ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ.ე.ვ.ა.ნ.ი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2009


მოვკვდები მალე...

მაისის ბაღი, უცხო ფერებით
ტიტა, შროშანი, ვარდი ეკლებით,
შენი სამყარო კვლავ იდუმალი
შენ იცრემლები, შენი ცრემლები...

სუსტი ქარი და ფოთლების ცეკვა,
ტბაში დაცურავს წყვილი გედების,
ფირუზისფერი ბროლის თვალებით,
შენ იცრემლები, შენი იცრემლები…

ცას ალისფერი მზე უპოვნია,
ჰორიზონტზე ჩანს სხვისი გემები,
მაცდუნებელსა შენსა ტუჩებზე
შენ იცრემლები, შენ იცრემლები...

ცრემლი აკადრე ჩემს სასაფლაოს,
მე გეხვეწები და გევედრები,
როგორც სანთელი ტაძარში, ისე
შენ იცრემლები, შენი ცრემლები...

მიჰქრიხარ სადღაც მე ვერ გეწევი,
მინდა შეხება და ვერ გეხები,
დროს ვერ ვაჩერებ და არც ვეცდები
შენ იცრემლები, შენი ცრემლები...

სიმშვიდეს ვითხოვ, ვეღარ ვნებდები
სიკვდილი მინდა, მაინც ვერ ვცდები
წლები გადის და უფრო ვბერდები
შენ იცრემლები, შენ იცრემლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები