ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2009


მომენატრები

მომენატრები
და ჩვენს ლექსებს სევდით შევმოსავ..
ტკბილ მოგონებებს მოვაყოლებ
ღიმილს დარდიანს..
მივეგებები
სუსხიანი ზამთრის შემოსვლას,
და გავაცილებ ვნების ზაფხულს,
გრძნობით დამღიანს..
მომენატრები..
თვალ_გიშერსაც ზღვაში ჩავძირავ,
წამწამ_ნიჩბებსაც შემოვუსმევ
გრძნობების ტალღას..
შევეხიზნები ნანატრ წარსულს
ლანდად, აჩრდილად..
მასთან დავრჩები,
შევეჩვევი,
არ ვიგრძნობ დაღლას..
მომენატრები
ეხ უგულოვ მომენატრები,
მაგრამ ზღაპრის წიგნს
რახანია გაუჩნდა ჩრჩილი..
აღარაფერი შემორჩება,
არც მონატრება,
ხავერდგადაკრულ სინამდვილეს
მოადგა ჩრდილი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები