ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2009


აღდგომა

მოდის აპრილი, კალათაში ენდრო უწყვია.
წითელ ფერებად შეიღებნენ თეთრი კვერცხები.
თავშალი მჭიდროდ შემოიკრა თავზე ბებიამ
და სასაფლაოს გზას შეუყვა,სოფლის მერცხლებით.

ხელი შეავლო შავ მიწას და თითქოს საბანი
დააფარაო,სურათს, ისე თბილად შეხედა.
ისხდენ მერცხლები ახლო-მახლო, მოწმეებივით
და ადარდებდათ დედა-შვილის ასე შეხვედრა.

ბინდი ჩამოწვა.საფლავები  მასპინძლებივით,
სასურველ სტუმრებს ელეოდნენ,გულში იკრავდნენ
და ქირქილებდა მობარბაცე,მთვრალი აპრილი-
ყველანი ერთად შევყარეო,ციდან-მიწამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები