 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 5 მარტი, 2009 |
გველური ღიმი
,,...როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა...’’ 2.კორ.11.3.
მთვარემ ვერცხლისფერ სავანეში მიხუჭა თვალი და მზემ გაუთბო სამოთხის ბაღს ოქროსფრად დილა... ევამ რა თვალი გაახილა, რაღაც ნაცრიფრად მოეჩვენა ხის გრძელი ჩრდილი... ფოთლები რაღას ჩურჩულებენ, ნეტავ, სიოსთან?!... ადამიც ადრე წამომდგარა და გზას გაუდგა: რათა იხილოს ფუტკრის დედა, ახლადჩენილი, და მიუჩინოს მის ნორჩ ნაყარს თავისი ბინა... გზა კი შორი აქვს, ბაღის ბოლოს, სამხრეთ მხარეში,... და ამიტომაც გათენებას არც დაელოდა.
*** ევა კარგა ხანს ეხალისა ანკარა წყაროს, მისი რაკრაკით გული იჯერა... და დილის დარდი, უცნაურად წაგრძელებულ ხის ჩრდილთა გამო, სულ დაივიწყა... უცებ, ყვავილთა ჟრიამული, ფრინველთ გალობა, თვით წყლის რაკრაკიც ერთ წამს შეგუბდა... გაილურსა... თითქოს ცაც, მიწაც და ჰაერიც, რაღაც უცნობის მოლოდინით, გადასხვაფერდა... ევამ თვალები მოიფშვნიტა, სმენა დაძაბა... მაგრამ... ვერა, ვერაფერს მიხვდა... მერე კი... მერე... ერთი წამიც და... მზე კვლავ გაბრწყინდა, ჰაერი ისევ გაიჟღინთა ყვავილთა ფშვინვით, წყაროც აჩქამდა და ფუტკრებმაც გააბეს ზუმი... ევა მობრუნდა... და... რა იხილა?!... მის წინ მინდორზე ტანხატულა ცეკვავდა გველი... გველი ცეკვავდა... მზის სხივებზე ელვარებდნენ მისი ზოლები, ათასფერად დაღვარჭნილები... ცეკვავდა გველი... და მის უცნაურ, უჩქამო ცეკვას თვალს ვერ მოსწყვეტდი... გველი ცეკვავდა... მაგრამ ყველაზე საოცარი, ეს იყო მზერა! მის თვალთა ელვას გაურბის ყველა... ცეკვავდა გველი... გველი ცეკვავდა... ...მაგრამ... ევა?!... და მის ზეცისფერ თვალთა სივრცეში ჩაიძირა ტანხატულას ცეცხლური მზერა... უცებ, გველმა შეწყვიტა ცეკვა. მინდვრის ყვავილებს ჟრუანტელმა გადაუარათ და მადლობით ახედეს ზეცას... ,,შენა ხარ ევა?’’ ,,შენ კი, ალბათ, ჩვენი ბაღის ის ტანხატულა ბინადარი ხარ, არასოდეს რომ არ დადის ჩვენთან?...’’ ,,თქვენი ბაღის?!... მაშ, თუ თქვენია, ნეტავ, რად არ გაქვთ არცერთი ხილის მოწყვეტის ნება?...’’ იკითხა გველმა... და მისი ტანის გრაგნილებმა ნაცრისფერ ჩრდილში ჩაძირეს ყველა. ,,ეს ხომ მინახავს?!...’’ და უცებ, ევას დილის ჩრდილები გაახსენდა... ,,ნუთუ ამაზე ჩურჩულებდა სიო ფოთლებთან?!... წინასწარ ვგრძნობდი, მოველოდი მე ამ შეხვედრას?!...’’ ...ოდნავ შეჟრჟოლდა... მაგრამ არ შედრკა... და ზეცისფერი დიდი თვალები ისევ თამამად გაუსწორა გველის ცივ მზერას... და განუმარტა: ,,უფალმა ღმერთმა და მამამ ჩვენმა ბაღის ყველა ხე ადამს უბოძა, და.. მოვლა სთხოვა... თან გააფრთხილა!... მხოლოდ იმ ერთ ხეს, ბაღის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს რომ ხარობს, არ გაეკაროთ!... რადგან ნაყოფი იმ ხისა... ... კ ლ ა ვ ს ო ...’’… ამის თქმა იყო... და... ტანხატულამ გაიღიმა! ევამ კი გველის გაღიმებას, რა ჰკიდა თვალი, გაოცდა!... რადგან გველის ღიმილი სამოთხის ბაღში ამბავი იყო ჯერ არსმენილი... ...იცინის გველი... ,,ტანხატულამ გაიცინაო...’’ ბალახმა ყვავილს, ყვავილმა კი ფუტკარს აცნობა... მან კი ბზუილით მთელ ბაღს მოსდო, რომ თურმე ჭრელმა უკარებამაც იცის სიცილი. ,,დიახ, ასეა’’, აჩურჩულდნენ მუხის ფოთლებიც... სიოც ლაღობდა და მთელ სამოთხეს ახარებდა, რომ გველის სისინს მათ ევაზე ბოლო მოეღო ევასვე ხიბლით... და შეიცვალა გველური ღიმით...! ...ო, სამოთხის გულუბრყვილობავ!... რომ გახარებს ყველა ღიმილი... გველურიც კი!... რადგან არ იცი... და ტანხატულა ღიმილით იტყვის: ,,არ მოაქვს იმ ხის ნაყოფს სიკვდილი!’’ ,,არა?!... მაშ, მამა...?! ,,მამა ამ ხეს მიტომ გარიდებთ, რომ მისი მსგავსნი არ შეიქმნეთ, როცა მის ნაყოფს შეიცნობთ... და არ გახდეთ მცნობნი კეთილი და ბოროტი სიბრძნის...’’ ,,კი, მაგრამ რატომ?’’... ,,რატომ?... ეს მხოლოდ მამამ უწყის... რატომ? ... ან რისთვის?...’’ თქვა ტანხატულამ გველური ღიმით და ტანის რხევით დატოვა ველი. 2004წ. 27 თებერვალი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. უფრო და უფრო მომწონს+2 უფრო და უფრო მომწონს+2
15. ...ო, სამოთხის გულუბრყვილობავ!... რომ გახარებს ყველა ღიმილი... გველურიც კი!... რადგან არ იცი...
...ო, სამოთხის გულუბრყვილობავ!... რომ გახარებს ყველა ღიმილი... გველურიც კი!... რადგან არ იცი...
14. მე მგონი პოემა უფროა, შესანიშნავი ვერლიბრია, მიკვირს რომ დებორამ ვერ შენიშნა! მე მგონი პოემა უფროა, შესანიშნავი ვერლიბრია, მიკვირს რომ დებორამ ვერ შენიშნა!
12. ასე გააგრძელე...ჟანრი თავად იპოვის სახელს საზოგადოებაში!!! არ შემიძლია არ დავეთანხმო მიშას, რომ ეს სტილი შეიძლება ყველაზე უფრო მეტადაც კი მიესადაგებოდეს ბიბლიურ სამყაროს.
ყოჩაღ!!! ასე გააგრძელე...ჟანრი თავად იპოვის სახელს საზოგადოებაში!!! არ შემიძლია არ დავეთანხმო მიშას, რომ ეს სტილი შეიძლება ყველაზე უფრო მეტადაც კი მიესადაგებოდეს ბიბლიურ სამყაროს.
ყოჩაღ!!!
11. მზის სხივებზე ელვარებდნენ მისი ზოლები, ათასფერად დაღვარჭნილები...
ზეცისფერი დიდი თვალები
ლამაზად და საინტერესოდ მიდის და... მოგყვები მაიკო:)
მზის სხივებზე ელვარებდნენ მისი ზოლები, ათასფერად დაღვარჭნილები...
ზეცისფერი დიდი თვალები
ლამაზად და საინტერესოდ მიდის და... მოგყვები მაიკო:)
10. ...ო, სამოთხის გულუბრყვილობავ!... რომ გახარებს ყველა ღიმილი... გველურიც კი!... რადგან არ იცი... მაიკოო ძალიან ლამაზად წეერ :) ...ო, სამოთხის გულუბრყვილობავ!... რომ გახარებს ყველა ღიმილი... გველურიც კი!... რადგან არ იცი... მაიკოო ძალიან ლამაზად წეერ :)
9. გმადლობ, მიშა, ასეთი საქმიანი კომენტარისათვის. რა ზუსტად დაარქვი ყველაფერს სახელი...:) გმადლობ, მიშა, ასეთი საქმიანი კომენტარისათვის. რა ზუსტად დაარქვი ყველაფერს სახელი...:)
8. მიშაზე უკეთ, ვერაფერს ვიტყვი. ვეთანხმები მთლიანად :) მიშაზე უკეთ, ვერაფერს ვიტყვი. ვეთანხმები მთლიანად :)
7. მე არ შევუდგები იმის გარკვევას, თუ რომელ ჟანრს შეიძლება მიეკუთვნოს ეს ნაწარმოები. ამას ავტორი თავადაც კარგად განსაზღვრავს და მე არ მაქვს უფლება მას არ დავეთანხმო.
წავიკითხე ყველა თავი , რაც გამოქვეყნდა. საერთო შთაბეჭდილება ასეთია: საქმე გვაქვს ბიბლიური სიუჟეტის მხატვრული გადამუშავების ორიგინალურ, პოეტურ ვერსიასთან. ფრაზა იმდენად პოეტიზირებულია, რომ ზოგიერთი შენიშვნის ავტორი ნაწარმოების ჟანრის განსაზღვრისას მის პოეზიაში გადმოტანასაც კი მოითხოვს. მე ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ეს ფაქტი უკვე შეიძლება ჩაეთვალოს ავტორს ერთგვარ გამარჯვებად.
რაც შეეხება თემატიკას: ბიბლიური სიუჟეტების გადამუშავება ყოველთვის მოითხოვს დიდ რწმენას, ბიბლიის ზედმიწევნით წვდომასა და ცოდნას და ამავე დროს მწერლურ გაბედულებასაც. თუ როგორ გაართმევს ამ ყველაფერს თავს ჩვენი ავტორი, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევად მეჩვენება. \თუმცა ამ კომპონენტთაგან მეტ-ნმაკლებად ყველა უნდა გააჩნდეს, თორემ ისე ალბათ კალამს ხელს ვერ მოკიდებდა.
საერთო შთაბეჭდილება ამ ეტაპზე კარგია. თხრობა დამაჯერებელია, სურათები მკვეთრი და რელიეფური. ეს თხზულება, მე ვიტყოდი, ე. წ. მაღალი სტილით იწერება და ეს სტილი შეიძლება ყველაზე უფრო მეტადაც კი მიესადაგებოდეს ბიბლიურ სამყაროს.
დაველოდოთ შემდეგ თავებს, დასასრულს და უფრო საფუძვლიანი მსჯელობაც ალბათ მაშინ უფრო უპრიანი იქნება. ჯერჯერობით წინსვლა და წარმატებები ვუსურვოთ ავტორს! მე არ შევუდგები იმის გარკვევას, თუ რომელ ჟანრს შეიძლება მიეკუთვნოს ეს ნაწარმოები. ამას ავტორი თავადაც კარგად განსაზღვრავს და მე არ მაქვს უფლება მას არ დავეთანხმო.
წავიკითხე ყველა თავი , რაც გამოქვეყნდა. საერთო შთაბეჭდილება ასეთია: საქმე გვაქვს ბიბლიური სიუჟეტის მხატვრული გადამუშავების ორიგინალურ, პოეტურ ვერსიასთან. ფრაზა იმდენად პოეტიზირებულია, რომ ზოგიერთი შენიშვნის ავტორი ნაწარმოების ჟანრის განსაზღვრისას მის პოეზიაში გადმოტანასაც კი მოითხოვს. მე ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ეს ფაქტი უკვე შეიძლება ჩაეთვალოს ავტორს ერთგვარ გამარჯვებად.
რაც შეეხება თემატიკას: ბიბლიური სიუჟეტების გადამუშავება ყოველთვის მოითხოვს დიდ რწმენას, ბიბლიის ზედმიწევნით წვდომასა და ცოდნას და ამავე დროს მწერლურ გაბედულებასაც. თუ როგორ გაართმევს ამ ყველაფერს თავს ჩვენი ავტორი, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევად მეჩვენება. \თუმცა ამ კომპონენტთაგან მეტ-ნმაკლებად ყველა უნდა გააჩნდეს, თორემ ისე ალბათ კალამს ხელს ვერ მოკიდებდა.
საერთო შთაბეჭდილება ამ ეტაპზე კარგია. თხრობა დამაჯერებელია, სურათები მკვეთრი და რელიეფური. ეს თხზულება, მე ვიტყოდი, ე. წ. მაღალი სტილით იწერება და ეს სტილი შეიძლება ყველაზე უფრო მეტადაც კი მიესადაგებოდეს ბიბლიურ სამყაროს.
დაველოდოთ შემდეგ თავებს, დასასრულს და უფრო საფუძვლიანი მსჯელობაც ალბათ მაშინ უფრო უპრიანი იქნება. ჯერჯერობით წინსვლა და წარმატებები ვუსურვოთ ავტორს!
6. კი, მაგრამ რატომ?’’... ,,რატომ?... ეს მხოლოდ მამამ უწყის... რატომ? ... ან რისთვის?...’’ ( -არ ტყუის გველი...მომწონს ძალიან შენი ვერსიაც და შენი წერის სტილიც...555555) კი, მაგრამ რატომ?’’... ,,რატომ?... ეს მხოლოდ მამამ უწყის... რატომ? ... ან რისთვის?...’’ ( -არ ტყუის გველი...მომწონს ძალიან შენი ვერსიაც და შენი წერის სტილიც...555555)
5. არ ვიცი, რა არის... არ მიფიქრია ჟანრებზე ,როცა ვწერდი... მოითმინეთ, მერე, რაღაც იცვლება... და ეს დაყოფები ჟანრებად ხომ პირობითია... განა არ არის პოეტური პროზა ან პირიქით?!.... გმადლობთ. :) არ ვიცი, რა არის... არ მიფიქრია ჟანრებზე ,როცა ვწერდი... მოითმინეთ, მერე, რაღაც იცვლება... და ეს დაყოფები ჟანრებად ხომ პირობითია... განა არ არის პოეტური პროზა ან პირიქით?!.... გმადლობთ. :)
4. პოეტური პროზის კარგი ნიმუში. :) პოეტური პროზის კარგი ნიმუში. :)
3. მათე-ბიჭო, ლამაზად წერ, მაგრამ... ეს რომ პროზა არ არის? ეს პოეზიაა! :) მათე-ბიჭო, ლამაზად წერ, მაგრამ... ეს რომ პროზა არ არის? ეს პოეზიაა! :)
2. ენრგეტიკა ნულია :( იქ კი სადაც საინტერესო არაა,გინდაც ძალიან მიყვარდეს ვერ ვჩერდები. მინდა რომ რამით''ცეპლიალა '''. ენრგეტიკა ნულია :( იქ კი სადაც საინტერესო არაა,გინდაც ძალიან მიყვარდეს ვერ ვჩერდები. მინდა რომ რამით``ცეპლიალა ```.
1. 5:) მათე ბიჭო:) ზაცეპი რა მენია:) და (ვეღ)არ მოგშორდები;) 5:) მათე ბიჭო:) ზაცეპი რა მენია:) და (ვეღ)არ მოგშორდები;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|