ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2009


* * *

...მე დავბრუნდები სევდით და ცრემლით
და გაპატიებ,
ეჭვს,უნდობლობას,
შენ არ მიმიღებ და უარს მეტყვი,
გამოამჟღავნებ გულ-ულმობლობას,
მაგრამ გავა დრო მე ისევ მოვალ
ალვის ხეთა და ყვავილთა სწორი,
შენ მე მიმიღებ როგორც მიჯნური,
როგორც მიჯნურსა,გულთანასწორი...



*  *  *

წახვედი ჩემგან კოცნის ღიღილო,
მოხვედი ისევ ავაყვავილე,
ის დაკარგული ბედის ვარსკვლავი
სიმღერით ცაზე აგატანინე,
და სიყვარულის მთავარმართებელს
ღიღილო ცეცხლად დაგახატინე,
ის დაკარგული ბედის ვარსკვლავი
სიმღერით ცაზე აგატანინე.


*  *  *

...და მერე როცა აპრილი გახსნის,
გულს-რომლის სუნთქვის ვიღაცას სჯერა,
ვიცი,რომ მოხვალ გაზაფხულივით,
თმაში ჩამიწნავ გვირილებს მჯერა.

*  *  *
იქნებ_სიყვარულს დაატყდა ბინდი,
იქნებ-გრძნობების ჩაგვიტყდა ხიდი,
იქნებ-სიტყვასაც"მიყვარხარო"უფასოდ ყიდდი,
იქნებ ჩემთან იყავ და მაინც მცვლიდი.

* * *
ჭირთათმენას არ გამადლი,
მხოლოდ ვამბობ"სადამდის"
გულო ბედთან შერკინებას
გაუძელი,გამაგრდი.

ჭირთათმენას არ გამადლი,
მხოლოდ ვითვლი სამამდის,
რაღა ჩემთვის დაიშურე
სიყმაწვილე ლამაზი.
გულო ბედთან შერკინებას
გაუძელი,გამაგრდი,
ღმერთო იქნებ გადმომხედო
და აღარ ვთქვა"სადამდის"

* * *

- ბიჭოვ უშენოდ სიცოცხლეს,
უმზეოდ ყოფნა სჯობია,
ეგე მაგ ბაგეს გიქებენ
ამბორი კარგი გცოდნია.
შენ თუ ერთ ღიმილს მაჩუქებ
სიმღერას გეტყვი თრობიანს.
ბაგე გახსნილი ღიმილი
ზოგჯერ ამბორსაც სჯობია.


-ქალავ უშენოდ მოვკვდები
მზის ნათება ხარ გულისა
თვალს თვალზე ვეღარ ვაკარებ,
მე ნატრული ვარ რულისა.
ამბორის კოცონს დაგინთებ,
ღიმილს გაჩუქებ გულისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები