1918 წლის მაისში როგორ დაუდგა საქართველო მოკავშირედ დასამარცხებლად განწირულ გერმანიას, ხოლო სომხეთი - გამარჯვებულ ინგლისს
საქართველო 1918 წლის მაისის თვეში მოკავშირედ „დაუდგა“ გერმანიას (მაშინ როცა გერმანიის დამარცხება გარდაუვალი იყო, და ეს ნათელი იყო ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის), რომელიც ოსმალეთის მოკავშირე იყო, და რომელთაც, ორივეს ერთად, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ხელშეკრულებით რუსეთისთვის, და ფაქტიურად, ქართველი ხალხისთვის, უკვე „წაგლეჯილი“ ჰქონდათ ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3, ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, და ოსმალეთს კვლავ ჰქონდა ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსადმი, პრეტენზია ჰქონდა დაეპყრო მთელი საქართველო, მთელი სამხრეთი კავკასია, მთელი კავკასია.
ანუ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელშიც მეგრელებს წამყვანი თანამდებობები ეკავათ, მოკავშირედ დაუდგა თავისი მტრის (ოსმალეთის) მეგობარს (გერმანიას).
ამ „ვისში სორტი“ აფერისტული „კომბინაციის“ გაგება, მით უმეტესს, ახსნა, სცილდება ნორმალური ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს.
საქართველოს მოკავშირე გერმანია 1918 წლის ნოემბრის თვეში პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. ეს ერთი კატასტროფა იყო. და მეორე, დავუშვათ და გერმანიას გაემარჯვა. კი მაგრამ, მერე და რა? რა, თუნდაც გამარჯვებული გერმანია, დიდ და ძლიერ ოსმალეთს, თავის მოკავშირეს, პატარა და სუსტი საქართველოს „ხათრით“ომს დაუწყებდა? არა.
რა სასწაული „ვისში სორტი“ აფერისტული „კომბინაცია“ შეიძლებოდა ჰქონოდათ ჩაფიქრებული 1918 წლის მაისის თვეში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას, რომელშიც მეგრელებს წამყვანი თანამდებობები ეკავათ? ამის მიხვედრა სცილდება ნორმალური ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს.
საქართველოსგან განსხვავებით, ამავე პერიოდში, სომხეთი, „ხეირის მიღების“ მიზნით, მოკავშირედ „დაუდგა“ დიდ ბრიტანეთს, დიდ ბრიტანეთს, რომელიც ოსმალეთს ეომებოდა, იმ ოსმალეთს, რომელსაც ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა სომხეთის მიმართ. ელემენტარულია, სომხეთი მოკავშირედ დაუდგა თავისი მტერის (ოსმალეთის) მტერს (დიდ ბრიტანეთს). სომხეთმა დიდ ბრიტანეთთან მოკავშირეობით „ხეირი“ მიიღო კიდეც, მათ შორის, სხვა ხეირებთან ერთად, ის ხეირიც, რომ დიდი ბრიტანეთის დახმარებით საქართველოს ტერიტორიები წაგლიჯა, კერძოდ, ლორე.
ცნობისთვის, 1918 წლის ნოემბრის თვეში გერმანიის და ოსმალეთის დამარცხების შემდეგ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ეუბნებოდა კიდეც საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო დამარცხებულთა ბანაკის წევრი არის, გერმანიის მოკავშირეო, აქედან გამომდინარე ყველა შედეგითო. ლორეს დაკარგვა ამის ერთ-ერთი მაგალითია.
კახაბერ როდინაძე ადვოკატი ბათუმი, აჭარა 10.11.2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|