 | ავტორი: გუჯარი ჟანრი: პოეზია 14 მარტი, 2009 |
მომეგება ყვარელი, თბილი და საყვარელი. მგოსნის ენით ბუნება, მართობს, მეჩურჩულება... მეუფლება მთლიანად, თან მიქარვებს იარას.… მეც ამ მთების შვილი ვარ, უცხო მგზავრი კი არა. ამიტომაც ყვარელმა, თბილმა და საყვარელმა, უცებ გამითავისა, როგორც მთვარემ ღამის ცა… ზვრებს ღიღინით ჩავუვლი, რა უსაზღვრო ზვრებია… ოქრო ქინძმარაული, როგორ მომნატრებია. ღვინომ ლაზათიანმა, ყელში ჩაიყარყაროს… აზარფეშის ტრიალმა, დამავიწყოს სამყარო… შორით ყვარლის მთები და კუდიგორას გზებია… ნაცრისფერი ნისლები, მთებზე იძენძებიან… რა საამო დარი დგას, რა სამოთხის ხმებია… თუმც ხანდახან დურუჯიც, მოქნეული ხმლებია… ისე აიქაფება, ისე გადიდგულდება… მაგრამ ნადურუჯალსაც აქვს ნაქები ბუნება… ეფერება საფერავს, მადლიანი შლამითა… წამლობს, ეალერსება, დღისითაც და ღამითაც… ზვრებს ღიღინით ჩავუვლი, თვალწარმტაცი ზვრებია… ოქრო ქინძმარაული, ვის არ მონატრებია. მუდამ ბარაქიანი, ლაღი, ალერსიანი, თბილი და საყვარელი, მომეგება ყვარელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. საყვარელი ლექსია, რითმაც მძივივით არის ჩაწყობილი და სულ ღიღინ-ღიღინით იკითხება....:) საყვარელი ლექსია, რითმაც მძივივით არის ჩაწყობილი და სულ ღიღინ-ღიღინით იკითხება....:)
24. გაიხარე, ჩემო მიხეილ! შენი რომანი ძალიან საინტერესოა და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას... გაიხარე, ჩემო მიხეილ! შენი რომანი ძალიან საინტერესოა და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას...
23. მუსიკალური ტექსტი ნამდვილად არის და, საერთოდაც, კარგადაა ყველაფერი აქ მოწესრიგებული. კახეთს დიდი მადლი აქვს და ეს ამ ლექსიდანაც ჩანს... ცხადია, ავტორის ნიჭიერებისა გამო. გაიხარე, გუჯარო! მუსიკალური ტექსტი ნამდვილად არის და, საერთოდაც, კარგადაა ყველაფერი აქ მოწესრიგებული. კახეთს დიდი მადლი აქვს და ეს ამ ლექსიდანაც ჩანს... ცხადია, ავტორის ნიჭიერებისა გამო. გაიხარე, გუჯარო!
22. ძალიან სასიამოვნოა...იმის ჩაწერა იქნება საინტერესო, თუ როგორ კითხულობს თავად ამ ლექსს...მაგარი იქნება...:) ძალიან სასიამოვნოა...იმის ჩაწერა იქნება საინტერესო, თუ როგორ კითხულობს თავად ამ ლექსს...მაგარი იქნება...:)
21. ყვარელიდანაა დოდო, ყვარელში გაიხსნა დოდო ჭიჭინაძის სახელობის თეატრი, ერთი კენჭი (უფრო ლოდი) მეც ჩავაგდე ამ თეატრის შექმნაში. მოგიკითხავთ დოდოს. თუ გინდათ ჩანაწერად მოგიტანთ მის რეაქციას ამ ლექსზე:)
ყვარელიდანაა დოდო, ყვარელში გაიხსნა დოდო ჭიჭინაძის სახელობის თეატრი, ერთი კენჭი (უფრო ლოდი) მეც ჩავაგდე ამ თეატრის შექმნაში. მოგიკითხავთ დოდოს. თუ გინდათ ჩანაწერად მოგიტანთ მის რეაქციას ამ ლექსზე:)
20. მინდოდა მეთქვა ყველას-ტვინი:) გუჯარო სიმღერას თუ მოაბეს თავი არ გამომაპარო. მე არ ვისმენ ქართულ სიმღერებს (ყველას) ეს აშკარად კარგი იქნება, შემადგენლობაც ისეთი ხართ რო...
მინდოდა მეთქვა ყველას-ტვინი:) გუჯარო სიმღერას თუ მოაბეს თავი არ გამომაპარო. მე არ ვისმენ ქართულ სიმღერებს (ყველას) ეს აშკარად კარგი იქნება, შემადგენლობაც ისეთი ხართ რო...
19. :)) მოკლედ, პატარა ბარტყი, გამაცინე...ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს ჩემგან უდიდესი კრძალვა და მოკითხვა...ძალიან მიყვარს ეს ადამიანი...არ ვიცოდი, ყვარელიდან (ხომ არ იკუმშება?) თუ იყო...:) :)) მოკლედ, პატარა ბარტყი, გამაცინე...ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს ჩემგან უდიდესი კრძალვა და მოკითხვა...ძალიან მიყვარს ეს ადამიანი...არ ვიცოდი, ყვარელიდან (ხომ არ იკუმშება?) თუ იყო...:)
18. ოდას რა უნდა ყვარელშიო მოგივარდებიან:)) ენას ძვალი კი არა აქვს:) (ყველას-ყვინი) :) ერთხელაც წავიკითხე.
ოდას რა უნდა ყვარელშიო მოგივარდებიან:)) ენას ძვალი კი არა აქვს:) (ყველას-ყვინი) :) ერთხელაც წავიკითხე.
17. დოდო ჭიჭინაძეს წავუკითხავ ამ დღეებში ამას, ძალიან ესიამოვნება. ლამაზია,როგორც ყოველთვის, დღეს ჩვენ სოფელმა შემოგვიტია:) დოდო ჭიჭინაძეს წავუკითხავ ამ დღეებში ამას, ძალიან ესიამოვნება. ლამაზია,როგორც ყოველთვის, დღეს ჩვენ სოფელმა შემოგვიტია:)
15. დაძენძილი შოკი...:)) დაძენძილი შოკი...:))
14. ნოდარ ნიკოლაიშვილი მუშაობდა სიმღერაზე...მერაბ სეფაშვილს უნდა ემღერა...ასე იყო გადაწყვეტილი, მაგრამ მიზეზთა გამო ჯერ-ჯერობით ვერ განხორციელდა...ნეკერამ იგრძნო ეს ამბავი...:) ნოდარ ნიკოლაიშვილი მუშაობდა სიმღერაზე...მერაბ სეფაშვილს უნდა ემღერა...ასე იყო გადაწყვეტილი, მაგრამ მიზეზთა გამო ჯერ-ჯერობით ვერ განხორციელდა...ნეკერამ იგრძნო ეს ამბავი...:)
13. თბილი და საყვარელი, მომეგება ყვარელი. კარგიაა:) თბილი და საყვარელი, მომეგება ყვარელი. კარგიაა:)
11. ნაცრისფერი ნისლები, მთებზე იძენძებიან…
დავიძენძე რა...:) მაგარია. ნაცრისფერი ნისლები, მთებზე იძენძებიან…
დავიძენძე რა...:) მაგარია.
10. ნაცრისფერი ნისლები, მთებზე იძენძებიან…
5 ნაცრისფერი ნისლები, მთებზე იძენძებიან…
5
9. ძალიან მელოდიურია. კარგ სიმღერად იქცეოდა :) ძალიან მელოდიურია. კარგ სიმღერად იქცეოდა :)
8. სასიამოვნო ლექსია... სასიამოვნო ლექსია...
7. როგორ ჰყვავის ჩემი სულის ბაღები, ხალხი მომდის რჩეული და ნაღები...და ჩემს ბაღში ყველა თავს რო მოიყრის, გენაცვალეთ, უფრო გავილაღებიიიიი:)) როგორ ჰყვავის ჩემი სულის ბაღები, ხალხი მომდის რჩეული და ნაღები...და ჩემს ბაღში ყველა თავს რო მოიყრის, გენაცვალეთ, უფრო გავილაღებიიიიი:))
6. :) ნაღები საზოგადოება შეკრებილა :)) :) ნაღები საზოგადოება შეკრებილა :))
5. ღვინომ ლაზათიანმა, ყელში ჩაიყარყაროს… აზარფეშის ტრიალმა, დამავიწყოს სამყარო…
ულამაზესი ლექსია! გაიხარე, გუჯარო! 5 ღვინომ ლაზათიანმა, ყელში ჩაიყარყაროს… აზარფეშის ტრიალმა, დამავიწყოს სამყარო…
ულამაზესი ლექსია! გაიხარე, გუჯარო! 5
4. ...''თბილი და საყვარელი, მომეგება ყვარელი.''
მშვენიერი, ლაღი და მელოდიური... ...``თბილი და საყვარელი, მომეგება ყვარელი.``
მშვენიერი, ლაღი და მელოდიური...
3. ზვრებს ღიღინით ჩავუვლი, რა უსაზღვრო ზვრებია… ოქრო ქინძმარაული, როგორ მომნატრებია. 5555555555555555555555555555 ზვრებს ღიღინით ჩავუვლი, რა უსაზღვრო ზვრებია… ოქრო ქინძმარაული, როგორ მომნატრებია. 5555555555555555555555555555
2. ზვრებს ღიღინით ჩავუვლი, რა უსაზღვრო ზვრებია… ოქრო ქინძმარაული, როგორ მომნატრებია. ღვინომ ლაზათიანმა, ყელში ჩაიყარყაროს… აზარფეშის ტრიალმა, დამავიწყოს სამყარო… !5! ქართველი პოეტი!
ზვრებს ღიღინით ჩავუვლი, რა უსაზღვრო ზვრებია… ოქრო ქინძმარაული, როგორ მომნატრებია. ღვინომ ლაზათიანმა, ყელში ჩაიყარყაროს… აზარფეშის ტრიალმა, დამავიწყოს სამყარო… !5! ქართველი პოეტი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|