 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 7 თებერვალი, 2009 |
,,მოუტანიათ, მოუტანიათ!’’- გაჰყვიროდა პატარა არსება. ,,ნეტავი, რა აყვირებს? რა ხდება ასეთი?’’ - ფიქრობდა უზარმაზარი შავი როიალი, რომელიც ყუთში გამოკეტილი, ხუთ მუშას ძლივს შეჰქონდა ბინაში. ,,დედიკო, ჩქარა გავხსნათ, რაა! ხომ, დამპირდიიიი!...’’ ,,ოოოჰჰჰჰ...’’ ამოიხვნეშა როიალმა, როცა დახუთული ყუთიდან გაანთავისუფლეს და ამაყად შეათვალიერა თავისი მბზინავი ზედაპირი. მალე ფეხებზეც შეაყენეს და დიდფანჯრებიანი ოთახის კუთხეში დადგეს. როიალს უნდოდა გაეღიმა გვერდითმდგომი ხრახნიანი ტაბურეტისათვის, რომელიც ცალ ფეხზე შესკუპული, თავდახრილი იდგა მის წინ და თვალს ვერ უსწორებდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან გასაღები ჯერ არ მოეტანათ. ,,ჩქარა, დედიკო, ჩქარა...’’- ვერ ითმენდა პატარა არსება, რომელიც კიკინებიანი კოხტა გოგონა აღმოჩნდა. როიალმა თეთრად გაიკრიჭა. როგორც იქნა ამოისუნთქა და კვლავ გადახედა ცალფეხა სკამს. ის უკვე აემაღლებინათ ისე, რომ თითქმის როიალის კრიალა კლავიატურას გაუსწორდა. გოგონა სხარტად წამოსკუპდა მის ქუდზე, პაწია თითი გაიშვირა და, ,,ფა... ფა... ფა...’’ წაიმღერა როიალმა. ეეხ... ისევ მოწაფესთან მოხვდა!... ბედი არა აქვს, ბედი! წესიერი მუსიკოსის ხელში ვერა და ვერ ჩავარდა... ვერა და ვერ ამღერდა!... ეეეხ!... რაც ოსტატის ხელიდან გამოვიდა, ეს უკვე მესამე პატრონია. ჯერ იყო და ისეთ სახლში მოხვდა, მთელი წელი საერთოდ არ გაუხსნიათ, ძვირფასი ვაზებისა და დეკორატიული ყვავილების გამოსაფენად იყენებდნენ... და როცა, როგორც იქნა, გაყიდეს, ახლა პატარა ბიჭი დაეპატრონა. ბიჭი კარგი იყო, მაგრამ რად გინდა, ყოველ დღე ლამის სულ ცემა-ტყეპით სვამდნენ კლანვიატურასთან. ის კი, სხვა რომ არაფერი შეეძლო, უდანაშაულო როიალზე იყრიდა ჯავრს: ისე უხეშად და დაუნდობლად უბრახუნებდა თითებს კლავიშებს და ისეთ ხმებს გამოაცემინებდა, რომ გულშეწუხებულ როიალს თავისი თავი თვითონვე ეჯავრებოდა... როგორც იქნა იქიდანაც დააღწია თავი... არ ახსოვს, რამდენ ხანს ჰყავდათ გამოკეტილი იმ საზარელ ყუთში და როცა საბოლოოდ გადაიწყვიტა იმედი... ეეხხხ... როგორ ელოდა ახალ პატრონთან შეხვედრას!... მაგრამ , მგონი, ისევ ტყუილად!... ეს პაწია გოგონა როდის ისწავლის დაკვრას?... ან მოინდომებს კი საერთოდ სწავლას?... ეეხხ..! ბედი არა აქვს, ბედი!... ,,ფა.. ფა.. ფა..!’’ ,,დედიკო, დეეე...! დაუკარი, რააა!’’ - მოეჩვენა, თუ მართლა სთხოვა გოგონამ დედას?!... ,,დო...დო.... დოოო..! რე... ფა... სოლ! სოლ! სოლ!...’’ ერთი წუთით მაინც გააჩერებდეს ამ თითს. ,,დეე... გთხოვ, ახლა დაუკარი!’’ როიალი ყურებს არ უჯერებდა... ნუთუ ეღირსა ბოლო-ბოლო ნამდვილი პატრონი?!... ,,დო... დო... დო... რე... ფააა... ფააააა...!’’ უცებ, გოგონა ჩამოსკუპდა სკამიდან და გაუჩინარდა. როიალი ცოტა ხნით მარტო დარჩა თავის დარდებთან... თან უსურვილოდ უკრიჭინებდა კბილებს გვერდითმდგომ ქუდჩამოფხატულ ცალფეხას... ფეხის ხმაა?... გოგონა მარტო არ დაბრუნებულა. ცალფეხა კვლავ დაადაბლეს!... როიალი დაიძაბა.... ოჰო!... თავი ახადეს?!!!... მოუთმენლობისაგან სუნთქვა შეეკრა... ნეტავ, როგორია?... მის წინ გაიელვეს ნაზმა, გრძელმა თითებმა... ნოტები?!... ნოტებიც მოუტანია!... რა უნდა... როიალს წამები საათებად ეჩვენებოდა... ,,მე რომ მიყვარს, ხომ ის არის... ის არის?’’ როიალს მეტი არაფერი გაუგონია..... ....... ის გაფრინდა..... როცა დაქანცული და ოდნავ გაოგნებული ისევ დაუბრუნდა სწორკუთხა ოთახს, იგრძნო, რა სიფრთხილით დაახურეს თავი... მერე გრძელი თითების ნაზი შეხება... მეფერება?!... და მკერდისმიერი ხმა: ,,კარგი ინსტრუმენტია...’’ მზე ჩადიოდა. როიალი იდგა და ვერ გამორკვეულიყო... რატომ... თუ სად?!... და უსაშველოდ დაღლილი, ამასთან ავსებულუყო რაღაც ახალი, ულევი ვნებით... და, ნანობდა... ო, როგორ ნანობდა, რომ ჩიტივით ფრთები არ ჰქონდა... თორემ მოსწყდებოდა და შეერეოდა გაზაფხულის საღამოს, რომელიც ჩუმად შემოპარულიყო ღია ფანჯრებიდან... ქუდჩამოფხატული ცალფეხა კი, როიალის ფიქრით, ახლა ოდნავ გაოცებული, სასაცილოდ გაჯგიმულიყო მის წინ. 2 მარტი 1994 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მომეწონა. :)
პატივისცემით: ტენდი მომეწონა. :)
პატივისცემით: ტენდი
20. მომეწონა... მოულოდნელადაც ცოტა... ორიგინალურია საკმაოდ. იმ პატარაში,ძალით რომ სვამდნენ როილათან ჩემი თავი ამოვიცანი-შემრცხვა :D უმაღლესი შეფასება(არ ვიცი 5,თუ 10 :-)) მომეწონა... მოულოდნელადაც ცოტა... ორიგინალურია საკმაოდ. იმ პატარაში,ძალით რომ სვამდნენ როილათან ჩემი თავი ამოვიცანი-შემრცხვა :D უმაღლესი შეფასება(არ ვიცი 5,თუ 10 :-))
19. ნამდვილად კარგია მომწონს ჩანაფიქრიც და ხორცის შესხმაც.თან როიალზე ვგიჟდები :) +5 ნამდვილად კარგია მომწონს ჩანაფიქრიც და ხორცის შესხმაც.თან როიალზე ვგიჟდები :) +5
18. erti paaatara shesworeba, "gaaNtavisufles" magivrad "gaatavisufles". imedia, ar miwyen :) ise, mec maqvs am saxelwodebis proza :) erti paaatara shesworeba, "gaaNtavisufles" magivrad "gaatavisufles". imedia, ar miwyen :) ise, mec maqvs am saxelwodebis proza :)
17. კარგ ინსტრუმენტზე შესრულებული, კარგი ნაწარმოები. ბრავო, ავტორს! კარგ ინსტრუმენტზე შესრულებული, კარგი ნაწარმოები. ბრავო, ავტორს!
16. ხო.... და როგორ მიყვარს როიალი.დაჯდები და მართლაც დაფრინავ. ლამაზად, ძალიან ლამაზად წერთ. ხო.... და როგორ მიყვარს როიალი.დაჯდები და მართლაც დაფრინავ. ლამაზად, ძალიან ლამაზად წერთ.
15. ეს საკმაოდ ნიჭიერი პოეტური, მხატვრული გარდასახვაა. ნამდვილად მომეწონა.
ეს საკმაოდ ნიჭიერი პოეტური, მხატვრული გარდასახვაა. ნამდვილად მომეწონა.
14. ბატონო გურამ! მე ნეკერას აზრი მინდა გავაგრძელო, რა მნიშვნელობა აქვს "ქუჩი" იქნება, "ხმელი წიფელი" თუ " როიალი"? ეჰ, მათე, სამწუხაროდ აქ რედაქტორები აკომენტირებენ... ბატონო გურამ! მე ნეკერას აზრი მინდა გავაგრძელო, რა მნიშვნელობა აქვს "ქუჩი" იქნება, "ხმელი წიფელი" თუ " როიალი"? ეჰ, მათე, სამწუხაროდ აქ რედაქტორები აკომენტირებენ...
13. ...და თუ ამ მოთხრობაში ფრენის გარდა ვერაფერი ამოიკითხეთ, ბატონო რედაქტორო, მაშინ მე საკომენტაროც არაფერი მაქვს....პატივისცემით... ...და თუ ამ მოთხრობაში ფრენის გარდა ვერაფერი ამოიკითხეთ, ბატონო რედაქტორო, მაშინ მე საკომენტაროც არაფერი მაქვს....პატივისცემით...
12. ფრენა კი კარგია, ბატონო გურამ, მაგრამ საშვიდქულე რა აქვს ამ მოთხრობას?
4 ფრენა კი კარგია, ბატონო გურამ, მაგრამ საშვიდქულე რა აქვს ამ მოთხრობას?
4
11. 3. კარგია, როცა როიალს ფრენა შეუძლია. შვიდი ქულა. გურამ თოთიშვილი. 2009-02-07 21:17:40
მხოლოდ ამიტომ? არც ფესვებს შეუძლიათ ლაპარაკი და არც ქუჩს :) გააჩნია ავტორი რა მიზანს დაისახავს.
მე მომეწონა ეს უბრალო მოთხრობა. 3. კარგია, როცა როიალს ფრენა შეუძლია. შვიდი ქულა. გურამ თოთიშვილი. 2009-02-07 21:17:40
მხოლოდ ამიტომ? არც ფესვებს შეუძლიათ ლაპარაკი და არც ქუჩს :) გააჩნია ავტორი რა მიზანს დაისახავს.
მე მომეწონა ეს უბრალო მოთხრობა.
10. მართლაც რომ ლამაზია
მოგიკითხე მათევ:) მართლაც რომ ლამაზია
მოგიკითხე მათევ:)
9. დიდი მადლობა ყველას!.... ღიმილიც თქვენ!:):):):):) დიდი მადლობა ყველას!.... ღიმილიც თქვენ!:):):):):)
8. გაიხარე, მათე-ბიჭო! მართლა ძალიან მომეწონა, ძალიან-ძალიან! 5 გაიხარე, მათე-ბიჭო! მართლა ძალიან მომეწონა, ძალიან-ძალიან! 5
6. რა კარგად ჩაუდგი სული როიალს და გააცოცხლე...სხვა რაღაა შემოქმედება არ ვიცი...55555555 რა კარგად ჩაუდგი სული როიალს და გააცოცხლე...სხვა რაღაა შემოქმედება არ ვიცი...55555555
4. მათე ბიჭო!!! მშვენიერია!!! მათე ბიჭო!!! მშვენიერია!!!
3. კარგია, როცა როიალს ფრენა შეუძლია.
შვიდი ქულა. კარგია, როცა როიალს ფრენა შეუძლია.
შვიდი ქულა.
2. ულამაზესია :) 5 ულამაზესია :) 5
1. მათემ ახლაც გაგვახარა...:) მათემ ახლაც გაგვახარა...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|