ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2009


იქნებ ისევ გიყვარვარ?

იქნებ გიყვარვარ?
ოხ ეს იმედი..
ცრუ და უაზრო რწმენების ბუდე.
გადავეშვები ოცნების ზღვაში,
არვიცი ზღვარი..
არვიცი ზღუდე..
იქნებ გიყვარვარ?
ჩემს სურათს უცქერ,
წარბშეკვრით რომ დგას ხევსურის ქალა..
ახლა აღარვის აღარ აჩვენებ:
ეს ჩემი მზეა..
ჩემი მზექალა..
იქნებ გიყვარვარ?
ნანობ რაც მოხდა..
გინდა მოხვიდე, გულში ჩამიკრა..
იცი? დარდებმა გამაფერმკრთალეს..
ამ შავ თვალებშიც ცეცხლი ჩამიქრა..
იქნებ გიყვარვარ?
ვერ დამივიწყე..
ერთი კი ვიცი..კვლავ გენატრები..
მაგრამ არასდროს გაახმაურო
შენი ფიქრი და მკრთალი ნატვრები..
იქნებ გიყვარვარ?
მაგრამ არ ამხელ..
რადგამ შენს სიტყვას აღარ გადახვალ..
მაგრამ შენითვე შექმნილ სიყვარულს
შენსავე ხელით მშვიდად დამარხავ..
იქნებ გიყვარვარ?
ვახმე რას ვფიქრობ?
ვეღარ გაგითბე გული დამთვრალი..
მზე მიიწურა
ზაფხული მოკვდა
და ნაადრევად დადგა ზამთარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები