მინდა მკითხველს ოდნავი წარმოდგენა მაინც შეექმნას იმ ადგილსა და გარემოზე, რომელშიც ჩვენი გმირები მოქმედებენ. თუ ადამიანი ახმეტიდან ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ილტოს აუყვებოდა, რომელი მიმართულებითაც, სხვათაშორის, 18-ე საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილ გერმანელ ეთნოგრაფსა და ნატურალისტს, ფრიდრიხ გიულდენშტედტსაც კი უმოგზაურია, ბუხრევი ილტოს ხეობის სადღაც შუაწელში შემოეფეთებოდა. იგი მდინარის ერთი პატარა, მარჯვენა შენაკადის, სადეოხევის დელტასა და მის მიმდებარე მთა-გორაკებზე იყო შეფენილი. სოფელს, რომელშიც იმ დროისათვის სულ ოციოდე კომლი თუ იცხოვრებდა, პირმზითი ადგილები ეჭირა და ახო-ბოსტნებისთვისაც საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები გააჩნდა, ისე, რომ აქაურებს თავისი სამყოფი ქერ-ხორბალი და ბაღჩა-ბოსტნეული თავისსავე ნაკვეთებში მოჰყავდათ და ამ მხრივ სამაზრო ცენტრებზე, თელავსა და თიანეთზე, იმდენად დამოკიდებული არ იყო. ბუხრეველები, როგორც ფშაველთა უდიდესი უმრავლესობა, ძირითადად,მესაქონლეობით, ცხვრისა და ძროხის მოშენებით იყვნენ დაკავებული და საძოვრებიც სოფლის მაღლა ,მთებში, საკმარისად ჰქონდათ. სახლები, რომლებიც ერთიმეორისაგან საკმაოდ მოშორებული მანძილით იყო გაშენებული, უმეტესად ერთსართულიან მიწურებს წარმოადგენდა. ყოველ სახლს გარს ეკრა გომური, საბძელი, სასიმინდე, საჩეხი და სხვა დამხმარე ნაგებობები. ორსართულიანი, კრამიტით გადახურული, თანამედროვედ მოწყობილი სახლი აქ ძლიერ იშვიათად შეგხვდებოდა. სადეოხევის ღელეზე, ერთიმერის მოშორებით, რამდენიმე წისქვილი ჩაექოხებინათ. ეს წისქვილები დიდ სიმდიდრედ მიაჩნდა სოფელს იმ დროისათვის და ყველანაირადაც ცდილობდნენ, რომ ისინი ყოველთვის მწყობრში ყოფილიყო. სოფლელთაგან შეძლებულთ ზოგჯერ საკუთარი წისქვილიც კი ჰქონდა. ამ მხრივ არც ბუხრევი იყო გამონაკლისი და აქ საკუთარი წისქვილით თავს სწორედ ბერი შიმშერაულის ოჯახობა იწონებდა. სოფლის გაღმა, მოვაკებულ ბექობზე ხატი და ხატის ტყე იყო. ეს საკმაოდ მოვლილ-ნაპატრონევ, მოფრთხილებულ და გაპატიოსნებულ ადგილს წარმოადგენდა, სადაც უმიზეზოდ არავინ არასოდეს გაივლიდა. ხატ-ხატისმისადგომი წმინდა ადგილად ითვლებოდა და იქითკენ არათუ უმიზეზოდ გავლა, მინიშნებაც კი დიდ ცოდვად ითვლებოდა. იქ, წმინდა სახატე ადგილას, არაგვის ფშავიდან გადმობრძანებული რამდენიმე სალოცავის ნიში იყო დავანებული: ლაშარის ჯვრის, დამასტისა და კოპალის. სოფლის თავში, ზედა მაღალ ტყიან გორაზე, იდგა შუასაუკნეეების საკმაო დიდი, მაგრამ აწ უკვე სანახევროდ ჩამონგრეული ციხე-გალავანი, რომლის შიგნითაც, ცენტრში, ასვე ჟამთასვლისაგან გავერანებული პატარა, ბაზილიკური სტილით ნაგები საყდარი ჯერ კიდევ ერკინებოდა დროის მსახვრალ ხელს. ეს საყდარი წარმოადგენდა იმის უტყუარ ნიშანს, რომ აქ ადრეული საუკუნეებიდანვე ეცხოვრათ უძველეს კახელ ქრისტიანებს, რომლებიც 17-ე საუკუნის დასწყისში, შაჰ-აბას პირველის ლაშქრობების დროს, ან სრულიად ამოეწყვიტათ, ან ტყვედ გაერეკათ სპარსეთში. ხოლო ჯვარ-ხატთა ნიშები კი, რომელშიც,ნასაყდრალისაგან განსხვავებით, აქაური ფშავლები ყოველთვის ხალისით აღნიშნავდნენ სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებს, იმაზე მიუთითებდა, რომ ეს უკანასკნელნი გვიანდელი მიგრაციის შედეგად დამკვიდრებულიყვნენ აქ. იმ ნასაყდრალს ბუხრეველები "ნაბრუნს" ეძახდნენ და ერთ ასეთ ლეგენდასაც ყვებოდნენ: ადრე აქ, ციხე-გალავნის სიახლოვეს, კლდიან გამოქვაბულებში, დევებს უცხოვრიათ თურმე. საყდარში კი ერთი ახალგაზრდა სალოსი მდგარა, რომელიც დღედაღამ ლოცვასა და დიდი წიგნის წერაში ატარებდა დროს. ეს წიგნი ოქროთი მოზარნიშებულ ყდებში ყოფილა ჩასმული და ისე იკეტებოდა , რომ მისი გახსნა არავის შეეძლო. რას წერდა სალოსი წიგნში,არავინ იცოდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ამ წიგნს დიდი დამცავი ძალა გააჩნდა და მასზე ხელის ერთი შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ ავადმყოფი განკურნებულიყოო. ერთხელაც სალოსს ციხის გალავნის ძირას მიტოვებული ჩვილი ბავშვი უპოვია, შეუყვანია თავის სენაკში და სიკვდილისაგან გადაურჩენია. ბავშვი გოგონა ყოფილა. როცა წამოზრდილა გოგონა, თავისი მცირე მეურნეობაც გაუჩენია, თხები მოუშენებია და მთელი დღე იმათ პატრონობაში ატარებდა. როგორღაც თხების მწყემსვისას ერთ-ერთ დევს ყმაწვილი ქალი დაუნახავს და შეჰყვარებია. მისულა და ცოლობა უთხოვია, მაგრამ ქალს უარი უთქვამს, ეს რომ ჩემმა გამზრდელმა სალოსმა გაიგოს, სამუდამოდ შემაჩვენებსო. დევს სალოსის მოკვლა გადაუწყვეტია და ციხე-გალავნისაკენ წასულა, მაგრამ სალოსს ისე ჰქონია ციხე-გალავანი გამაგრებული, რომ დევს შიგნით შესვლა ვერაფრით მოუხერხებია და გამწარებულს მის ირგვლივ დაუწყია სიარული, ბრუნვა, ეგება როგორმე შესვლა შევძლოო. ბოლოს უკან გამობრუნებულა და თავისი ძმებისთვის შეუჩივლია გასაჭირი. ესენი წითელკანა-წითელბალნიანი დევები ყოფილან, ყველაზე სასტიკი და ბოროტნი სხვა დევებს შორის. ცამეტი ძმანი. დასცემიან ერთობლივად სალოსის ციხე-სიმაგრეს, დიდი მორების აზარმაცით შეუნგრევიათ კედელი და მოუკლავთ სალოსი. წამოუყვანიათ ის ქალიც და წამოუღიათ ოქროსყდიანი წიგნიც, მაგრამ როდესაც ადიდებულ ილტოში გაუტოპიათ, წიგნი წყალში ჩავარდნიათ და ამღვრეულ-აბობოქრებულ მდინარეს თან წაუღია. ქალს თავისი გამზრდელი სალოსი ძალიან ყვარებია, ამიტომ დევებზე შურისძიება გულში ჩაუმარხავს და შესაბამის დროს დალოდებია. როცა ყველა დევს დაუძინია, ქალს ცეცხლი მოუკიდებია წითელკანიანთა გამოვაბულისთვის და ყველანი შიგ ამოუბუგავს. დევებს დამოქვაბულის კარები დიდი ლოდით ქონიათ გამოკეტილი და ამიტომ ქალიც მათთან ერთად ჩამწვარა. იმის შემდეგ თურმე ხშირად ხედავდნენ ციხე-გალავნის ირგვლივ მოარულ სალოსის აჩრდილს, რომელიც უმისამართოდ გასძახოდა დევებს; მომეცით ჩემი ოქროსყდიანი წიგნიო... უნდა ითქვას, რომ ეს ლეგენდა გამონაკლისი არ იყო იმ ამბებს შორის, რომლებსაც ბუხრეველები ყვებოდნენ თავიანთი სოფლის ადგილების შესახებ. მსგავსი, ანუ მათსავე კილოკავზე რომ ვთქვათ, ნაძრახი ადგილები, აქ ბევრი იყო და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი ბნელით მოცული ისტორია მომავალშიც შეგვხვდება ამბის მდინარებისას. ბერი შიმშერაულის ოჯახობა სოფლის თავში ცხოვრობდა, სასაფლაობებისაკენ. ეს სასაფლაოც, თავის მხრივ, კიდევ ერთ საინტერესო დეტალს წარმოადგენდა ბუხრევის გრძელ ისტორიაში. სამარხების უბრალო, ვიზუალური დათვარიელებითაც კი ჩანდა კულტურისა და ცივილიზაციის სამი შრე: სარკოფაგული, აკლდამური სტილის სამარხები აშკარად წარმართული ეპოქის ნიშანი იყო, ხავსმოდებული ჯვრიანი ქვის ლოდები ქრისტიანულისა, ხოლო, მოშორებით, მთისათვის დამახასიათებელი გვარებით ამოტვიფრული და აუცილებლად ლექს-ეპიტაფიებით დამშვენებული სამარეები ამ ასიოდე წლის მანძილზე აქ დამკვიდრებული ფშავლებისა თანამედროვე , ბოლო ფენად იყო უთუოდ საგულვებელი.
( გაგრძელება იქნება )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ყოჩაღ ილტოსპირელო! 5:) ყოჩაღ ილტოსპირელო! 5:)
20. ინტერწესი თანდათან ძლიერდება! ისე ლამაზად აღწერთ, რომ ილტოს ხეობაში მოგზაურობა მომინდა! ინტერწესი თანდათან ძლიერდება! ისე ლამაზად აღწერთ, რომ ილტოს ხეობაში მოგზაურობა მომინდა!
19. არაჩვეულებრივია. . . . :) არაჩვეულებრივია. . . . :)
18. მაგარი აღწერაა. მაგარია. მაგარი აღწერაა. მაგარია.
16. ფანტასტიურიიიიიიიიი ფანტასტიურიიიიიიიიი
15. დიდებული... დიდებული...
14. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. მოუთმენლად ველი გაგრძელებას.
13. ყველა ქალს გილოცავთ 8 მარტს! გიძღვნით ყვავილებსა და უამრავ ღიმილს! ყველა ქალს გილოცავთ 8 მარტს! გიძღვნით ყვავილებსა და უამრავ ღიმილს!
11. სოფლის თავში, ზედა მაღალ ტყიან გორაზე, იდგა შუასაუკნეეების საკმაო დიდი, მაგრამ აწ უკვე სანახევროდ ჩამონგრეული ციხე-გალავანი, რომლის შიგნითაც, ცენტრში, ასვე ჟამთასვლისაგან გავერანებული პატარა, ბაზილიკური სტილით ნაგები საყდარი ჯერ კიდევ ერკინებოდა დროის მსახვრალ ხელს. ეს საყდარი წარმოადგენდა იმის უტყუარ ნიშანს, რომ აქ ადრეული საუკუნეებიდანვე ეცხოვრათ უძველეს კახელ ქრისტიანებს, რომლებიც 17-ე საუკუნის დასწყისში, შაჰ-აბას პირველის ლაშქრობების დროს, ან სრულიად ამოეწყვიტათ, ან ტყვედ გაერეკათ სპარსეთში. ხოლო ჯვარ-ხატთა ნიშები კი, რომელშიც,ნასაყდრალისაგან განსხვავებით, აქაური ფშავლები ყოველთვის ხალისით აღნიშნავდნენ სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებს, იმაზე მიუთითებდა, რომ ეს უკანასკნელნი გვიანდელი მიგრაციის შედეგად დამკვიდრებულიყვნენ აქ.
საინტერესოა..დიდი სიამოვნებით წავიკითხე...;) სოფლის თავში, ზედა მაღალ ტყიან გორაზე, იდგა შუასაუკნეეების საკმაო დიდი, მაგრამ აწ უკვე სანახევროდ ჩამონგრეული ციხე-გალავანი, რომლის შიგნითაც, ცენტრში, ასვე ჟამთასვლისაგან გავერანებული პატარა, ბაზილიკური სტილით ნაგები საყდარი ჯერ კიდევ ერკინებოდა დროის მსახვრალ ხელს. ეს საყდარი წარმოადგენდა იმის უტყუარ ნიშანს, რომ აქ ადრეული საუკუნეებიდანვე ეცხოვრათ უძველეს კახელ ქრისტიანებს, რომლებიც 17-ე საუკუნის დასწყისში, შაჰ-აბას პირველის ლაშქრობების დროს, ან სრულიად ამოეწყვიტათ, ან ტყვედ გაერეკათ სპარსეთში. ხოლო ჯვარ-ხატთა ნიშები კი, რომელშიც,ნასაყდრალისაგან განსხვავებით, აქაური ფშავლები ყოველთვის ხალისით აღნიშნავდნენ სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებს, იმაზე მიუთითებდა, რომ ეს უკანასკნელნი გვიანდელი მიგრაციის შედეგად დამკვიდრებულიყვნენ აქ.
საინტერესოა..დიდი სიამოვნებით წავიკითხე...;)
10. მიშაა ფანტასტიურია :) ისე ყვებიი ;;) კეთილი მეზღაპრესავითა ხარ...სულ მინდა გისმინო :-* მიშაა ფანტასტიურია :) ისე ყვებიი ;;) კეთილი მეზღაპრესავითა ხარ...სულ მინდა გისმინო :-*
9. რა ლამაზადაა აღწერილი, ძალიან საინტერესოა!!! :) გაიხარეთ! რა ლამაზადაა აღწერილი, ძალიან საინტერესოა!!! :) გაიხარეთ!
8. მაშა შენ გაიხარეეე!!! აბსოლუტური დაწურული გადმოცემა!!! ხეობის აღწერის უბადლო შესრულება... დამიჯერე მეგობარო... კომპიუტერული შეცდომები უკვე მითითებულია, ვაპირებდი მაგრამ თამარს დაუსწრია... :) :) არაჩვეულებრივი თხრობა... კლასიკური ელემენტები, სრული ჰარმონია მაშინდელ რეალობასთან. სიტყვათა უბადლო თანწყობა... აქ არ მოიძებნება კარკასები, რადგან თავიდანვე ფუნდამეტურია და სირღმისეული... ე.ი. კარკასი შეკრულა!!! ნუ ვიმსჟელებთ შავსა და თეთრ კარკასზე... :) :) :) აქ ეს ორი ფერი არაფერ შუაშია... რადგან სპექტრია მთლიანად შემოქმედებისა!!!
გაიხარეეე შენა!!! მაშა შენ გაიხარეეე!!! აბსოლუტური დაწურული გადმოცემა!!! ხეობის აღწერის უბადლო შესრულება... დამიჯერე მეგობარო... კომპიუტერული შეცდომები უკვე მითითებულია, ვაპირებდი მაგრამ თამარს დაუსწრია... :) :) არაჩვეულებრივი თხრობა... კლასიკური ელემენტები, სრული ჰარმონია მაშინდელ რეალობასთან. სიტყვათა უბადლო თანწყობა... აქ არ მოიძებნება კარკასები, რადგან თავიდანვე ფუნდამეტურია და სირღმისეული... ე.ი. კარკასი შეკრულა!!! ნუ ვიმსჟელებთ შავსა და თეთრ კარკასზე... :) :) :) აქ ეს ორი ფერი არაფერ შუაშია... რადგან სპექტრია მთლიანად შემოქმედებისა!!!
გაიხარეეე შენა!!!
7. მადლობა, თამარ,მიყვარს და მსიამოვნებს შენნაირი ადამიანების საქმიანი შენიშვნები. ყველა რომ ასე უდგებოდეს საქმეს, რა დაწმენდილი სამწერლო სამყარო გვექნებოდა. მადლობა, თამარ,მიყვარს და მსიამოვნებს შენნაირი ადამიანების საქმიანი შენიშვნები. ყველა რომ ასე უდგებოდეს საქმეს, რა დაწმენდილი სამწერლო სამყარო გვექნებოდა.
6. უმეტესად ერთსართულინ მიწურებს -------> ერთსართულიან ლეგენდა გამონაკლის არ იყო -----------> გამონაკლისი საკოფაგული, ----------> სარკოფაგული,
გადასარევია, მიშა! დიიიდი 5
უმეტესად ერთსართულინ მიწურებს -------> ერთსართულიან ლეგენდა გამონაკლის არ იყო -----------> გამონაკლისი საკოფაგული, ----------> სარკოფაგული,
გადასარევია, მიშა! დიიიდი 5
5. ფ რ ი ა დ ი! ფ რ ი ა დ ი!
4. სოფლის გაღმა, მოვაკებულ ბექობზე ხატი და ხატის ტყე იყო. ეს საკმაოდ მოვლილ-ნაპატრონევ, მოფრთხილებულ და გაპატიოსნებულ ადგილს წარმოადგენდა, სადაც უმიზეზოდ არავინ არასოდეს გაივლიდა. ხატ-ხატისმისადგომი წმინდა ადგილად ითვლებოდა და იქითკენ არათუ უმიზეზოდ გავლა, მინიშნებაც კი დიდ ცოდვად ითვლებოდა. იქ, წმინდა სახატე ადგილას, არაგვის ფშავიდან გადმობრძანებული რამდენიმე სალოცავის ნიში იყო დავანებული: ლაშარის ჯვრის, დამასტისა და კოპალის.
. სიტყვის საოცარი გრძნობა აქვს ილტოსპირელს და ბრწყინვალე მთხრობელია. 5
სოფლის გაღმა, მოვაკებულ ბექობზე ხატი და ხატის ტყე იყო. ეს საკმაოდ მოვლილ-ნაპატრონევ, მოფრთხილებულ და გაპატიოსნებულ ადგილს წარმოადგენდა, სადაც უმიზეზოდ არავინ არასოდეს გაივლიდა. ხატ-ხატისმისადგომი წმინდა ადგილად ითვლებოდა და იქითკენ არათუ უმიზეზოდ გავლა, მინიშნებაც კი დიდ ცოდვად ითვლებოდა. იქ, წმინდა სახატე ადგილას, არაგვის ფშავიდან გადმობრძანებული რამდენიმე სალოცავის ნიში იყო დავანებული: ლაშარის ჯვრის, დამასტისა და კოპალის.
. სიტყვის საოცარი გრძნობა აქვს ილტოსპირელს და ბრწყინვალე მთხრობელია. 5
3. რა ლამაზი ლეგენდა იყო, მიშა.... და ნეტავ, მაინც რომელი მართალი ამბავი იმალება ამ ლამაზი ლეგენდის უკან?... ალბათ, არის რაღაც რეალური ამბავი სალოსთან და საოცარ წიგნთან დაკავშირებით?... წყაროსავით მორაკრაკე ქართულზე არაფერს აღარ ვიტყვი... და ველი გაგრძელებას...გმადლობ!:) რა ლამაზი ლეგენდა იყო, მიშა.... და ნეტავ, მაინც რომელი მართალი ამბავი იმალება ამ ლამაზი ლეგენდის უკან?... ალბათ, არის რაღაც რეალური ამბავი სალოსთან და საოცარ წიგნთან დაკავშირებით?... წყაროსავით მორაკრაკე ქართულზე არაფერს აღარ ვიტყვი... და ველი გაგრძელებას...გმადლობ!:)
2. საინტერესო ლეგენდა იყო არსად გამიგონია... ამ ჩამონგრეულმა ნასაყდრალმა ის ძველთა-ძველი დრო მოიტანა აქ და გააცოცხლა... საინტერესო ლეგენდა იყო არსად გამიგონია... ამ ჩამონგრეულმა ნასაყდრალმა ის ძველთა-ძველი დრო მოიტანა აქ და გააცოცხლა...
1. სიამოვნებით წავიკითხე, ძალიან მიყვარს ასეთი ამბების მოსმენა, განსაკუთრებით კი ლეგენდების..... სიამოვნებით წავიკითხე, ძალიან მიყვარს ასეთი ამბების მოსმენა, განსაკუთრებით კი ლეგენდების.....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|