ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2009


ბოდიში!

ეს ქუჩა ტაძრამდე არ მიდის,

ბოდიში!

ეს ქუჩა ჩიხია!

სიცოცხლეს აქ ჩალის ფასი აქვს,

სიკვდილში,             

იხდიან!
 
სიჩუმე    -      ფსიხია,
                   
დუმილით        გარყვნილი.

დრო    -  მხოლოდ მანძილი 
                       
აპოკალიფსამდე.

ვერაფერს ინატრებ...

ცოტაა სინათლე...

არვის ჭირდება
                           
ძონძია სიმართლე.

აქ სული აზრებათ

უაზრო ლოდინში.

ეს ქუჩა ტაძრამდე არ მიდის

ბოდიში!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები