ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2009


უსამართლობა

უსამართლოა ყოველივე ამ ქვეყანაზე,
ყოველი ჩვილი იბადება უკვე მდიდარი,
სისულელეა ჩვენი ფიქრი, ჩვენი აზრები,
როცა შენს სხეულს განაგებენ დაკვეთით, ქრთამით.

უსამართლობა გაიმარჯვებს ყოველთვის ყველგან,
ხალხი დახუჭავს სიმართლეზე სისხლიან თვალებს,
უსამართლობა იზეიმებს ყოველთვის ჩვენთან
რადგან მოკვდავნი არა ვფიქრობთ სხვის მომავალზე.

რადგან ასეა, რადგან ყველა ელის აღსასრულს,
დე, მე დავმარცხდე და დავდუმდე ვითარცა ზერო,
მაგრამ მთავარი ხალხნო, არის გულის სიღრმეში
ფიქრი, სუნთქვა და სიჩუმე ჩვენი სიმართლის.

უსამართლოა ქვეყანაზე სულ, სულ ყველა,
სკამებზე ცვლიან მეგობრობას, დედის ალერსსაც,
უსმართლოა მათი ლტოლვა, ყოფა-ცხოვრება,
როცა იქცევა ნიაღვარად ზევიდან ზეცა..

მე თქვენ ამ სიტყვით ვერ გაგიხელთ სისხლიან თვალებს,
ვერ გაიძულებთ რომ იაროთ სწორი ბილიკით,
მე დღეს მინდოდა გამომეთქვა სულის ტანჯვა, გულისტკივილი,
ბოლოს მოკლული იმედიან მწვანე თვალებით...

გაზაფხულის პირველი დღე
2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები