოს ადამიანმა... მისანი. 2018-08-17 15:59:03 20. ყოჩაღ, კარგია რომ ხვდები მაგ ყველაფერს ... მისანი. 2018-08-17 15:55:36 19. ლექსი-თრთოლვა ლექსი-წამება ლექსი-ცახცახი ლექსი-წვალება ლექსი-წამება ლექსი-მისანი ლექსი-მიზანი ლექსი-ისარი
ბედნიერი ერი ვართ, ამისთანა ნიჭიერი პოეტი რომ გვეზრდება :))
ნ-ი-კ-ი. 2018-08-17 11:46:54 18. :)<3 ანა ჯავახიშვილი. 2018-08-16 11:30:04 17. კარგი მუხა მხოლოდ შენი ხათრით) მისანი. 2018-08-16 10:54:19 16. ყოჩაღ 4 მისანი. 2018-08-16 10:53:19 15. ირწევიან ბაგენი სევდით დანადაგები იშლებიან ბგერებად სულში მონაფერებად, რომ სიტყვების კალამით შიშითა და კანკალით მოგესალმო, შეგხარო და არ მითხრა, ვერ ხარო? :)) ექსპრ. დიდი პატივისცემით,
ანა ჯავახიშვილი. 2018-08-15 21:59:25 14. Kargia გიჟპოეტა მარია. 2018-08-15 21:23:58 13. მომეწონა. უდიდესი სულიერი დაძაბულობის, ქვეტექსტუალური ირონიით, მოულოდნელი სიმარტივებით,ყოველდღიური ჭუჭყის დანახვითა და გვერდის ავლით მიიკვლევს გზას გალაკტიონი კათარზისამდე. ერთადერთი კათარზისი მისთვის პოეზიაა.პეიზაჟი, პორტრეტი, სულის მოძრაობა გალაკტიონ ტაბიძისთვის უპირველეს ყოვლისა, მორფოლოგიური აღწერის კატეგორიები გახლავთ და სიტყვათა შეთანხმებაბი: "საღამო იწვა ხავერდის ყდაში", თუ "ოცნება ნახაზი საგანთა უარით" ობიექტურად ახსნა ძნელია. პოეტისეული ქვეტექსტები ჩვენთვის მიუწვდომელია და მკითხველის წარმოსახვას არის მინდობილი! !გალაქტიონის პოეზიაში ბევრი რამ დარჩება აუხსნელი და ყველა ეპოქის გალაკტიონოლოგი მომავალი დროის მკითხველზე აიღებს ორიენტაციას... მაგრამ, სამწუხაროდ, დრო არ არის ყველაფრის ამხსნელი... მომეწონა ნინო დარბაისელის და მისანის კომენტარები. მისანი გთხოვ ნუ შლით ადრინდელ ნაწარმოებებს. მუხა. 2018-08-15 17:54:44 12. კარგ მთქმელს კარი გამგონე უნდაო ხომ გაგიგია ? ცოტა მეტი დაფიქრებაა საჭირო როდესაც რაღაცას კითხულობ ამის ახსნა მე მგონი არ უნდა გჭირდებოდეს ამხელა აკადემიკოს ქალბატონს თანაც გალაკტიონოლოგს) მისანი. 2018-08-15 13:30:43 11. ჰოი საკვირველებავ!! ნუთუ მართლა მეოე პოეტური კრებული იყო?!გაოცებული ვარ პირდაპირ....)) მისანი. 2018-08-15 13:29:50 10. ძალიან რიხიანად კი მპასუხობთ, მაგრამ გალაკტიონოლოგობა სულ არაა საჭირო, სკოლის დაწყებითი განათლება ჰყოფნის იმის ცოდნას, რომ 1919 წელი ანუ წელი, როცა ,, არტისტული ყვავილები” გამოდის, არაა ოციანი წლების დასაწყისი ( როგორც თქვენ აგერ, კომენტარში ბრძანებთ) . ოციანი წლები იწყება 1920 წლიდან. კრებული, პირობითი სათაურით ,არტისტული ყვავილები” ძირითადად მოიცავს ლექსებს, შექმნილს 1916-1918 წლებში,. ვიცი, ახლა მთლად გაგიკვირდებათ და, ეს არის სწორედ მისი არა პირველი,( როგორც თქვენ გგონებიათ) არამედ მეორე პოეტური კრებული. პირველი - გამოიცა 1915 წელს. თქვენ შეგიძლიათ, ყველაფერს გერჩიოთ ოციანი წლების გალაკტიონი. ამის უფლებას ვერავინ წაგართმევთ, მაგრამ ამ ოხერ ფაქტებს სიზუსტე და სიჯიუტე სჩვევიათ და თქვენს ნება- სურვილს ვერ დაემორჩილებიან. ვერც თანამედროვე ინტერნეტ- მკითხველი ,, ბოლდება” ადვილად. , დაგუგლავს” ერთ წამში და გალაკტიონის ამბებს კი არა, თუ გინდათ გასაიდუმლებული ,,ნასას “ ისტორიის ფაქტებს შეამოწმებს.
ნინო დარბაისელი. 2018-08-15 12:06:13 9. გალაკტიონოლოგს არ უნდა სჭირდებოდეს ამის შეხსენება წესით)) მისანი. 2018-08-15 11:07:12 8. მეტი კონკრეტიკისთვის:1919წელს ანუ ათიანი წლების მიწურულს და ოციანი წლების დასაწყიშსი გამოდის ,,არტისტული ყვავილები" 21 წელს კი ანიჭებენ ,,პოეტების მეფის" სტატუსს 22-23 წლებში გამოდის ,,გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ 24 წელს ხდება მანთობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ასე შემდეგ მისანი. 2018-08-15 11:05:08 7. ათიანი წლების ლირიკაში აკაკის ძალიან დიდი გავლენას განიცდის.... ნამდვილი გალაკტიონი სწორედ რომ ოციან წლებში იბადება მისი რიგით მეორე პოეტური კრებულის გამოცემის შემდეგ ..... მისანი. 2018-08-15 10:46:38 6. ჩახედეთ სადმე, რომელ წელსაა გამოცემული ,,არტისტული ყვავილები” და მერე განვაგრძოთ ამაზე საუბარი. არც იმაში დაგძრახავთ თუ არ იზიარებთ ფუნდირებულ აზრს, რომ ეს კრებული არა მხოლოდ გალაკტიონის, არამედ მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის მწვერვალია. ნინო დარბაისელი. 2018-08-15 00:25:36 5. გალაკტიონოლოგი მაინც არ იყოთ არ გეკადრებათ ეგეთი იაღლიში) მისანი. 2018-08-14 23:11:01 4. არავითარი პაროდია რა სისულელეა....სად ლურჯა ცხენები და სად ეს ტექსტი?....ისე რადგან ლურჯა ცხენებზე ჩამოვარდა საუბარი აქვე ავღნიშნავ: გალაკტიონი რომ დღეს გალაკტიონობს ეს სწორედ რომ ოციან წლებში შექმნილ ლექსების დამსახურებაა და არა ათიან როგორც თქვენ აღნიშნეთ.... მისანი. 2018-08-14 23:10:18 3. ეს - პაროდიაა გასულა საუკუნის ათიანი წლების გალაკტიონზე? მაშინ დიდ სიახლედ ჟღერდა... ვკითხულობ და ცრემლით არ მენამება სამუდამო ბალიში. სხვათა შორის, მოგვიანებით გალაკტიონმა თავად დაძლია ეს სტილი. ბოლო ხანს კი, ორნამენტიკა - ნაკლებად, სისადავე უფრო იზიდავდა. ნინო დარბაისელი. 2018-08-14 22:30:53 2. 5 . ნუ იცდამეერთე საუკუნეში ვისაც პოეტობაზე აქვს პრეტენზია ამაზე ნაკლებად არ უნდა ფლობდეს სიტყვას....ეს ჩემი სუბიექტური აზრია რათქმაუნდა დ.მ.დ.. 2018-08-14 22:23:52 1. მასტერ კლასი....წაიკითხეთ და ისწავლეთ.... მძიმე ჯვარი. 2018-08-14 22:01:58
42. წამწამი რომ იძაგძაგებს-) გენიალურია დათო ქარჩავა. 2018-08-19 17:28:18 41. წამწამი რომ იძაგძაგებს-) გენიალურია დათო ქარჩავა. 2018-08-19 17:28:05 40. აბა რა დადის შენამდე, გალაკტიონის პლაგიატი ? ეგ არის შენი ფასეულობა ? მასტერ კლასი არა ""ის"" კიდე...

| მონაცემები არ არის |
|
|