| ავტორი: ბო-ბი ჟანრი: პროზა 21 სექტემბერი, 2018 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გამარჯობა, მე ბობი ვარ. წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან, თუმცა რაღაც პატარა ქვეყანაში ამოვყავი თავი, რაც ნიშნავს, რომ ლტოლვილი ხარ.. ძალიან რთულია ამ სტატუსის ქვეშ ცხოვრება.. მითუმეტეს თუ მეორე ან მესამე თაობის ლტოლვილი ხარ, რადგან შენი ქვეყნის სახელიც კი აღარ გქვია.. რატომ ბობი? შეიძლებოდა ჩემი სახელი ყოფილიყო ოლივერი, ჰენრი ან ჩარლი, შემყვარებოდა ვიღაც ჰარპერი ან მარგარეტი და გვეცხოვრა დიდხანს და ბედნიერად, თუ როგორც ამბობენ.. მაგრამ არა, ჩემმა თანამეოთახემ გადაწყვიტა რომ ბობი მერქვას, ამერიკელი მომღერლის ბობ დილანის თემაში. მგონი გარტყმაში არაა, რომ მაგ მომღერალს სინამდვილეში რობერტ ალენ ციმერმანი ჰქვია. ამ თანამეოთახეს ვაჟა ჰქვია. გამხდარი ტიპია, რაღაც ხმამაღალ მუსიკებს უსმენს. საერთო მხოლოდ ის გვაქვს, რომ მშობლებმა ვიღაც პოეტის თემაში ვაჟა დაარქვეს. მოვიძიე ის ტიპი და მხრები ავიჩეჩე, ლუკა რაზიკაშვილიო, რომ წავიკითხე.. ზუსტად ეს გვაქვს საერთო, გვქვია სახელები, რომლებიც იმათი სახელებიც კი არაა, ვის გამოც დაგვარქვეს..
მშობლები კარგად არ მახსოვს. მგონი პატარა ვიყავი ოჯახს რომ მომაცილეს. მშვენიერია, ვარ ლტოლვილი, ობოლი და მარგარეტის ნაცვლად ჩემს მეზობელ ციცოს ვეფლირტავები ხოლმე, როცა აივანზე გამოდის.. ვერაფერს იტყვით, ძალიან მაგარი ნაშაა, მაგრამ მგონი ზედაც არ მიყურებს. ცოტა ხნის წინ ისიც ვიფიქრე დეპრესიაში ჩავვარდები მეთქი, მაგრამ დამეზარა.. გადავწყვიტე წამოწოლა და იდიოტური პროგრამების ყურება, რომელსაც ვაჟა უყურებს ხოლმე..
ერთხელ უბანში სერიოზული ჩხუბი მომივიდა.. რაღაცაზე დავიგინე, ძაღლი ვიყო თუ ვტყუოდე მეთქი და უბნის ძუკნები გამომიხტნენ.. სახე ჩამოვუღე იმ ნაბიჭვრებს, მაგრამ გვერდები მეც კარგად დამიჟეჟეს. ვერ ვიტან ძაღლობას. ყოველთვის ჯგუფად დადიან, მაგრამ ცალკე თუ გამოიჭირე, ეგრევე კუდამოძუებულები გარბიან..
ჯერ მგონი იმ ასაკში არ ვარ, რომ სიკვდილზე ვფიქრობდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჭკვიანი ტიპები სულ უნდა ფიქრობდნენ სიკვდილზე, რომ ცხოვრებაში რაღაც მაგარი შექმნან.. მაგრამ მე ჩემს ფეხებს შევქმნი. უპერსპექტივო ვარ, მომავალი არ ჩანს, უფრო სწორად, ჩანს, მაგრამ არც ისე ნათელი. ვხედავ, როგორ ვწევარ მსუქანი და მარტოსული მზის გულზე და როგორ ვკვდები. მარტო, სამშობლოს და ოჯახისგან შორს..
ვაჟას და ვაჟასნაირებს ჰგონიათ, რომ მაგარი დეზლი ტიპები არიან, სამი–ოთხი წიგნი წაიკითხეს და სახლში ამოყრილ გოგოებს, რაღაც ეგზისტენციალიზმზე და ნიცშეს მოძღვრებაზე ელაპარაკებიან. ის გოგოებიც ეგრევე იკერებიან ამ რთული სიტყვების გაგონებისას და როცა ბიჭები რჩებიან მარტო, დარწმუნებით ამბობენ, რომ "ეს გოგო მალე მისცემს" საერთოდ ვერ გავიგე ვინ რას აძლევს. მგონი ეს ჩვენი გამხდარი და ვითომ გულუბრყვილო ბიჭი ვაჭარია და ორგანოებს ჰყიდის.. მე და ჩემი მსგავსი არსებები, დაბადებიან განათლებულები ვართ. ჩვენ არ ვკითხულობთ წიგნებს, მაგრამ ძალიან ზუსტად ვგრძნობთ არსებებს. რა ტკივათ, რა უხარიათ, როდის უნდათ ტირილი.. ერთი–ორი ნაკლებად სულელი გოგოც იყო ჩვენს სახლში და ვაჟას უაზრო საუბრების მოსმენის ნაცვლად, მთელი ყურადღება მე მომაპყრო.. ზურგზეც მისვამდა ნაზად ხელებს. ვიგრძენი, რომ ამ გოგოს სითბო სჭირდებოდა და არა ვიღაც ბებერი ტიპის, დატოვებული ფრთიანები ფრაზები.. ვეცადე ეს სითბო მე მიმეცა. წასვლისას კიდევ ერთხელ მომისვა ზურგზე თავის თბილი ხელი და ვაჟას უთხრა, რომ კიდევ მოვიდოდა. ბობისთან მოვიდოდა.. გამიღიმა და წავიდა..
იმ დღეს მივხვდი, რომ ეს გამხდარი ბიჭი, მაგარი ბოღმა ვიღაც იყო. იმ გოგოს სულ ძუკნა ეძახა. დებილი ძუკნა. გავბრაზდი და სახე ჩამოვუღე იმ ნაბიჭვარს. ფანჯრიდან გადავხტი და გავიქეცი. . სულ ორი წამით ციცოს ბინასთან შევჩერდი. ის მიყურებდა, ძალიან ლამაზი, ძალიან მაცდური. თავი დავუკარი და ავორთქლდი..
მას შემდეგ ქუჩაში ვცხოვრობ. იმ კედლებს იქით, კიდევ უფრო ბევრი ნაბიჭვარი ყოფილა. თუმცა გოგოც ბევრია. თბილი ხელისგულებით. ზოგმა სცადა, სახლისკენ გავეტყუებინე, მაგრამ არა, არ მინდა.. თავისუფლებას ნაგვის ურნაში ნაპოვნი თევზის სუნის და კიდევ, გაზაფხულობით აყვავებული ტყემლის ყვავილის სუნი აქვს. . გული ისევ მწყდება, რომ არ შემიძლია ბრიტანეთის რომელიმე, თუნდაც სულ პატარა პროვინციაში მოვკვდე.. მაგრამ აქაც კარგია, საკუთარ სახელსაც მივეჩვიე. ციცოზეც აღარ ვფიქრობ.. ვერ იტყვი, რომ იოლია ცხოვრება, როცა ხარ ლტოლვილი, ობოლი და თან გქვია ბობი. . ზუსტად არ ვიცი ეს ჩემი მერამდენე სიცოცხლეა, სადღაც გავიგე, რომ კატებს ცხრა სიცოცხლე გვაქვს.. ამიტომ არ მეშინია, რომ თუ თოვლში მშიერი დავიძინებ და მოვკვდები, ამით ყველაფერი დასრულდება.. იქნებ, რომ გავიღვიძებ, მერქვას ჰენრი, ვიწვე ირლანდიისა და ბრიტანეთის საზღვარზე, რა თქმა უნდა ბრიტანეთის მხარეს და ერთ დღესაც, ქალბატონის თბილმა ხელმა, ბაკინგემის სასახლეშიც წამიყვანოს..
ვერავინ დამაჯერებს,რომ ადამიანებს კატებზე მეტი ესმით გრძნობებთან დაკავშირებით.
გამარჯობა, მე ბობი ვარ, კატა ბრიტანეთიდან და წიგნის კითხვა არ მჭირდება იმისთვის, რომ გავიგო რას გრძნობ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ბობი ძალიან საკაიფოდ წერ. წერის ენა თავისუფალია და არ გღლის. ყველაზე მაგრად ის გამისწორდა, კარგად რომ ხედავ დეტალებს გრძნობებში.
გავაგრძელებ შემდეგებსაც.. ;)
ცოტა დეტალიზაციები არ აწყენდა ისე.. ;) მაგალითად ვაჟას ოთახ8ს აღწერა.. თბილხელებიანი გოგოს დეტალიზაცია.. გაქცევისას გარემოს აღწერა და ა.შ. ვფიქრობ გაამდოდრებს შენს ნოველებს.. <3 ბობი ძალიან საკაიფოდ წერ. წერის ენა თავისუფალია და არ გღლის. ყველაზე მაგრად ის გამისწორდა, კარგად რომ ხედავ დეტალებს გრძნობებში.
გავაგრძელებ შემდეგებსაც.. ;)
ცოტა დეტალიზაციები არ აწყენდა ისე.. ;) მაგალითად ვაჟას ოთახ8ს აღწერა.. თბილხელებიანი გოგოს დეტალიზაცია.. გაქცევისას გარემოს აღწერა და ა.შ. ვფიქრობ გაამდოდრებს შენს ნოველებს.. <3
29. ასეც ვიცოდი რომ კატები ადამიანებს ზემოდან გვიყურებენ :დ კარგი იყო ასეც ვიცოდი რომ კატები ადამიანებს ზემოდან გვიყურებენ :დ კარგი იყო
28. ფრიად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო ბო-ბი ფრიად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო ბო-ბი
27. ანა შე საყვარელო) კრუტუნ-კრუტუნ:) ანა შე საყვარელო) კრუტუნ-კრუტუნ:)
26. კომენტარები, ახლაღა ვნახე და დათო ქარჩავას კომენტარს წამგვანებია ცოტა ჩემი.:)
კომენტარები, ახლაღა ვნახე და დათო ქარჩავას კომენტარს წამგვანებია ცოტა ჩემი.:)
25. გამარჯობა, მე ანა ვარ და შენი ნაცნობობა არ მჭირდება, იმისთვის, რომ გავიგო რას გრძნობ.:) +5
გამარჯობა, მე ანა ვარ და შენი ნაცნობობა არ მჭირდება, იმისთვის, რომ გავიგო რას გრძნობ.:) +5
24. კეთილი იყოს თქვენი თათიც კი არადა ხელი )
მადლობა კეთილი იყოს თქვენი თათიც კი არადა ხელი )
მადლობა
23. ჰამსუნი რომ არ გამხსენებოდა ცოტა უნამუსობა იქნებოდა :)) ჰამსუნი რომ არ გამხსენებოდა ცოტა უნამუსობა იქნებოდა :))
22. გამარჯობა, ბო-ბი, კეთილი იყოს შენი თათი :) გამარჯობა, ბო-ბი, კეთილი იყოს შენი თათი :)
21. აუ ეს რა ძაან საყვარელი რაღაც წავიკითხე ახლა :დ ^_^ ^_^ მაგრად მომწონს <3 <3 აი ისეთია , პოზიტიურ განწყობაზე რომ დაგაყენებს ^_^ აუ ეს რა ძაან საყვარელი რაღაც წავიკითხე ახლა :დ ^_^ ^_^ მაგრად მომწონს <3 <3 აი ისეთია , პოზიტიურ განწყობაზე რომ დაგაყენებს ^_^
20. დამსახურებულად <3 წარმატებები მომავალშიც და უფრო დიიიიდი :) დამსახურებულად <3 წარმატებები მომავალშიც და უფრო დიიიიდი :)
19. კიდევ ერთხელ მადლობა მეგობრებო ) თავფურცელისთვის მიაუ-მადლობა) კიდევ ერთხელ მადლობა მეგობრებო ) თავფურცელისთვის მიაუ-მადლობა)
18. ბატონებო, მადლობა თქვენ:) არმენ, დავაკორექტირე. რამდენჯერმე შევხედე მაგ ფრაზას და თათთა სიზარმაცის გამო მასე ვტოვებდი)
ბენ, შემეცოდა მაინც ეგ გამხდარი ვაჟა ) ზდაროვა ბენ! ბატონებო, მადლობა თქვენ:) არმენ, დავაკორექტირე. რამდენჯერმე შევხედე მაგ ფრაზას და თათთა სიზარმაცის გამო მასე ვტოვებდი)
ბენ, შემეცოდა მაინც ეგ გამხდარი ვაჟა ) ზდაროვა ბენ!
17. ეს ის ჟანრია, რომელსაც მაგრად მოვერგებოდი, მაგრამ ყოველთვის სხვისი დაწერილის წაკითხვა მირჩევნია, რადგან "ჩერეშჩურ" კომფორტის მოყვარული ვარ და თან ციცოს არ ევასება ეგეთი ტიპები :) "ზდაროვა" ბობ! პ.ს. ვაჟა თირკმელის უკმარისობით გარდაიცვალა, შეგიძლია დაბრუნდე... ეს ის ჟანრია, რომელსაც მაგრად მოვერგებოდი, მაგრამ ყოველთვის სხვისი დაწერილის წაკითხვა მირჩევნია, რადგან "ჩერეშჩურ" კომფორტის მოყვარული ვარ და თან ციცოს არ ევასება ეგეთი ტიპები :) "ზდაროვა" ბობ! პ.ს. ვაჟა თირკმელის უკმარისობით გარდაიცვალა, შეგიძლია დაბრუნდე...
15. მარტო, სამშობლოს და ოჯახის შორს..- მარტო ეს მაქვს შენიშვნა, ავტორო, გამართეთ, თუნდაც ასე ,,სამშობლოსა და ოჯახს შორის".
ოო, რაც შეეხება საქებარ სიტყვებს, გემრიელობები ბოლოსთვის შემოვინახე:
ისე კარგად, მსუბუქად და თავისუფლად წერთ, აუცილებლად უნდა წეროთ, რადგან ასე კარგად გამოგდით! გულწრფელად ვამბობ!
კითხვის დროს იცით რა აზრი ამეკვიატა? - რადგან მოთხრობა ცოტა ავანტიურისტულიცაა, ხომ არ აჯობებოდა ბობი მოთხრობის ბოლოს სულაც არ აღმოჩენილიყო კატა? ანუ მკითხველს მთელი გზა ეფიქრა, რომ ბობი კატაა, ეს აზრი სრულ ჭეშმარიტებად აღექვა, მასზე აღარც ეფიქრა, მივიწყებოდა და ბაც! - ბოლოს რომელიმე სხვა არსება შერჩენოდა ხელთ?
ამ ვერსიაზეც იფიქრეთ, ავტორო :) რატომაც არა, მოგვატყუეთ ხოლმე! :)
მოკლედ რაც აქამდე იყო, მაინც დიდი ხუთიანი ეკუთვნის და ჩავუჯდები ახლა გაგრძელებასაც. ვნახოთ რა გადახდება. ჰო, კიდევ, მალე არ უნდა დასრულდეს ეს ნაწერი, - მკითხველები მოვითხოვთ :) მარტო, სამშობლოს და ოჯახის შორს..- მარტო ეს მაქვს შენიშვნა, ავტორო, გამართეთ, თუნდაც ასე ,,სამშობლოსა და ოჯახს შორის".
ოო, რაც შეეხება საქებარ სიტყვებს, გემრიელობები ბოლოსთვის შემოვინახე:
ისე კარგად, მსუბუქად და თავისუფლად წერთ, აუცილებლად უნდა წეროთ, რადგან ასე კარგად გამოგდით! გულწრფელად ვამბობ!
კითხვის დროს იცით რა აზრი ამეკვიატა? - რადგან მოთხრობა ცოტა ავანტიურისტულიცაა, ხომ არ აჯობებოდა ბობი მოთხრობის ბოლოს სულაც არ აღმოჩენილიყო კატა? ანუ მკითხველს მთელი გზა ეფიქრა, რომ ბობი კატაა, ეს აზრი სრულ ჭეშმარიტებად აღექვა, მასზე აღარც ეფიქრა, მივიწყებოდა და ბაც! - ბოლოს რომელიმე სხვა არსება შერჩენოდა ხელთ?
ამ ვერსიაზეც იფიქრეთ, ავტორო :) რატომაც არა, მოგვატყუეთ ხოლმე! :)
მოკლედ რაც აქამდე იყო, მაინც დიდი ხუთიანი ეკუთვნის და ჩავუჯდები ახლა გაგრძელებასაც. ვნახოთ რა გადახდება. ჰო, კიდევ, მალე არ უნდა დასრულდეს ეს ნაწერი, - მკითხველები მოვითხოვთ :)
14. ბო-ბი, თქვენს ბოლო კომენტარზე "ვანილის ცა" გამახსენდა. "see you in another life... when we are both cats" :) <3
რაც შეეხება ნაწერს, მომეწონა არა მხოლოდ მოთხრობა, არამედ თხრობის სტილიც, ვინაიდან, ბოლოს შეგრძნება მქონდა, მე ვიყავი ბობი და ამ ამბავს ვყვებოდი :)) +2 ბო-ბი, თქვენს ბოლო კომენტარზე "ვანილის ცა" გამახსენდა. "see you in another life... when we are both cats" :) <3
რაც შეეხება ნაწერს, მომეწონა არა მხოლოდ მოთხრობა, არამედ თხრობის სტილიც, ვინაიდან, ბოლოს შეგრძნება მქონდა, მე ვიყავი ბობი და ამ ამბავს ვყვებოდი :)) +2
13. ვრცელ კომენტარს ვდებდი, თემით "ჩვენ–კატები და გრძნობების სამოთხე," მაგრამ უბრალოდ რევერანსით შემოვიფარგლები..
ნანა, მუხა.. მადლობელი გახლავართ ვრცელ კომენტარს ვდებდი, თემით "ჩვენ–კატები და გრძნობების სამოთხე," მაგრამ უბრალოდ რევერანსით შემოვიფარგლები..
ნანა, მუხა.. მადლობელი გახლავართ
12. კარგია, მომეწონა, მშვენიერია სახალისო მოთხრობაა, მაგრამ სავარაუდო ისაა რომ კატებს და საერთოდ ცხოველებს გრძნობა არ გააჩნიათ , რასაც თქვენ წერთ ეს არის შეგრძნება! ცხოველებს რომ გრძნობა არ აქვთ და აქვთ შეგრძნება ეს მეცნიერულად დამტკიცებულია ჯემს-ლანგეს თეორიით.
9. გაზაფხულობით აყვავებული ტყემლის ყვავილის სუნს ნეტა მართლა თუ გრძნობენ კატები?)) სუნი-არის შეგრძნება, სულერთია კატებია თუ ადამიანები. სუნი- შეგრძნებაა. . ყველა შეგრძნებას აქვს რეცეპტორი და ორგანო . მაგ. სუნისაა ცხვირი, გემოვნებისაა ენა, სმენის ყური, შეხების კანი,მხედველობის თვალი. გრძნობას არც რეცეპტორი და არც ორგანო არ გააჩნია მაგ. სიყვარული გრძნობაა(გულით მიყვარხარ ესაა პირობითი). მე ასე ვიცი და ეგება სხვამ უკეთ იცის.კ ადამიანები და ცხოველები სუნს შეიგრძნობენ. კარგია, მომეწონა, მშვენიერია სახალისო მოთხრობაა, მაგრამ სავარაუდო ისაა რომ კატებს და საერთოდ ცხოველებს გრძნობა არ გააჩნიათ , რასაც თქვენ წერთ ეს არის შეგრძნება! ცხოველებს რომ გრძნობა არ აქვთ და აქვთ შეგრძნება ეს მეცნიერულად დამტკიცებულია ჯემს-ლანგეს თეორიით.
9. გაზაფხულობით აყვავებული ტყემლის ყვავილის სუნს ნეტა მართლა თუ გრძნობენ კატები?)) სუნი-არის შეგრძნება, სულერთია კატებია თუ ადამიანები. სუნი- შეგრძნებაა. . ყველა შეგრძნებას აქვს რეცეპტორი და ორგანო . მაგ. სუნისაა ცხვირი, გემოვნებისაა ენა, სმენის ყური, შეხების კანი,მხედველობის თვალი. გრძნობას არც რეცეპტორი და არც ორგანო არ გააჩნია მაგ. სიყვარული გრძნობაა(გულით მიყვარხარ ესაა პირობითი). მე ასე ვიცი და ეგება სხვამ უკეთ იცის.კ ადამიანები და ცხოველები სუნს შეიგრძნობენ.
11. რა საყვარელი საკითხავია, თავიდან ვიღაც სტუდენტი მეგონა, მერე ბოლოში რომ ჩავედი მივხვდი ფისოზეა, აუ რა საყვარლებიარიან ეს ბრიტანული კატები, გონიერები,, ისე მომინდა უნდა ვიყიდო,, მადლობა ავტორს, ვიცინე ბევრი და ცოტა თვალებიც ამეცრემლა.. გმადლობთ მშვენიერი იყო.. რა საყვარელი საკითხავია, თავიდან ვიღაც სტუდენტი მეგონა, მერე ბოლოში რომ ჩავედი მივხვდი ფისოზეა, აუ რა საყვარლებიარიან ეს ბრიტანული კატები, გონიერები,, ისე მომინდა უნდა ვიყიდო,, მადლობა ავტორს, ვიცინე ბევრი და ცოტა თვალებიც ამეცრემლა.. გმადლობთ მშვენიერი იყო..
10. მადლობა მომიხსენებია. მადლობა მომიხსენებია.
9. გაზაფხულობით აყვავებული ტყემლის ყვავილის სუნს ნეტა მართლა თუ გრძნობენ კატები?)) მიყვარს დილანი))
გაზაფხულობით აყვავებული ტყემლის ყვავილის სუნს ნეტა მართლა თუ გრძნობენ კატები?)) მიყვარს დილანი))
8. ეგზის რაღაც და კატები)) კატები და ტიპობა რა კავშირშია? ან ეს ტიპობა? წერტილი ეგზის რაღაც და კატები)) კატები და ტიპობა რა კავშირშია? ან ეს ტიპობა? წერტილი
7. კატების ატანა აღარ მაქვს იმდენად ტიპობად იქცა კატობა , როგორც ეგზისტენციალიზმი და მსგავსი ბოდვები . დანარჩენი საინტერესო იყო და ჰოლდენივით ლაპარაკობ დ კატების ატანა აღარ მაქვს იმდენად ტიპობად იქცა კატობა , როგორც ეგზისტენციალიზმი და მსგავსი ბოდვები . დანარჩენი საინტერესო იყო და ჰოლდენივით ლაპარაკობ დ
6. იმის გათვალისწინებით, რომ პროზის წერა დიდად არაა საჩემო,კითხვა მირჩევნია, ეს შეფასებები მალამოდ მოედო გულს )
მადლობა იმის გათვალისწინებით, რომ პროზის წერა დიდად არაა საჩემო,კითხვა მირჩევნია, ეს შეფასებები მალამოდ მოედო გულს )
მადლობა
5. რომ იტყვიან ვისიამოვნე ფრიად... მსუბუქი და არაჩვეულებრივი წასაკითხი პროზა იყო...აზრიანი მეტად, კატის კი არა და ადამიანის კვალობაზეც...ვხუმრობ რათქმაუნდა...:) ძალიან კარგი იყო... 555 რომ იტყვიან ვისიამოვნე ფრიად... მსუბუქი და არაჩვეულებრივი წასაკითხი პროზა იყო...აზრიანი მეტად, კატის კი არა და ადამიანის კვალობაზეც...ვხუმრობ რათქმაუნდა...:) ძალიან კარგი იყო... 555
4. "თავისუფლებას ნაგვის ურნაში ნაპოვნი თევზის სუნის და კიდევ, გაზაფხულობით აყვავებული ტყემლის ყვავილის სუნი აქვს. . '
5 "თავისუფლებას ნაგვის ურნაში ნაპოვნი თევზის სუნის და კიდევ, გაზაფხულობით აყვავებული ტყემლის ყვავილის სუნი აქვს. . `
5
3. გამარჯობა ლუსი.. მე ციცო მიყვარს :)
თოლია, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა კატის ცხოვრებაში. გამარჯობა ლუსი.. მე ციცო მიყვარს :)
თოლია, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა კატის ცხოვრებაში.
2. რაღაც უცნაური ალღოთი ვაგნებ ხოლმე კატებზე დაწერილ ამბებს.
ბრიტანული კატები :)
კარგი ნაწერია , დაე, ვიყო სუბიექტური!
სახელების ახსნა იყო ფრიად მახვილგონივრული.
რაღაც უცნაური ალღოთი ვაგნებ ხოლმე კატებზე დაწერილ ამბებს.
ბრიტანული კატები :)
კარგი ნაწერია , დაე, ვიყო სუბიექტური!
სახელების ახსნა იყო ფრიად მახვილგონივრული.
1. გამარჯობა.მე ლუსი ვარ, კატა “იქიდან” გამარჯობა.მე ლუსი ვარ, კატა “იქიდან”
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|