სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობი ტესტი №2
სამშობლოს მოღალატეები არიან ისინი, ვინც აცხადებს, რომ, შესაძლებელი რომ იყოს 1989 წელში უკან დაბრუნება, მაშინ, 1989 წელში მყოფები, მაინც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას.
ისევე როგორც, სამშობლოს მოღალატეები იყვნენ ისინი, ვინც 1989 წელს ითხოვდნენ აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას.
ეს მტკიცება ეფუძვნება შემდეგ ფაქტებს:
1) 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიას წაართვა ბათუმის ოლქი.
2) 1918 წლის 3 მარტს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე თითქმის 3 თვით ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ხალხს.
3) ანუ, 1878 წელს რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიას წაართვა ბათუმის ოლქი, ხოლო 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით უკან დაუბრუნა, იმ მომენტში, როცა ბათუმის ოლქი რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან დამოუკიდებელი ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა” შეიქმნა 1918 წლის 22 აპრილს, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შემადგენლობით. საქართველოს დამოუკიდებლობა (ფაქტიურად, ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკან“, და არა რუსეთისგან) გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს.
4) 1918 წლის 28 მაისს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, ქალაქ ფოთში დაიდო გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (ე.წ. ”პროტექტორატის”(მფარველობის)) ხელშეკრულება, რომლის პირველი მუხლით გერმანიამ აიძულა საქართველო ეცნო 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, თავისი მოკავშირის, ოსმალეთის სასარგებლოდ.
5) 1918 წლის 4 ივნისს დაიდო საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა ოსმალეთის საკუთრება ბათუმის ოლქზე (დღევანდელი აჭარა ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილია), ყარსის ოლქზე, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით გათვალისწინებულზე დამატებით (!), ახალქალაქის და ახალციხის ოლქებზე.
6) 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ და სომხეთის სსრ, და მეორე მხრივ, თურქეთს შორის. ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა აგრეთვე რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით გაუქმდა 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების თანახმად აჭარა საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა (თურქეთი თმობდა ”სიუზერენიტეტს” აჭარაზე) იმ პირობით, რომ აჭარას ექნებოდა ავტონომიური მმართველობა.
7) 1989 წელს თურქეთის რესპუბლიკა აღიარებდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას;
8) 1989 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აღიარებდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას;
9) 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მოხედვით, რომელსაც 1989 წელს აღიარებდა როგორც თურქეთის რესპუბლიკა, ისე საქართველოს სსრ, თურქეთმა აჭარა გადასცა საქართველოს აჭარის ავტონომიური მმართველობის პირობით, ანუ, თუ დარღვეული იქნებოდა ამ პირობიანი ხელშეკრულების პირობა, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.
10) იმ შემთხვევაში, თუ 1989 წელს რეფერენდუმის ჩატარების საშუალებით მოხდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება, ეს იგივე შედეგებს გამოწვევდა, როგორსაც აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება რეფერენდუმის გარეშე. თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, რეფერენდუმი იყო შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურა, ხოლო აჭარის ავტონომიური მმართველობა დადგენილი იყო საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით. თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას უპირატესი სამართლებრივი ძალა ჰქონდა ნებისმიერი შიდა-სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან შედარებით. ანუ, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, თუნდაც რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,
ვადგენთ სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობ ტესტს:
„შესაძლებელი რომ იყოს 1989 წელში უკან დაბრუნება, მაშინ, 1989 წელში მყოფი, მაინც მოითხოვდით აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას? იმ პირობებში, როცა, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მოხედვით, რომელსაც 1989 წელს აღიარებდა როგორც თურქეთის რესპუბლიკა, ისე საქართველოს სსრ, თურქეთმა აჭარა გადასცა საქართველოს აჭარის ავტონომიური მმართველობის პირობით, ანუ, თუ დარღვეული იქნებოდა ამ პირობიანი ხელშეკრულების პირობა, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა“.
თუ გიპასუხათ:
„შესაძლებელი რომ იყოს 1989 წელში უკან დაბრუნება, მაშინ, 1989 წელში მყოფი, მაინც მოვითხოვდიო აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებასო“.
ესე იგი, სამშობლოს მოღალატეა.
ფუი ეშმაკს.
თუ კიდევ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ადამიანი 1989 წელს შეცდა, და უცოდინარობის გამო ითხოვდა აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას, - თუმცა ეს უცოდინარება არ აუქმებს სამშობლოს ღალატის ფაქტს, მაგრამ როგორღაც ხსნის სიტუაციას - , მაგრამ ახლა, როცა წინამდებარე სტატიაში განმარტებულია, რომ 1989 წელს აჭარის ავტონომიის გაუქმებას შედეგად მოჰყვებოდა იმავე 1989 წელს აჭარის ტერიტორიის მითვისება თურქეთის მიერ, თანახმად იმ მომენტში მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, და მაინც, ადამიანი კვლავ იმას ამბობს, შესაძლებელი რომ იყოს 1989 წელში უკან დაბრუნება, მაშინ, 1989 წელში მყოფი, მაინც მოვითხოვდიო აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებასო, ესე იგი, ეს ადამიანი სამშობლოს მოღალატეა. განუკურნებელი მოღალატე.
ფუი ეშმაკს.
P.S.
უპასუხეთ ამ ტესტში დასმულ კითხვას, შესაძლებელი რომ იყოს 1989 წელში უკან დაბრუნება, მაშინ, 1989 წელში მყოფი, მაინც მოითხოვდით თუ არა აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებასო? "კი" თუ "არა"? ანუ, მოითხოვდით თუ არა 1989 წელს აჭარის ავტონომიის გაუქმების საშუალებით, ფაქტიურად, აჭარის ჩუქებას თურქეთზე, 1989 წელს მოქმედი ყარსის ხელშეკრულების არსებობის პირობებში? თუ მოითხოვდით, რატომ მოითხოვდით? მოღალატეობის გამო? რა მიზეზით?
დააკვირდით, მე არ ვკითხულობ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება იყო თუ არა კანონიერად დადებული, მე არ ვკითხულობ, დღეის მდგომარეობით, საჭიროა თუ არა აჭარის ავტონომიური მმართველობა. მე არ ვკითხულობ, დღეის მდგომარეობით, ყარსის ხელშეკრულება მოქმედებს თუ არა.
მე ვკითხულობ, შესაძლებელი რომ იყოს 1989 წელში უკან დაბრუნება, მაშინ, 1989 წელში მყოფი, მაინც მოითხოვდით თუ არა აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებასო? "კი" თუ "არა"? ანუ, მოითხოვდით თუ არა 1989 წელს აჭარის ავტონომიის გაუქმების საშუალებით, ფაქტიურად, აჭარის ჩუქებას თურქეთზე, 1989 წელს მოქმედი ყარსის ხელშეკრულების არსებობის პირობებში?
ხალხო, დააკვირდი, რა ფარისევლურად ცდილობენ სამშობლოს მოღალატეები დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის არიდებას, რა ფარისევლურად გადააქვთ საუბარი სხვა თემებზე.
ხალხო, დააკვირდი, ვინ რა პასუხს გასცემს ამ ტესტს. და მიხვდები, მოღალატეა თუ არა,
კახაბერ როდინაძე ადვოკატი ბათუმი, აჭარა 02.05.2019
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მსგავს სიტუაციას ერთხელ განმარტება არ შველის ქალბატონო... რახან იდება ასეთი მარაზმატიკა. ის საზოგადოებაც უნდა არსებიბდეს ვინც ამის წინააღმდეგ წავა. დაიცავს სიწმინდეს და ასე შემდეგ. მსგავს სიტუაციას ერთხელ განმარტება არ შველის ქალბატონო... რახან იდება ასეთი მარაზმატიკა. ის საზოგადოებაც უნდა არსებიბდეს ვინც ამის წინააღმდეგ წავა. დაიცავს სიწმინდეს და ასე შემდეგ.
6. მოიცა, მოიცა ბატონო ადვოკატო, ასე არ გამოვაა. ტესტი ნომერი სამი წავიკითხე ჯერ და ახლა ტესტი ნომერი ორი და ერთდაიგივე რატომაა? სხვადასხვა ტესტად გვტენით არადა, ვაპროტესტებ ადვოკატო! მოიცა, მოიცა ბატონო ადვოკატო, ასე არ გამოვაა. ტესტი ნომერი სამი წავიკითხე ჯერ და ახლა ტესტი ნომერი ორი და ერთდაიგივე რატომაა? სხვადასხვა ტესტად გვტენით არადა, ვაპროტესტებ ადვოკატო!
5. ერთხელ განვმარტეთ და საკმარისია. დავუბრუნდეთ ლიტერატურას. ეს ხომ ლიტერატურული პორტალია? თორემ სულ სხვა თემებზე გადავედით. წავიკითხოთ ავტორების ახალი ნაწარმოებები და შევაფასოთ.
ერთხელ განვმარტეთ და საკმარისია. დავუბრუნდეთ ლიტერატურას. ეს ხომ ლიტერატურული პორტალია? თორემ სულ სხვა თემებზე გადავედით. წავიკითხოთ ავტორების ახალი ნაწარმოებები და შევაფასოთ.
3. ამის მთავარი პრობლემა ზუსტად ეს არის პატივცეუმლო, რომ საბჭოთა მეხოტბეა, ნახეთ სხვა ტექსტები, ხან 9 აპრილს აგინებს, ხან გამსახურდიას, ხან სრულიად საქართველოს, ოღონდ ანტისაბჭოურ საქართველოს!
წესით თავმოყვარე ადამიანმა პასუხი უნდა მომთხოვოს იმისთვის, რა კომენტარებიცა და შეურაძყოფებიც მივაყენე აქ, საჯაროდ, კომენტარებში, მაგრამ ვინ მისცა ასეთებს თავმოყვარეობა? ასეა მოკლედ ამის მთავარი პრობლემა ზუსტად ეს არის პატივცეუმლო, რომ საბჭოთა მეხოტბეა, ნახეთ სხვა ტექსტები, ხან 9 აპრილს აგინებს, ხან გამსახურდიას, ხან სრულიად საქართველოს, ოღონდ ანტისაბჭოურ საქართველოს!
წესით თავმოყვარე ადამიანმა პასუხი უნდა მომთხოვოს იმისთვის, რა კომენტარებიცა და შეურაძყოფებიც მივაყენე აქ, საჯაროდ, კომენტარებში, მაგრამ ვინ მისცა ასეთებს თავმოყვარეობა? ასეა მოკლედ
2. მაშინდელი მოთხოვნებიდან უპირველესი იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა. ამავე დროს აყალიბებდნენ სხვა სავარაუდო მოქმედებებსა, თუ მოთხოვნებს, რომლებიც მას შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, რაც საქართველო გამოვიდოდა საბჭოთა კავშირიდან. არსებობდა თანმიმდევრობა, რომელთა შორის უპირველესი და მთავარი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა იყო. ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი სხვა, სავარაუდო, საკითხების მოგვარება, ან სხვა სახის ცვლილებების გატარება, მაგალითად, ადგილებზე ხელმძღვანელობის შეცვლა.
მაშინდელი მოთხოვნებიდან უპირველესი იყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა. ამავე დროს აყალიბებდნენ სხვა სავარაუდო მოქმედებებსა, თუ მოთხოვნებს, რომლებიც მას შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, რაც საქართველო გამოვიდოდა საბჭოთა კავშირიდან. არსებობდა თანმიმდევრობა, რომელთა შორის უპირველესი და მთავარი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა იყო. ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი სხვა, სავარაუდო, საკითხების მოგვარება, ან სხვა სახის ცვლილებების გატარება, მაგალითად, ადგილებზე ხელმძღვანელობის შეცვლა.
1. მოგესალმებით, კახაბერ! თქვენ ხომ იურისტი ბრძანდებით? წესით იურიდიული რეალობაც უნდა გესმოდეთ. ეს ხელშეკრულება დაიდო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირსა (სსრკ), უფრო ზუსტად კი მის წარმომადგენელ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა (საქ.სსრ) და თურქეთს შორის. საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეს სახელმწიფო აღარ არსებობს, აღარც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არსებობს. ყველა ხელშეკრულება დადებული სახელმწიფოს მიერ, რომელიც აღარ არსებობს, ავტომატურად უქმდება. ამ ხელშეკრულების, შეთანხმების ერთ–ერთი მხარე, საბჭოთა კავშირი, აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე აღნიშნულმა ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა. ამიტომ თქვენი მსჯელობა მცდარია, არ გაკადრებთ სიცრუეს.
მოგესალმებით, კახაბერ! თქვენ ხომ იურისტი ბრძანდებით? წესით იურიდიული რეალობაც უნდა გესმოდეთ. ეს ხელშეკრულება დაიდო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირსა (სსრკ), უფრო ზუსტად კი მის წარმომადგენელ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა (საქ.სსრ) და თურქეთს შორის. საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეს სახელმწიფო აღარ არსებობს, აღარც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არსებობს. ყველა ხელშეკრულება დადებული სახელმწიფოს მიერ, რომელიც აღარ არსებობს, ავტომატურად უქმდება. ამ ხელშეკრულების, შეთანხმების ერთ–ერთი მხარე, საბჭოთა კავშირი, აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე აღნიშნულმა ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა. ამიტომ თქვენი მსჯელობა მცდარია, არ გაკადრებთ სიცრუეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|