ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 მაისი, 2021


ზვიადისტობის დამდგენი ტესტი №1

ზვიადისტობის დამდგენი ტესტი №1


ზვიადიზმი როგორც იდეოლოგია ღრმა იდეოლოგიურ კრიზისშია.

დღეის მდგომარეობით ზვიადიზს უამრავი ისეთი ადამიანი „მიეტმასმა“, რომლებიც სინამდვილეში ზვიადისტები არ არიან. 

აუცილებელია ზვიადიზმის პირველყოფილი, ზვიად გამსახურდისეული, ჭეშმარიტების დაცვა მისი ჭეშმარიტი მოძღვრების გამყაბებელი თვითმარქვია მატყუარებისგან.

წინამდებარე ტესტის მიზანია „ყალბი“ თვითმარქვია მატყუარა ვითომ-ზვიადისტების გამოვლენა, შესაბამისად, მისი ჭეშმარიტი მოძღვრების მიმდევრების რიგების სიწმინდის დაცვა შიგ შეღწეული მატყუარებისგან.

ტესტი ძალიან მარტივია.

მოგვყავს თვითონ ზვიად გამსახურდიას მიერ ნათქვამი (დაწერილი) სიტყვები.

ვსვამთ კითხვას, ეთანხმებით თუ არა ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტ სიტყვებს.

ვინც ეთანხმება ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტ სიტყვებს, - ის ჭეშმარიტი ზვიადისტია.

ვინც არ ეთანხმება ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტ სიტყვებს, - ის ან „ყალბი“ თვითმარქვია მატყუარა ვითომ-ზვიადისტია, ან საერთოდ არ არის ზვიადისტი.

იხილეთ ქვემოთ ზვიადისტობის დამდგენი ტესტი.


ზვიადისტობის დამდგენი ტესტი №1

1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მე-7  აბზაცის, ზვიად გამსახურდიას ხელმოწერით, თანახმად:

„საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად“.




ტესტის კითხვა:

ეთანხმებით თუ არა ზვიად გამსახურდიას ზემოთ აღნიშნულ ჭეშმარიტ სიტყვებს?




ტესტის სავარაუდო პასუხები:

1) დიახ.

2) არა.

თუ ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტ სიტყვებს ეთანხმებით,  მაშინ  ჭეშმარიტი ზვიადისტი ხართ.

თუ ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტ სიტყვებს არ ეთანხმებით, მაშინ ან  „ყალბი“ თვითმარქვია მატყუარა ვითომ-ზვიადისტი ხართ, ან საერთოდ არ ხართ ზვიადისტი.


*შენიშვნა:
ზვიად გამსახურდიასგან განსხვავებით, ამ სტრიქონების ავტორი არ ეთანხმება საერთაშორისო სამართლის პრიმატს საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირ მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპს, ანუ ამ სტრიქონების ავტორი არ არის ზვიადისტი.


კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)

26.05.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები