ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პროზა
15 თებერვალი, 2009


გემი

"მე ვარ აქ დაწერილის აჩრდილი მხოლოდ...
ოდესმე ყველაფერი იწყება და შემდეგ მთავრდება ისე უცებ, ისე სწრაფად,
რომ ვერც კი ვასწრებთ იმის გაფიქრებას, თუ რაოდენ სენტიმანტალურია
ჩვენი ფიქრები დაკარგულის სინანულთან მიმართებით..
ჩემი სიცოცხლე ძალიან მოკლეა იმისათვის,რომ გავაკეთო უბრალოდ ლამაზი საქმე..
რომ მიყვარდეს ყველა, რომ ვგრძნობდე
შეხებით, შეხედვით, ფიქრებით...

დიახ, დამთავრდა ყველაფერი და ამიერიდან მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ..
არსება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩახედა სიკვდილს თვალებში.. არავინ იცის
მალე მოვა თუ არა ის, დიდხანს დარჩება თუ მალე წავა ჩემგან, მაგრამ გპირდებით,
ვეცდები კარგი მასპინძლობა გავუწიო, რადგან არასდროს მოუნდეს თქვენკენ გამოხედვა...
ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მე მაინც თქვენთან ვარ...
ერთი თხოვნა მაქვს - გამიხსენეთ ისეთი, როგორიც ვიყავი სინამდვილეში
თქვენთან "მუშაობის" თუ მეგობრობის დროს...

ყველაფერი დამთავრდა.. მე აღარ ვიბრძვი... უკვე დავიღალე...

მაპატიეთ და მიყვარხართ...

გვანტსულა"


სხვა ვერასდროს მიხვდება იმას, თუ რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ, ვხედავთ, ვსუნთქავთ, განვიცდით.... სხვა ვერასდროს ჩასწვრება ჩვენს იდუმალ, სევდიან, გამქრალ აზრებს, როდესაც ვფიქრობთ მხოლოდ წარსულზე, ვცხოვრობთ მხოლოდ წარსულით, ვმეგობრობთ მხოლოდ წარსულთან...
ერთხელაც ყველაფერი მთავრდება და ჩვენი ცხოვრება გადაიქცევა ერთ დიდ გემად, რომელიც უკიდეგანო ოკეანეში გადის, სტურეებს მიუყვება და სირინოზთა ტკბილი ხმით დატყვევებული ნაფოტებად იშლება... მიუხედავად ხის სიმსუბუქისა, ჩვენი წარსულის გემი იძირება და მისგან არაფერი რჩება მოგონების გარდა...
დრო გადის...
გვაიძულებენ ვიცხოვროთ ტაბუდადებულ ჩარჩოებში, აღარ ვეკუთვნოდეთ საკუთარ თავს, ვიჩრდილებოდეთ, ვიძირებოდეთ, ვქრებოდეთ... მერე აღარ დარჩება ჩვენი ნაკვალევი, გასული დროის საფლავზე კი ბალახს არავინ გაწმენდს, არ მიიტანენ ლურჯთვალა იებს, არ დააიმედებენ სახლში დაბრუნებით...
ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული.. თუმცა დასასრული როდი ნიშნავს მუდამ სიახლის მოლოდინს.. თქვენ გჯერათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის? სულის ბობოქრობის? მისი სიკვდილის? არა? აი მე კი მჯერა! მჯერა, რომ როგორიც უნდა ვიყოთ ჩვენ წარსულში, დაკარგულ აწყმოსა თუ უიმედო მომავალში, ადამიანის გული მუდამ იფეთქებს ისე, როგორც ეს ხდება გამჭვირვალე სულის გაგრძელებულ სიცოცხლეში, დაკარგულს ამოთხეში, სიმწვანის ძირებში, კოკაინის მკლავებში...
შემომხედეთ და დამიმახსოვრეთ ისეთი, როგორიც ვიყავი მანამ, სანამ მოკლავდნენ სულს.. სანამ დაუშლიდნენ ფრენას ფრთებს, სანამ ჩააქრობდნენ თვალებში შუქს... დამიმახსოვრეთ სეთი, როგორიც შეგიყვარდით (ან იქნებ არც?!) ბავშვური ღიმილით, მიამიტური ნდობით, მარტოსული გამოხედვით...
გაივლის დრო... ვინატრებ ბორცვზე დაბრუნებას, საჟის ხელის შეხებას, ამაყ მზერას... მიწაზე ბალახს არავინ ერჩის, მიწაზე იებს არავინ დარგავს, მიწას ცრემლით არავინ დანამავს...
ნუთუ, ეს არის ის მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ მუდამ ვიბრძოდით? წარსულში ვშრომობდით, აწმყოში ვფიქრობდით და მომავალში ველოდით...
ნუთუ, ეს არის ის ცხოვრება, რომლის კედლებს მიღმა თავისუფლას ჰქრის ტყის მწვანე სიო? დავიჯერო, რომ ვეღარასდროს ვიფრენ?...
ეს მხოლოდ დროის კარგვაა...
ნუ ტირი...
ჩაძირულ ნაფოტებს ხავსი მოედება
ნაპირზე გაირიყება
და
ვიღაც ბავშვი
გამოთლის მისგან
ახალ წარსულს...
ახალ მომავალს
და
ახალ აწმყოს....

15.02.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები