ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2009


მე სოფელში თივის ზვინთან ვიტირებ ( (მ) ა რ ი ს თხოვნით)

შემაბი და თივის ზვინში შემიტყუე,
მამლის ყივილს გავატანე ბავშვობა.
სავსე მთვარეს დავანახეთ საიდუმლო,
აღარ იყო ეს ბავშვური ანცობა.

ალიონი ფრთხილად გაგვეშალა თავზე.
დაგვათენდა... ვერ გაგვიგეს წუთებმა...
გაგიკვირდა,რომ პირველი შენ იყავი,
დაიბენი,გამეცალე უთქმელად.

არეულმა ჩაიარე ვიწრო შარა,
თავმომწონედ ყვავილობდა ატამი,
არ გეძინა-ცხადი იყო,გარწმუნებდა
აშლილ თმაში შერჩენილი ბალახი.

მე მიყვარხარ, მაგრამ ამას რა აზრი აქვს,
გავჩუმდები და რაც გინდა იფიქრე.
შენ,ქალაქის დიდ ქუჩებში ისეირნე.
მე სოფელში თივის ზვინთან ვიტირებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები