. (ზვიად გამსახურდიას) ადევნებენ ქიმერები მახვილს, კვლავაც, ახოებში დაფეთებულ ირმის ხავილს, იქ, ილორის სალოცავთან, გულსაკლავად, თეთრი ხარი ბღავის. მთას უპეში ცხელი ღრუბლის ღვარი უდუღს, შემაფეთებს გრიგალს, ასე, ფაფარაყრილს, აქ, საწუთრო ძუძუმტეს და მოხუც მორდუს ნეკნში უყრის მახვილს. ის "შავლეგო" მენატრება , რახანია, საუფროსო საკარცხულში მჯდარი დადრა, ჩამოღამდა, ჭილ-ყვავების სამხარია, უკვე, გაავდარდა/ ძილ-ბურანში გელოდება, რა ხანია, ხვამლი, ძვლებში გადახსნილი შხარა, მარულაზე მოაგელვე , მახარია, თეთრი ცხენით, ჩქარა! ჩქარა! იქნებ,მოგვევლინო საოცრებად, თორემ, უკვე,საქართველო ქრება !!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ოთარ რურუა. 2022-04-03 15:14:47
მადლობა,ოთარ. შენგან არ მიკვირს. ოთარ რურუა. 2022-04-03 15:14:47
მადლობა,ოთარ. შენგან არ მიკვირს.
3. ის "შავლეგო" მენატრება , რახანია, ის "შავლეგო" მენატრება , რახანია,
2. ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე. ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე.
1. ჩქარა! იქნებ,მოგვევლინო საოცრებად, თორემ, უკვე,საქართველო ქრება !!! --ნეტა მოხდეს სასწაული,მართლაც.
ჩქარა! იქნებ,მოგვევლინო საოცრებად, თორემ, უკვე,საქართველო ქრება !!! --ნეტა მოხდეს სასწაული,მართლაც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|