-ვასაძე! -დიახ ბატონო ბადრაგო. -შემოდი ჩემს კაბინეტში. -ახლავე. მაღალი,გამხდარი, ასე 19-20 წლის გერმანულ-უკრაინული გარეგნობის გოგონა სამორიგეო ოთახის ღია კარის ჩარჩოს ზურგით აეკრა. -შემოდი შიგნით-მკაცრი ტონით თქვა ბადრაგმა,სკამის კიდეზე ჩამოჯდა,იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და გოგონას გაუსწორა მზერა. გოგო ოთახში შევიდა და ბადრაგის წინ გაჩერდა -დაჯექი-უთხრა ბადრაგმა და სკამზე მიუთითა -არა მადლობა,იყოს არ მინდა. ბადრაგი ფეხზე წამოდგა,ერთხანს შეყოვნდა,მერე კი გამოღებულ ფანჯარასთან მივიდა. -ვასაძე -დიახ ბატონო ბადრაგო. -გელაშვილს ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა? -არ ვიცი ბატონო ბად... -აბა ვინ იცის ვასაძე, ვინ!-ხმას აუწია გიორგიმ და კედელთან აწურული ვიკასკენ მთელი ტანით შემობრუნდა. -მე...მე...მე მართლა არ ვიცი ბატონო ბადრაგო,მე მართლა არაფერი არ ვიცი.-ვიკამ თვალზე მომდგარი ცრემლი გრძელი,ლამაზი თითებით მოიწმინდა და ბადრაგს ზურგი შეაქცია. -დაბრუნდი საკანში ვასაძე! ვიკა საკანში აცრემლებული დაბრუნდა,თვალები ბოთლში ჩამდგარი თბილი წყლით ამოიბანა,თითქმის ერთი წელი იყო გასული მას მერე რაც ციხის ჰაერს სუნთქავდა და ფილტვები ზიზღით ევსებოდა,ყველაფრის ატანა ძნელი იყო, ყველაფერი ზიზღს გვრიდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ მის ჯანმრთელობას ციხის ნესტიანი კედლები და შმორის სუნი დღითიდღე ასუსტებდა. ძალიან გახდა, ისეც გამხდარი და სახეზე ცვილის ფერი დაედო.შეგნებულად არიდებდა პატიმრებთან საუბარს თავს,იყო თავისთვის ჩუმად, ლოცულობდა და ლოცულობდა. პირი პირსახოცით შეიმშრალა, თავის საწოლზე მიმობნეული ბისერები მოაგროვა და ყურმოტეხილ,გაბზარულ ფინჯანში ჩაყარა. -ვერ ააწყე მეორე საყურე?-კითხა თანამოსაკნემ და ვიკას ცრემლიან თვალებს თვალი აარიდა,უნდოდა მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. -ვერა ნანა ვერ გავაკეთე,უნდა დამეხაზა,ასე თვალდახუჭულს არ უნდა გამეკეთებინა პირველი. ერთი-ორი ცდა და იქნებ უფრო მივამგვანო. -კარგი შეეშვი ნუ წვალობ,დაიკიდე ერთი რა! მაინც ცალი საყურეა მოდაში,შენც ადექი და ერთი გაიკეთე. -ჩემთვის არ მინდა ნანა -აბა? -საჩუქრად მინდა -დისთვის? -არა,ჩემს დას არ უყვარს სამკაული,მითუმეტეს საყურე,ყურიც არ გაუხვრეტია.პატარა გოგოსთვის მინდა,პატარა ლამაზი გოგოსთვის. -ვაახ, შენიც ვერაფერი გავიგე რა, სულ ჩუმად ხარ,სულ შენთვის ხარ, გაგიჭირდება ასე აქ ცხოვრება,ცოტა უნდა გაიხსნა,ეს ციხეა ჩემო კარგო,შენი კორპუსი კი არაა შეიკეტო კარი და მიუჯდე სერიალებს სიგარეტით და ყავის ჭიქით ხელში. აქ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით ამ გაძაღლებუილ ცხოვრების გასატანად. ჯერ შენ პატარა ხარ, ვერ გაიტან ასე მარტო თავს, ვერა... -გავიტან ნანა,გავიტან. ერთადერთი რაც აქ მამშვიდებს მარტოობაა -არ გინდა გული გამიხსნა? შენი ჯანმრთელობა ძალიან მაეჭვებს, თვალებიც სულ ცრემლიანი გაქვს. ერთი წელია ასეთს გიყურებ,რომ გხედავ გული მიკვდება,განა იმიტომ რომ პატიმრები მებრალებიან?! არა , შენ ჩემი შვილის ტოლი ბავშვი ხარ და რომ მახსენდება როგორი სიცოცხლით სავსე და ხალისიანია ჩემი ბიჭი,როგორი მხიარული მეგობრები ყავს,გულზე ცუდად მხვდება შენი ეგრე ყოფნა. ისეთი პონტია რა, შენ ეხლა აქ რომ არ უნდა იყო, თან ისეთი ჩანხარ რო... -ნანა გახსოვს რა მითხარი პირველად ამ საკანში რომ გადმომიყვანეს ,ქალბატონი ნანა და ნანა დეიდა აღარ გამაგონოო? -მახსოვს ვიკა,მახსოვს. მერე? -მერე ის რომ იმ დღიდან , შენ ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდი. მე აქის ცხოვრება არ ვიცი,მაგრამ იმდენს ვხვდები,რომ აქ პატიმრის გარდა სხვა ახლობელს ვერ შეიძენ. ხოდა შენ ჩემი შენაძენი ხარ ნანა. ნუ მიწყენ, მე გულის გადაშლა არ ვიცი,არც არაფერი ყოფილა ისეთი ჩემს ცხოვრებაში რომ მოსაყოლად ღირდეს,რაც წმინდა გამაჩნია იმაზე ლაპარაკი კიდევ ამ აყროლებულ საკანში არ მინდა,ფიქრსაც გავურბივარ ამაზე. სულ ასე ვარ ნანა ,სულ, ყველგან... -კარგი ჩემო ვიკა,მე აქ უკვე მეორედ ვარ და აქის ცხოვრება მე არ ვიცი ჯერ. უბრალოდ ინსტიქტით უნდა მიხვდე რაღაცეებს ცხოველივით. აქ შენი ცხოვრება უნდა მოიტანო. ... -ნანა შენს ბიჭს რა ქვია? -ჩემს ვაჟკაცს ბექა ქვია.შენი ტოლია ალბათ.შემახსენე ერთი რამხელა ხარ შენ? -მე ოცის -ხო ის ოცდაორი წლისაა,დიდია შენზე ცოტა,ძალიან თავისებური ბიჭია.მეგობრებიც კარგი ყავს,მართლა კარგი გაზრდილი მეგობრები ყავს,აი მეც სულ მაკითხავენ ხოლმე და ყურადღებას მაქცევენ. ბექა კარგად სწავლობდა,მაგრამ მერე ჩემი ხელი დააკლდა და აუშვა,ხომ იცი როგორც ხდება ხოლმე. პირველად რომ დამიჭირეს ბექა თორმეტი წლის მყავდა.რა ვიცი ყველა ასაკზე იციან თქმა, ის ასაკია მშობლები რომ ჭირდება,მაგრამ მე მგონი ეს ის ასაკი იყო მართლა მშობლები რომ ჭირდებათ,გარდატეხის ასაკს უწოდებენ,ამ დროს ყალიბდები პიროვნებად. მაშინაც თაღლითობის მუხლით გამასამართლეს. მე ამათი დედა რომ ვატირე,ზოგისთვის ამ საქმეს სამსახურს ეძახიან,ზოგისთვის კიდევ თაღლითობა და დანაშაულია. როგორც უნდათ ისე ატრიალებენ თავის ფურცელზე დაწერილ კანონებს. წიგნი ამათ არა აქვთ და ნამუსი. ხოდა ბექაც მოწყდა წიგნებს.რაც შეეძლოთ ბებიებს გაუკეთეს,მაგრამ ხომ იცი ბებია-ბებიაა და დედა -დედა. -ნანა რა უთხარი შვილს ციხიდან რომ გახვედი? -არაფერი ვიკა,ჩავეხუტე,მოვეფერე.ამ დროს სიტყვებს რა აზრი აქვს ჩემო გოგო,ამ დროს გულია მთავარი,გული -ყველა შვილი პატიობს პატიმრობის წლებს დედას?!- ვიკას თვალზე ცრემლი მოადგა -აბა რა ვიცი ჩემო გოგო,ალბათ ყველა. ჩემს ბიჭს არც არასოდეს უგრძნობინებია და შეუხსენებია ეს წლები ჩემთვის და... -ალბათ ნანა,ალბათ -რა იყო გოგო შვილი ხომ არ გყავს?? -არაფერი ნანა,არაფერი ვიკამ კოლოფიდან ერთი ღერი ქემელი ამოიღო და ნანას კოლოფში ჩარჩენილი უკანასკნელი ღერი კოლოფით გაუწოდა.უარის ნიშნად ნანამ თავი გააქნია,ვიკამ კოლოფი საწოლზე მიაგდო და სიგარეტს მოუკიდა. "ყველაფერს გავუძლებ"-ფიქრობდა და ნაფაზს ნაფაზზე ეწეოდა.ამისთანებისთვის გამიძლია? ეს რა არის,ეს კურორტია ჩემთვის.იქნებ ასეც ჯობდა, ცოტა დავისვენებ,ძალებს აღვიდგენ ფორმაში ჩავდგები და მერე შევერევი ცხოვრებას. მთავარია ჯანმრთელობამ არ მიღალატოს, ასე უწამლებოდ ტკივილების გამკლავება გაუსაძლისია.თავი უნდა ავიყვანო ხელში,ოღონდ არ უნდა გავგიჟდე,ბოღმით და ზიზღით არ უნდა ავივსო.ოღონდ ბოროტი თვალები არ უნდა გადმომედოს. -თავი არ დაკარგო ვიკა,თავი- ჩაიჩურჩულა და ჩამწვარი სიგარეტი წყლით სავსე ნახევარლიტრიან ქილაში ჩააგდო. ... ნანა რაღაცას წერდა,ალბათ შვილს თუ წერდა წერილს. ყოველ საღამოს ასე დაჯდებოდა გაშავებულ პარკეტზე,დაიდებდა რვეულს საწოლზე და წერდა და წერდა.ალბათ ორი საათი მაინც წერდა შვილს,რას წერდა ამდენს არავინ იცოდა. ვიკას ძალიან აინტერესებდა რა იყო ამ ჩაკეტილი ,ჩანესტიანებული საკნიდან მოსაყოლი იმდენი,რომ ყოველ საღამოს ორი საათი შეიძლებოად ამაზე გელაპარაკა, მითუმეტეს შვილთან. ნანა წერას მორჩა,წერილი გადაიკითხა და ღიღინით შეუდგა შალის პალოს წმენდას,კაცი იფიქრებდა ახლა ფოსტაში უნდა გაიქცეს წერილის გასაგზავნად და სიცივემ რომ არ შეაწუხოს პალტოს ეშურებაო. -რად გინდა ნანა პალტო,მიდიხარ სადმე?-გაეღიმა ვიკას და ნანას თვალი ჩაუკრა. -მივდივარ,აბა როგორ... -ვაა,საით ნანა,საით? -საით და მაღაზიაში,ახალი თევზის ფილე მიუღიათ,სუნი და გემო სულ არა აქვს თურმე ვიკამ გულიანად გადაიკისკისა და ნანას მიუბრუნდა: -ვაა,სუნი და გემო თუ არა აქვს როგორ უნდა გაიგო თევზია თუ ბაყაყი ა? -ხო, ისე ეგეც მართალია სადღაც.იყოს მაშინ მერე ვეჯინში გადავალ და იქ ვნახავ რამეს,კალმახზე ნაკლებს არაფერს წამოვიღებ ორივემ გულიანად იცინეს და კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ თევზის ფილეზე საუბარს ბატონი გიორგი რომ არ გამოჩენილიყო. -აბა რა გიხარიათ ჩიტებო და გვრიტებო?!-იკითხა გიორგიმ და მარცხენა ლოყაზე,რომელიც სიცილის დროს ეჩხვლიტებოდა ხელი მოისვა. -გვიხარია ცოცხლები რომ ვართ-უპასუხა ნანამ -შენ რა გიხარია ვიკა? ვიკამ ყური მოიყრუა და წყლით სავსე ბოთლი მოიყუდა. -ოო ვიკას არ ცალია-ნანამ გიორგის თვალი ჩაუკრა და გაიღიმა. -ჭამეთ რამე თუ ისევ უარს აცხადებთ ჩვენს სამზარეულოზე? -კატეგორიულს! მე ნანა არ ვიყო მაგ თქვენს მზარეულს თუ სასუნთქი გზების იშემიური დაავადება არ ქონდეს,მწვავე თან... -ოხ ნანა,შენ რა ხარ რა, ენა რომ არ გქონდეს წყალი არ წაგიღებდა -ციხიდან ცხვირს არ მაყოფინებთ და ან წყალი როგორ წამიღებს და ან ზვავი. -ბატონო ბადრაგო -ხო ვიკა -შეგიძლიათ ერთი სათხოვარი შემისრულოთ? -სათხოვარს გააჩნია,ისე თხოვნების შესრულება ჩემს კომპეტენციაში არ შედის მაგრამ შეიძლება გამონაკლისებიც დავუშვათ. - თაფლის სანთლების და ერთი წამლის დაბარება დამავიწყდა ჩემი დისთვის და თუ შეგიძლიათ სმენას რომ შეცვლით ფულს გაგატანთ და მეორე მორიგეობაზე მომიტანოთ. -სამი დღე არ დაგიგვიანდება?? -არა -არც წამალი? -არა -აქ არ გვაქვს ეგ წამალი? სერიოზული ხომ არაფერია ვიკა? -არა -კარგი ბატონო მოგიტან,მდიდარი არა ვარ,მაგრამ იმისი საშუალება მაქვს რომ ეს პატარა საჩუქარი ჩემი ხარჯებით გაგიკეთო -არა ბატონო ბადრაგო,მაშინ არ მინდა -კარგი ვიკა,კარგი, ოღონდ სანაცვლოდ შენც უნდა შემისრულო ერთი თხოვნა. -გისმენთ -ბატონ ბადრაგს ნუღა დამიძახებ,რაღაცნაირად მხვდება გულზე რა, ხომ ხედავ ყველა გიორგის მიძახის,შენც ადექი და უბრალოდ გიორგი დამიძახე. -კარგით ბატონო გიორგი,ვეცდები ყოველშემთხვევაში -აბა შენ იცი,ხვალ დილით ვიცვლები და შემოგძახებ ხო? -ხო... ნანა ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს და ჩუმად ეღიმებოდა,თან ვითომც არაფერიო დაწყებულ საქმეს ღიღინით ამთავრებდა,ისე გულმოდგინედ წმენდდა პალტოს ვერაფრით დაიჯერებდით,რომ არაფერში არ ჭირდებოდა. მიეფარა თუ არა გიორგი თვალს ნანამ ვიკას ხელზე ხელი მოკიდა და თავის საწოლისკენ წაიყვანა,ლეიბის ქვეშიდან ტკიცინა ოცლარიანი გამოიღო და უთხრა -აჰა ვიკა,ჩემთვისაც მოატანინე სანთლები და შენთვისაც,ორივეს გვეყოფა -არა ნანა,მე მაქვს ფული,ცოტა მაქვს მაგრამ მეყოფა, მე ჩემით ვიყიდი. -გამომართვი რომ გეუბნები,არა გაქვს მეთქი არ მითქვამს.გაქვს და გექნება კიდეც,მაგრამ ჩემი მხრიდან ესეც მადლია.ჩემი ბიჭის სახელზეც დაანთებ.ისეთი სუფთა გული გაქვს შვილო,უფრო შეგვეწევა. ვიკამ ნანას ფული გამოართვა და მომდგარი ჯინსის შარვლის ჯიბეში ჩაიდო. -ისე გიორგი რა კარგი ბიჭია ვიკა არა? -კი ნანა,კარგი ბიჭია -რაღაცით კუკარაჩას მაგონებს,ხო იცი შენ -ვინ კუკარაჩას ნანა?-გაეღიმა ვიკას -აი იმას რა,კინოში როა კუკარაჩა,ინგა, მურტალო და ეგენი. აი ეგეთი კეთილი და საწყალია,რაღაცნაირად მეცოდება ხოლმე,თვალებიც ისეთი სევდიანი აქვს რო. სხვებს კი არა გავს თავი დიდი კაცები რომ გონიათ და სკვინტლი ვერ მოუხოციათ. ხო გავს კუკარაჩას ვიკა? -კი ნანა გავს-კიდევ გაეღიმა ვიკას,გაეღიმა კი არა უფრო სწორად ღიმილი არ მოშორებია სახიდან,რაღაც სევდიანი ღიმილი ქონდა ვიკას,ძალიან ლამაზი და სევდიანი. -სულ ვფიქრობ ხოლმე,ნეტა რა გაუჭირდა ამ პატარა ბიჭს ისეთი, რომ ეს გზა აირჩია მეთქი,ადვილი კი არაა ამდენ გაბოროტებულ პატიმარს უყურო,მითუმეტეს ქალს. მე არ მიკითხავს მაგრამ ამბობენ რომ მამა არა ყავსო,არა ყავს კი არა ისეთ პატარას დაღუპვია არც ახსოვსო,მერიდება როგორ უნდა კითხო,ის კი ვიცი რომ ძნელია აქ მუშაობა,აი ჩვენც ხომ გვიჭირს აქ ყოფნა.ისე თბილად დაგელაპარაკება,ისეთი სიტყვებით,რომ ეტყობა კარგი დედის გაზრდილი შვილია. -ეტყობა ნანა -მიხარია ვიკა ასეთ შვილებს რომ ვხედავ,არა ისაა კაცი,რა ქვია?! პუტინს რომ ვეძახით, ვალიკო ხო?? -ვლადიმერი ქვია ნანა,იმ ბადრაგს ბატონი ვლადიმერი ქვია-ისევ იღიმის ვიკა -ისე პუტინსაც ვლადიმერი ქვია ხო? -ხო ნანა,პუტინსაც ვლადიმერი ქვია. ... ნანამ წერილების საწერად განკუთვნილი რვეულიდან ტყუპი ფურცელი ამოხია და რვეული საწოლზე მიაგდო -ჰე ვიკა წამოდი ერთი ის არიფები დავანგრიოთ ჯოკერში -არა რა არ მინდა, მიდით თქვენ ითამაშეთ,მე იქნებ საყურე ავაწყო. -კარგი რა, მე გიყიდი საყურეებს ოღონდ ასე ნუ წვალობ -ყიდვაზე არაა,კრისტინამაც მითხრა მომეცი მეორესაც დავშლი და მე გაგიკეთებო,მაგრამ მინდა ჩემი ხელით გავაკეთო -ნეტა ვიცოდე ვინაა ასეთი ის პატარა გოგო ასე რომ გიყვარს, წელიწადზე მეტია ყოველდღე შლი და აწყობ მაგ საყურეს -არავინ ნანა,არავინ -კარგი ჩემო ვიკა,როგორც გინდოდეს,მე გავალ ცოტა გულს გადავაყოლებ,თუ რამე მოგინდეს იცი სადაც ვიქნები. -ვიცი, რა დიდი ტერიტორია გვაქვს მოსაძებნად,ტიფლისში შენ არ იქნები და ალანში -ხო აბა,შენ ეგა თქვი ნანამ ჩვეული ღიღინით დატოვა საკანი. ვიკა ნანას საწოლზე დაუდევრად მიგდებულ რვეულს მიუახლოვდა, სინდისის ქეჯნა იგრძნო,მაგრამ მერე გადაწყვიტა ისეთი მაინც არაფერიაო, რვეული თამამად აიღო გადაშალა და გასაგზავნად გამზადებულ წერილის თვალი შეავლო.
" დე როგორა ხარ,რას შვები,რა ქენით გადაიხადეთ გაზის ფული თუ ისევ სიცივეში ზიხართ? ნუ მიაჩერდებით მაინცდამაინც დედაჩემის პენსიას,მამაშენს უთხარი ცოტა ჭკუას მოუხმოს და ყურადღება მოგაქციოთ,თორემ სულ აქ კი არ ვიქნები! მოველანდები ერთი დღეც იქნება და დავუფრთხობ ანგელოზებს.მოაკლოს იმ კახპას ცოტა და თქვენც მოგხედოთ. ზუსტად ასე გადაეცი. გადაიხადეთ ეგ ფული,დააყენეთ საშველი და ჩართეთ რამე,არ დაიყინოთ, მოიფიქრეთ მაგდენი. რაც შემეხება მე ვარ ისე როგორც ამ ყოფას შეეფერება,თქვენი დარდი მაქვს,თქვენ რომ არ მედარდებოდეთ რა მიჭირს,ჭამა არ მაკლია და სმა,გოგოები არაფერს მაკლებენ.ჩაცმა-დახურვა კიდევ ბალზე მე არავინ მეპატიჟება და ქორწილებს აქ არ იხდიან. ისე ქორწილზე გამახსენდა,რომ გწერ ხოლმე ახალი გოგო მოიყვანეს ვიკა მეთქი,ისეთი კარგი გოგოა,ბექა მართლა კარგი გოგოა დე... იქნება გვეფიქრა რამე ა? სადაც დედა იქაც ცოლი, სულ ნაჯდომი ხალხი გეყოლებით კრუგომ ბეგომ,არაფერს გაგიჭირვებთ. ისე ხუმრობა იქით იყოს და ისეთი კარგი გოგოა ხანდახან არც მგონია რომ არსებობს,ვუყურებ ხოლმე და არ მჯერა,ძალიან მიმსუბიქებს ყოფას,ლოცვას შემაჩვია,დილას ლოცვით იწყებს და ლოცვით იძინებს,ძალიან ფერმკრთალია,რაღაც წამლებს სვამს მაგრამ ისეთია ვერც შეეკითხები ვერაფერს,მუნჯივით სულ ჩუმადაა, ლოცულობს და ლოცულობს. სულ მიკვირს ხოლმე ლოცვისთვის თუ ხალხს ასამართლებდნენ არ ვიცოდი, არაფრის გამფუჭებელს ეს ბავშვი არა გავს. თავიდან რომ მოვიდა ერთი საყურე ააწყო,ადრეც ხომ მოგწერე,ყოველდღე წვალობს რომ მეორე ააწყოს ისეთი,დაშლის და ააწყობს,დაშლის და ააწყობს.პატარა გოგოსთვის მინდაო ამბობს.ვინ გოგოსთვის არავინ ვიცით.ერთი სიტყვით მე როგორც სადედამთილოს მომწონს,ჯანმრთელობა კი მაფიქრებს მაგრამ შეიძლება ნერვების ბრალია,რა ვიცი აბა. ქალი აბანოში უნდა ნახოო რომ ამბობენ მაგისი მთქმელი ალბათ ციხეში არასოდეს ყოფილა თორემ მაგ სისულელეს არ იტყოდა,ციხეზე კარგად ადამიანს ვერსად გაიცნობ,აბანოც ესაა და სატირალიც. ერთი ნაკლი კი ექნება ნაციხარი იქნება რა, ეგაა და ეგ... ვახ კაცო დღეს რაღაც ხუმრობის ხასიათზე ვარ,კი არაფერი მეწყინოს. აი კუკარაჩა მეთქი ჩვენს ბადრაგზე რომ გწერ ისიც რაღაც დაკვირვებით უყურებს ამ ჩვენს ვიკას და რა ვიცი აბა. ერთი სიტყვით მომიკითხე შენი მეგობრები,უთხარი დედაჩემმა ქურდული სალამი დამაბარა ყველასთანო. იმ დღეს შენი მეგობარი დემნა იყო, სვანი რომ არის ის. იმ დღეს კი არა და გუშინ, რა ეტყობა მაგას სვანობის,სიგარეტი,ყავა,ნამცხვარი და წვრილ-წვრილი რაღაცეები მომიტანა.ზედ ერთი ოცლარიანიც დაუდია. ისე მომანატრეთ ფული მეგონა მეჩვენება მეთქი,თან ისეთი ტკიცინა იყო ვიფიქრე ფულის საჭრელი მანქანა ხომ არ უშივია სულ ახალი მოჭრილია მეთქი. რა ბიჭია რა, თავიდან რაღაც სხვანაირი ბავშვი მეგონა ხოლმე,მაგრამ სულ სხვა ყოფილა. სიგარეტი ვიღაცამ აიღო და ჩემამდე მარტო ჩამონათვალში ჩაწერილის სახით მოვიდა მაგრამ დემნას მივწერე რომ ყველაფერი მივიღე და აღარაფერზე შეწუხებულიყო, ვერა და ვერ გავაგებინე,მართლა რა გული აქვს რა. სიგარეტზე ნუ ეტყვი,გული ეტკინება,მომიკითხე და დამიკოცნე,უთხარი აღარ შეწუხდეს. ერთი სიტყვით მომიკითხე ყველა ვინც ღირსია და იცოდე მამაშენს გაზის ფული გამოართვი ნერვები არ მომიშალოს,იმ ოცი ლარით მე და ვიკამ სანთლები ვიყიდეთ თან ამ გოგოს წამლებიც ჭირდება ხოლმე და რა ვიცი რა, თორემ მოგაწოდებდი დე... ხო მართლა იმ ნომერზე აღარ ვარ სადაც მირეკავდი,სხვა კორპუსში გადაიყვანეს ის ქალი და აღარ გვაქვს შეხება, პრავერკაზე კიდევ მობილურებს არ ატანენ ძაღლებივით გვჩხრიკავენ ,თუ გამოჩნდა რამე მოგაწოდებ ნომერს. აბა შენ იცი დე..." -ნ ა ნ ა-
ვიკამ რვეული საწოლზე დადო და მორყეულ სკამზე ჩამოჯდა. რანაირია დეიდა ნანა,როგორი გაუტეხელი და მხიარულია,ასეთიც უნდა იყო,თავი თუ არ აიყვანე ხელში აქ გაგიჟდები,ასე უფრო ადვილია ცხოვრება. სულ ღიღინებს,ვითომ არაფერიო მაგრამ ყველა როგორ ედარდება თურმე,დედამთილობასაც რომ მიპირებს ჩუმად-ჩუმად, ეჰ რა იცის ნანამ,რა... ის ოცლარიანიც რამდენგან ჭირდებოდა, გამოიღო და მე მომცა,განა მართლა სანთლები ედარდებოდა,ჩემი წამალი უფრო აფიქრებდა თურმე. ვიკამ ჯიბიდან ტკიცინა ოცლარიანი ამოიღო და დეიდა ნანას ლეიბის ქვეშ დადო. კუკარაჩაზეც როგორ თბილად წერს შვილს,ისე მართლა როგორ გავს გიორგი კუკარაჩას, იმასაც რომ გიორგი ქვია. კარგია კუკარაჩა,მართლა კარგია. ნანა დეიდაც კარგია,ნანა დეიდა ჩემი შენაძენია, აი კუკარაჩა კი... ვიკამ გულის არეში ყრუ ტკივილი იგრძნო,ფეხზე წამოდგა,ყურმოტეხილი ფინჯანიდან ბისერები გაფითრებულ ხელისგულზე გადმოიყარა და ჟანგისფერ რკინის საწოლზე დაყარა.შემორჩენილი ძუა თვალით გაზომა, ეს უკანასკნელი ცდა იყო, არც ძუა ქონდა მეტი და ალბათ ბისერებსაც ასე თითო თითოდ ბოლომდე დაფანტავდა,პირველი საყურე კარგად შეათვალიერა და დიდი მონდომებით შეუდგა მეორეს აწყობას,ალბათ უკვე მეათასედ. ფიქრებით ისევ შორს იყო,დიდი სიფრთხილით და მონდომებით აგებდა ბისერებს და ხშირად ადარებდა მეორე საყურეს,აი უკვე რაღაც თითქოს გამოდიოდა კიდეც,თითქოს კი არა და გამოდიოდა, საყურე ნელა ნელა წყვილდებოდა. ... საღამოს შვიდის ნახევარი იყო როცა პატიმრები შემოწმებაზე გაიყვანეს.ეს პროცესი ყველაზე მეტად აღიზიანებდა ვიკას და არა მარტო ვიკას. ჩხრეკაზე რომ არაფერი ვთქვათ გასაყიდი ცხვრებივით შეყრიდნენ ერთად ამდენ მოცლილ პატიმარს,გადაითვლიდნენ,გადმოითვლიდნენ,დამცინავ რეპლიკებს ესროდნენ,ვისაც ერთმანეთთან რამე ქონდა სადავო და გასარჩევი იქ ირჩეოდა.პატიმრებიც ერთმანეთს ზიზღითა და შურით უყურებდნენ,ყველას გაბოროტებული თვალები ქონდა. სწორედ აქ მიაყენა პირველად გელაშვილმა ვიკას სიტყვიერი შეურაცხყოფა რის საპასუხოდაც დეიდა ნანასგან გვარიანი სილა მიიღო,ძალიან შეეშინდა მაშინ ვიკას.ახლაც ძალიან ეშინია,მიუხედავად იმისა რომ მას მერე უკვე წელიწადზე მეტი გავიდა ვერ შეეჩვია და ვერ შეეგუა ასეთ ცხოვრებას,სადაც შეიძლებოდა თვალები დაეხუჭა, ვიკა თვალებს ხუჭავდა და იდგა ასე ცვილის ქანდაკებასავით, ასეც შეარქვეს ციხეში, ცვილის ანგელოზს ეძახდა ყველა. როგორც იქნა მორჩა ეს არასასიამოვნო პროცედურა და პატიმრები საკნებს დაუბრუნეს. ნანა დეიდას ლაპარაკის თავი არ ქონდა,ვიკას მითუმეტეს. ერთადერთი რასაც ნატრობდა და რაშიც ალბათ ნახევარ სიცოცხლეს მიცემდა ცხელი აბაზანა იყო. ძილის წინ წასაკითხი ლოცვა ჩურჩულით წაიკითხა,სანთელიც აღარ ქონდა დასანთებად და სხვა ლოცვები გულში ჩაიყოლა. ნანას ფშვინვას მალე ვიკას მშვიდი სუნთქვა შეუერთდა და ნესტიანი საკანი სიბნელემ და სიჩუმემ მოიცვა. ... -ვიკა,ვიკა-მოესმა დილით ხატებთან მუხლმოყრილ ვიკას ბატონი გიორგის ხმა. -დიახ ბატონო ბადრაგო -მე რა გითხარი გოგო შენ? -მაპატიეთ ბატონო გიორგი. -ვიკა მე გიორგი ვარ,უბრალოდ გიორგი. ერთი წელია ვერ მოგაშლევინე ბატონო-ბატონოს ძახილი,ისე სიმართლე რომ გითხრა ახლა ბატონ-ყმობა რომ იყოს მე თავადი ვიქნებოდი, მაშ! -მე ალბათ ყმა ხო? -არა ვიკა, არა. შენ ერთი ლამაზი გოგო იქნებოდი,ძალიან,ძალიან ლამაზი გოგო. აი დედოფალი რომ უნდა იყოს ისეთი. ვიკას გაეღიმა, ლეიბის ქვეშიდან გაცრეცილი ათლარიანი გამოიღო მერე ფურცელზე რაღაც დაწერა და ორივე გიორგის გაუწოდა. -ვიკა შემოდი ჩემთან კაბინეტში,ასე აქ ფულის გამორთმევა არ შეიძლება-გაიღიმა გიორგიმ. -ხელბორკილი საჭიროა ბატონო გიორგი? -არა ვიკა,არა. მიდი წინ იარე და სამორიგეოში შედი,ხომ იცი დასაცაა? -ხო,ვიცი -ხოდა მიდი ვიკამ სამორიგეო ოთახის კარი გააღო და თამამად შევიდა,უკან გიორგი შეყვა,კარი მიხურა და ტყავის სავარძელში ჩაჯდა. -დაჯექი ვიკა -არა არ მინდა,ასე მირჩევნია, აი აიღეთ ფული -ვიკა, მე შენ ხომ გითხარი რომ... -არა! აიღეთ ფული ისე არ მინდა , სამი აბი წამალი წამომიღეთ, ჯერჯერობით მეტის ყიდვის საშუალება არ მაქვს , აი აქ წერია წამლის სახელი,დანარჩენით სანთლები წამომიღეთ. -გიორგიმ ვიკას ფურცელთან ერთად გამოართვა ფულიც და გულის ჯიბეში ისე ჩქარა ჩაიკუჭა კაცი იფიქრებდა ცხელი ნაკვერჩხალი მიაწოდეს ხელში და ხელი დაეწვაო. გული დაეწვა გიორგის... -გიორგი თქვენ კუკარაჩა ნანახი გაქვთ? -კი,ნანახი მაქვს ,რა იყო? -არა,არაფერი ისე შეგეკითხეთ. წიგნიცაა კუკარაჩა? -კი ვიკა,წიგნიცაა კუკარაჩა -კარგია? -არ წაგიკითხავს? -არა -გინდა? -არ ვიცი-გაწითლებულმა ვიკამ გიორგის სევდიანი თვალები აარიდა და სამორიგეოს კედელს მიეყრდნო. -მოგიტან ვიკა, მე სახლში არა მაქვს მაგრამ ვითხოვებ და მოგიტან.რა გჭირს შენ, ცუდად ხომ არ ხარ რა ფერი გაქვს? -არა ნუ შეწუხდებით -რა შეწუხებაა, მეორე მორიგეობაზე მოგიტან, ვიკა შენი ფერი არ მომწონს,წამოდი ექიმთან გაგიყვან, მომეცი აბა შენი ხელი -რატო? -მომეცი და გაიგებ ვიკამ გიორგის გაფითრებული ხელი დაბნეულმა გაუწოდა,გიორგიმ გოგონას გაყინული ხელისგული ტუჩებთან მიიტანა და სამჯერ აკოცა -სულ გაგყინვია გოგო ხელები -ვიცი- ვიკამ ცრემლები მოიწმინდა და სამორიგეო ოთახიდან არეული ნაბიჯით გავიდა. გიორგის გულმა რეჩხი უყო. ... გიორგიმ მანქანა ქალთა კოლონიის ეზოში გააჩერა, კარი დაკეტა, პირველი კორპუსის დერეფანი სწრაფი ნაბიჯით გაიარა და მეორე კორპუსში შევდა. მეორე სართულზე აირბინა და მეცხრამეტე საკანთან შეჩერდა. -როგორ ხართ ჩიტებო და გვრიტებო? გაიღიმა გულაფანცქალებულმა გიორგიმ და საკანში შევიდა. ღიმილი სახეზე შეეყინა,ოთახში ნანა და კრისტინა იდგნენ და სიგარეტს ახჩოლებდნენ, ორივეს ნამტირალევი თვალები ქონდათ. -ნანა სადაა ვიკა?-იკითხა გიორგიმ და თვალი ვიკას საწოლზე მოავლო. საწოლზე დაჭმუჭნული ქემელის კოლოფი და ბისერებით აწყობილია პატარა, ლამაზი ჯვრის ფაქტურის საყურეები ეყარა.იქვე გადაშლილი "პატარა უფლისწული" იდო. -ნანა, სადაა ვიკა,სად?? -რეზბალნიცაზე გადაიყვანეს.-ნანამ გიორგის თვალი აარიდა და სიგარეტიდან სიგარეტს გადაუკიდა. -რატო ნანა, რატო? -გიორგი, რამდენი გაგატანა ვიკამ ფული? -ათი ლარი ნანამ ლეიბის ქვეშიდან ტკიცინა ოცლარიანი გამოიღო და გიორგის გაუწოდა. -სანთლები მიყიდე, სულ, სულ -ნანა, გამაგებინებ რა მოხდა? -გიორგი, ეს საყურე ვისთვის უნდოდა ვიკას, შენ ხომ არ იცი, ვინ იყო ის პატარა ლამაზი გოგო ვისთვისაც საყურეს აკეთებდა?-იკითხა ატირებულმა კრისტინამ. -შვილი იყო კრისტინა. -რააა, შვილი ყავდა ვიკას?? ნანა, შენ იცოდი რომ შვილი ყავდა?? -ნანამ უარის ნიშნად თავი გააქნია. -შვილი კი არა შვილები ყავდა, ორი გოგო, ტყუპები . -შენ რა იცი გიორგი? -დოსიეში წერია, ნანა, მალე მოიყვანენ ვიკას? ან საერთოდ ვინ გადაიყვანა?? -გიორგი, ვიკა აღარაა- თქვა კრისტინამ და ოთახიდან ხველებით გავიდა. -რააა? იღრიალა გიორგიმ და კედელს მუშტი მთელი ძალით დაარტყა. ყვირილზე ვალიკო მოვარდა რა ხდება გიორგი რა ამბავია? -წადი შენი... გიორგი გიჟივით გავარდა ქუჩაში. -ეს რა წიგნია ნანა? -იკითხა ვალიკომ და იატაკზე დაგდებული ყდაშემოცვეთილი წიგნი აიღო. მერე სანთლები და წამლის კოლოფი აკრიფა და მაგიდაზე დაალაგა. -გაეთრიე ვალიკო აქედან, გაეთრიე აქედან ვალიკო. -გადამრევს კაცო ეს ხალხი, ისე უკვირთ თითქოს ჯერ არავინ მომკვდარა აი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. მადლობა გოგოებო მადლობა გოგოებო
24. უსაყვარლესი ხარ. თვალები ამიჭრელდა მაგრამ ღირდა.გაიხარეეე. უსაყვარლესი ხარ. თვალები ამიჭრელდა მაგრამ ღირდა.გაიხარეეე.
23. +2. მეტის უფლებასა არ მაძლევენ +2. მეტის უფლებასა არ მაძლევენ
22. :) რა ვიცი აბა ქონდეს:) დიდი მადლობა რომ არ დაიზარეთ და წაიკითხეთ :) რა ვიცი აბა ქონდეს:) დიდი მადლობა რომ არ დაიზარეთ და წაიკითხეთ
21. კარგი ხარ პატარა...მაგრამ რად უნდა ორი სათაური?:)) კარგი ხარ პატარა...მაგრამ რად უნდა ორი სათაური?:))
19. და მე რატო არ ვიცოდი ეს? მოხვალ სახლში გოგონი:)) 5 და მე რატო არ ვიცოდი ეს? მოხვალ სახლში გოგონი:)) 5
18. წავიკითხე:) წავიკითხე:)
17. კარგია. წარმატებები. კარგია. წარმატებები.
16. კარგი გოგო ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! კარგი გოგო ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
15. ვაიმე ბავშვებო მთვრალი ვარ:) მაინც მადლობა ყველას, არა მაქვს ცუდი სიმთვრალე მგონი:) ვაიმე ბავშვებო მთვრალი ვარ:) მაინც მადლობა ყველას, არა მაქვს ცუდი სიმთვრალე მგონი:)
14. ჩემი პატარა მეგობარიიი!!! მშვენიერია ძვირფასო!!! ემოცია ნათლად არის მოტანილი მკითხველემდე!!! მშვენივრად წერ პატარა!!! ყოჩაღ!!!
არ მიყვარს ცამეტი... ხელმეორედ 14-ში... :) :) :) :) :) ჩემი პატარა მეგობარიიი!!! მშვენიერია ძვირფასო!!! ემოცია ნათლად არის მოტანილი მკითხველემდე!!! მშვენივრად წერ პატარა!!! ყოჩაღ!!!
არ მიყვარს ცამეტი... ხელმეორედ 14-ში... :) :) :) :) :)
13. ჩემი პატარა მეგობარიიი!!! მშვენიერია ძვირფასო!!! ემოცია ნათლად არის მოტანილი მკითხველემდე!!! მშვენივრად წერ პატარა!!! ყოჩაღ!!! ჩემი პატარა მეგობარიიი!!! მშვენიერია ძვირფასო!!! ემოცია ნათლად არის მოტანილი მკითხველემდე!!! მშვენივრად წერ პატარა!!! ყოჩაღ!!!
12. ფიქრებით ისევ შორს იყო,დიდი სიფრთხილით და მონდომებით აგებდა ბისერებს და ხშირად ადარებდა მეორე საყურეს,აი უკვე რაღაც თითქოს გამოდიოდა კიდეც,თითქოს კი არა და გამოდიოდა, საყურე ნელა ნელა წყვილდებოდა. გილოცავ ბარტყო ფიქრებით ისევ შორს იყო,დიდი სიფრთხილით და მონდომებით აგებდა ბისერებს და ხშირად ადარებდა მეორე საყურეს,აი უკვე რაღაც თითქოს გამოდიოდა კიდეც,თითქოს კი არა და გამოდიოდა, საყურე ნელა ნელა წყვილდებოდა. გილოცავ ბარტყო
11. ემოცია მაგრად მოაქვს :) საღოლ ბარტყო :) ემოცია მაგრად მოაქვს :) საღოლ ბარტყო :)
9. თითქოს ციხისთვის მეტად კეთილშობილური მოთხრობაა, მაგრამ ისეთია, მის სინამდვილეში ეჭვსაც ვერ შეიტანს კაცი...5 თითქოს ციხისთვის მეტად კეთილშობილური მოთხრობაა, მაგრამ ისეთია, მის სინამდვილეში ეჭვსაც ვერ შეიტანს კაცი...5
8. ჩემი გოგო... ჩემი გოგო...
7. ''და შენ კარგად წაიკითხე ნანა. ნინი ვერ ხვდები''.
კი ანი... ვხვდები ...
მიყვარხარ!უაზროდ,უზომოდ.......................................
``და შენ კარგად წაიკითხე ნანა. ნინი ვერ ხვდები``.
კი ანი... ვხვდები ...
მიყვარხარ!უაზროდ,უზომოდ.......................................
6. ნინი-მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ მე ვხვდები ნინი და შენ კარგად წაიკითხე ნანა. ნინი ვერ ხვდები? ნინი-მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ მე ვხვდები ნინი და შენ კარგად წაიკითხე ნანა. ნინი ვერ ხვდები?
5. ანი მახსოვს ეს. მახსოვს ყველაფერი. მაშინაც ,ახლაც და ლიტგეზეც ცრემლები მქონდა. მეტს არ გავაგრძელებ,ვიცი ვხვდები.
ძალიან მიყვარხარ პატარავ,ბედნიერი იყავი.. >:D<. ყველაზე ნიჭიერი,ყველაზე კარგი,ყველაზე ..ყველაზე.. საოცრება ანი..ჩემი გოგო... ანი მახსოვს ეს. მახსოვს ყველაფერი. მაშინაც ,ახლაც და ლიტგეზეც ცრემლები მქონდა. მეტს არ გავაგრძელებ,ვიცი ვხვდები.
ძალიან მიყვარხარ პატარავ,ბედნიერი იყავი.. >:D<. ყველაზე ნიჭიერი,ყველაზე კარგი,ყველაზე ..ყველაზე.. საოცრება ანი..ჩემი გოგო...
4. დიდი მადლობა, ვაჟა დავით- მადლობა, ჩემთვისაც ახლობელი ხარ. თამარ-ეს ლამის ერთი წელია დავწერე, მაშინ ლევან ლორიამ მომიწონა და მართლა მესიამოვნა. დავწერე, კონკრეტულად არავიზე, მაგრამ ჩემი სევდა (შენ ეს იცი) ხერხემალივით გაყვება ამ მოთხრობას, ეს უფრო სცენარს გავს, მინდოდა ასეთი ყოფილიყო, მართალი და სადა.
დიდი მადლობა, ვაჟა დავით- მადლობა, ჩემთვისაც ახლობელი ხარ. თამარ-ეს ლამის ერთი წელია დავწერე, მაშინ ლევან ლორიამ მომიწონა და მართლა მესიამოვნა. დავწერე, კონკრეტულად არავიზე, მაგრამ ჩემი სევდა (შენ ეს იცი) ხერხემალივით გაყვება ამ მოთხრობას, ეს უფრო სცენარს გავს, მინდოდა ასეთი ყოფილიყო, მართალი და სადა.
3. ანი, ვისზე წერ ამას? ვის გულისხმობდი? :-* >:D< 5 ანი, ვისზე წერ ამას? ვის გულისხმობდი? :-* >:D< 5
2. მრავალ ლამაზ დღესასწაულს დასწრებოდეთ! მიყვარხართ, მართალია უცნობი, მაგრამ როგორც ჩემი პატარა დაიკო! 555555555555555555555555555555555555555555555555555 მრავალ ლამაზ დღესასწაულს დასწრებოდეთ! მიყვარხართ, მართალია უცნობი, მაგრამ როგორც ჩემი პატარა დაიკო! 555555555555555555555555555555555555555555555555555
1. -ნ ა ნ ა-
ვიკამ რვეული საწოლზე დადო და მორყეულ სკამზე ჩამოჯდა. რანაირია დეიდა ნანა,როგორი გაუტეხელი და მხიარულია,ასეთიც უნდა იყო,თავი თუ არ აიყვანე ხელში აქ გაგიჟდები,ასე უფრო ადვილია ცხოვრება. სულ ღიღინებს,ვითომ არაფერიო მაგრამ ყველა როგორ ედარდება თურმე,დედამთილობასაც რომ მიპირებს ჩუმად-ჩუმად, ეჰ რა იცის ნანამ,რა... ის ოცლარიანიც რამდენგან ჭირდებოდა, გამოიღო და მე მომცა,განა მართლა სანთლები ედარდებოდა,ჩემი წამალი უფრო აფიქრებდა თურმე. ვიკამ ჯიბიდან ტკიცინა ოცლარიანი ამოიღო და დეიდა ნანას ლეიბის ქვეშ დადო. კუკარაჩაზეც როგორ თბილად წერს შვილს,ისე მართლა როგორ გავს გიორგი კუკარაჩას, იმასაც რომ გიორგი ქვია. კარგია კუკარაჩა,მართლა კარგია. ნანა დეიდაც კარგია,ნანა დეიდა ჩემი შენაძენია, აი კუკარაჩა კი... ... რთული ცხოვრება და ლამაზი სევდა. -5+ :))))))
-ნ ა ნ ა-
ვიკამ რვეული საწოლზე დადო და მორყეულ სკამზე ჩამოჯდა. რანაირია დეიდა ნანა,როგორი გაუტეხელი და მხიარულია,ასეთიც უნდა იყო,თავი თუ არ აიყვანე ხელში აქ გაგიჟდები,ასე უფრო ადვილია ცხოვრება. სულ ღიღინებს,ვითომ არაფერიო მაგრამ ყველა როგორ ედარდება თურმე,დედამთილობასაც რომ მიპირებს ჩუმად-ჩუმად, ეჰ რა იცის ნანამ,რა... ის ოცლარიანიც რამდენგან ჭირდებოდა, გამოიღო და მე მომცა,განა მართლა სანთლები ედარდებოდა,ჩემი წამალი უფრო აფიქრებდა თურმე. ვიკამ ჯიბიდან ტკიცინა ოცლარიანი ამოიღო და დეიდა ნანას ლეიბის ქვეშ დადო. კუკარაჩაზეც როგორ თბილად წერს შვილს,ისე მართლა როგორ გავს გიორგი კუკარაჩას, იმასაც რომ გიორგი ქვია. კარგია კუკარაჩა,მართლა კარგია. ნანა დეიდაც კარგია,ნანა დეიდა ჩემი შენაძენია, აი კუკარაჩა კი... ... რთული ცხოვრება და ლამაზი სევდა. -5+ :))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|