 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 9 მარტი, 2009 |
დაკარგული სამოთხე
,,დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?’’ დაბ. 3.9.
მზე ძალიან ნელა ჩადის... და ზღვის მწვანედ დაღლილ ტალღებს ნაზად-ნაზად ნარინჯისფრად აფერადებს... ადამი თვალს ვერ აცილებს ჩამავალ მზეს... ,,მზემ დღეს ისე მიმიზიდა. თვალს ვერა ვწყვეტ... სხვა ფერია ზღვაც, ცაც, მიწაც... თუ მძინავს და ვხედავ სიზმარს?!... სულს ნელი-ნელ ავსებს მშვიდი ვარდისფერი...’’ ადამი თვალს ვერ აცილებს ჩამავალ მზეს... ,,რა გსურს, ადამ?’’.... ,,ვიხილავ კი, ხვალ მე ისევ ასეთ სურათს?’’.... სიო თეთრად წამოქოჩრავს ტალღებს ზღვისას... გააჟრჟოლა... თითქოს ახალა გაეღვიძა... ,,ნეტავ, ასე რამ მომხიბლა?... ყველაფერი დამავიწყა...”
*** ... მთვარემ ვერცხლისფრად დაუფერა ხეებს ფოთლები... ...სამოთხის ბაღი ერთ წამს შეცბუნდა... ... მრუმე ჩრდილები თითქოს დაგრძელდა... ... და ყველაფერი გალურსული და დარცხვენილი მთვარესაც და ერთმანეთსაც ემალებოდა... ... ნეტავ, რა მოხდა?... ... სიო, დამფრთხალი, მუხის ფოთლებში შეყუჟული, ჩუმად კვნესოდა: .... ,,გველმა გვაჯობა, ევა აცდუნა... აკრძალული ხილი აგემა... ... მან კი ადამი დაარწმუნა... ... ადამიც ცდუნდა!...’’
*** ... აღარ და აღარ გაილია ეს გრძელი ღამე... ... ადამი თვალს ვერ აშორებდა ვერცხლისფერ მთვარეს... ,,ხვალ რა იქნება? რაღაც საეჭვოდ დაყრუვდა არე... თუ მე არ მესმის, ჩემთვის გახდა ასე მდუმარე?!... ფოთლების ყველა გაშრიალება ისე მაშინებს... აღარც სიო მელამუნება, მიწაც რაღაც უცებ გაცივდა, და მთელი ბაღი, ასე ფერადი, გაუფერულდა... ნუთუ ეს იყო?... ამას ვეძებდი?... ვარ შიშველი, მიუსაფარი და დარცხვენილი... ღვთის ძეობის საბრძნე არ მეყო... და ახლა გავხდი ბრძენი, ვით ღმერთი?!... ო, არა, არა... ასეთ ჭიდილს ვეღარ გავუძლებ! გათენდი, ღამევ... გაცურდი, მთვარევ... და ყოველივე თან წარიტანე...”
*** გათენდა ღამე, მზეც ამოცურდა... მაგრამ სირცხვილი ისევ აქ დარჩა. ,,სადა ხარ, ადამ?’’ იკითხა მამამ. ადამი კი, ლეღვის ფოთლებს შეფარებული, ემალებოდა სირცხვილით თავსაც. ,,სადა ხარ, ადამ?’’ მიწას ბალახი ეფარებოდა, ბალახს კი ნისლი... ,,ადამ, სადა ხარ?’’ მზის სხივი ცაზე აღარ ბრწყინავდა, წაგრძელდა ჩრდილი... ,,ადამ, რა მოხდა?... ამ ლეღვის ფოთლებს ტანზე რად იკრავ?!...’’ ყოველივე ელოდა შიშით... ... ,,შიშველი ვარ!’’... ,,საიდან იცი?!... აკრძალული იგემე ხილი?!....’’ ,,ო, არა, არა... ევამ მაცდუნა!...’’ ,,მაგრამ შენც გსურდა გამხდარიყავი, ვით მამა, მცნობი ყოველგვარ სიბრძნის!’’ ,,როგორ გაბედეთ?... ხომ აგიკრძალეთ სიკვდილის შიშით?!...’’ ,,ტანხატულამ კი გამიმხილა, რომ თურმე იმ ხილს...’’ ,,და შენც გველს ენდე?!... ...გველს, რომელიც... არა, თქვენ არ ხართ სამოთხის ღირსნი!’’ ცა ჩამობნელდა... სიო მოკვდა... მიწა გაქვავდა... ,,მამა გვაძევებს... მამამ შეგვრისხა... არ გვაპატიებს?!... რა დავაშავეთ... რა შევცოდეთ... სიტყვა გავტეხეთ?!... და განა გველმა სიმართლე არ თქვა?!... სინამდვილეში ხილი ხომ არ კლავს?!...’’ ო, ეს ეჭვი! შხამიანი შურის ნაყოფი, დამტკბარ აკრძალულ ხილად ქცეული, წამლავდა ადამს... ,,შენ ღირსი არ ხარ იყო სამოთხეს!’’ ,,მე ღირსი არ ვარ?’’ და სამოთხის წალკოტთა ნაცვლად -- მამის ნაწყევლი; ,,მიწა ხარ და მიწად იქეცით!...’’ პურის ძიება ოფლის საფასად... ,,შენ ღირსი არ ხარ იყო სამოთხეს!’’ ,,მე ღირსი არ ვარ?’’ და ზეცისფერი ღიმილის ნაცვლად -- ცრემლი შვილთათვის, ფიქრი და ტანჯვა... დუმდა ყოველი. ყვავილებმა ფერი დაკარგეს... და მარადი მეტოქე კაცთა, მიწაზე ხოხვით, შხამს გაიმრავლებს... ბოლოს კი ევას ნაშიერი მაინც ძირს დასცემს! ,,შენ ღირსი არ ხარ!... შენ ღირსი არ ხარ, იყო სამოთხეს!...’’ დუმს. აღარ გალობს სამოთხის ჩიტი. მამამ ბაღის კარი დახურა... და ეს ქვეყანა საასპარეზოდ მიწის პირველ რაინდს არგუნა. 2004წ. 29 თებერვალი -- 13 მარტი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ძალიან კარგად წერთ,მარტივად,გასაგებად და მხატვრულად :) ძალიან კარგად წერთ,მარტივად,გასაგებად და მხატვრულად :)
20. ,,გველმა გვაჯობა, ევა აცდუნა... აკრძალული ხილი აგემა... ... მან კი ადამი დაარწმუნა... ... ადამიც ცდუნდა!...’’
,,გველმა გვაჯობა, ევა აცდუნა... აკრძალული ხილი აგემა... ... მან კი ადამი დაარწმუნა... ... ადამიც ცდუნდა!...’’
19. ,,შენ ღირსი არ ხარ იყო სამოთხეს!’’ ,,მე ღირსი არ ვარ?’’
ამ კითხვის ნიშანმა დაღუპა სამყარო.
რა დავაშავეთ... რა შევცოდეთ... სიტყვა გავტეხეთ?!... და განა გველმა სიმართლე არ თქვა?!... სინამდვილეში ხილი ხომ არ კლავს?!...’’
მაგარია! რა ზუსტად არის დაჭერილი.
შედეგი?
ვარ შიშველი, მიუსაფარი და დარცხვენილი...
და კიდევ: მამამ ბაღის კარი დახურა... და ეს ქვეყანა საასპარეზოდ მიწის პირველ რაინდს არგუნა.
აბა, რა მოგწერო, მაიკო? მაგარია. თავად პირველწყარო ლექსებად რომ არის წოდებული, შემთხვევითობა კი არ არის. ვაგრძელებ კითხვას. ,,შენ ღირსი არ ხარ იყო სამოთხეს!’’ ,,მე ღირსი არ ვარ?’’
ამ კითხვის ნიშანმა დაღუპა სამყარო.
რა დავაშავეთ... რა შევცოდეთ... სიტყვა გავტეხეთ?!... და განა გველმა სიმართლე არ თქვა?!... სინამდვილეში ხილი ხომ არ კლავს?!...’’
მაგარია! რა ზუსტად არის დაჭერილი.
შედეგი?
ვარ შიშველი, მიუსაფარი და დარცხვენილი...
და კიდევ: მამამ ბაღის კარი დახურა... და ეს ქვეყანა საასპარეზოდ მიწის პირველ რაინდს არგუნა.
აბა, რა მოგწერო, მაიკო? მაგარია. თავად პირველწყარო ლექსებად რომ არის წოდებული, შემთხვევითობა კი არ არის. ვაგრძელებ კითხვას.
18. 2 მეტის დაწერის უფლება არ მაქვს 2 მეტის დაწერის უფლება არ მაქვს
15. კარგად წერ ძალიან! კარგად წერ ძალიან!
13. დუმს. აღარ გალობს სამოთხის ჩიტი. მამამ ბაღის კარი დახურა... და ეს ქვეყანა საასპარეზოდ მიწის პირველ რაინდს არგუნა.
8-> ვნახოთ როგორ მიხედავს ადამი აქაურობას :) დუმს. აღარ გალობს სამოთხის ჩიტი. მამამ ბაღის კარი დახურა... და ეს ქვეყანა საასპარეზოდ მიწის პირველ რაინდს არგუნა.
8-> ვნახოთ როგორ მიხედავს ადამი აქაურობას :)
12. მომწონს წინა ტექსტის ამგვარი განვითარება. გაიხარეთ! მომწონს წინა ტექსტის ამგვარი განვითარება. გაიხარეთ!
11. გკითხულობ ინტერესით...
:-* გკითხულობ ინტერესით...
:-*
10. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის და მოთმინებისათვის.... შემდეგი იქნება პირველი კარის დასასრული... და ცოტა განსხვავებული... მეტს არაფერს გეტყვით... დაელოდეთ... როგორ მიყვარს არტ-ინტრიგა...:) :):D ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის და მოთმინებისათვის.... შემდეგი იქნება პირველი კარის დასასრული... და ცოტა განსხვავებული... მეტს არაფერს გეტყვით... დაელოდეთ... როგორ მიყვარს არტ-ინტრიგა...:) :):D
9. ,,ო, არა, არა... ევამ მაცდუნა!...’’ -აი, აქ დააშავა ადამმა...(რომ გადააბრალა და არ აღიარა... მამას კი უნდოდა ეღიარებინა ამიტომაც ჰკითხა მემგონი) იოანეს სახარებას უფრო სულიერ სახარებას ეძახიან...შენი რაინდის რომანიც ძალიან განსულიერებულია...555555555 ,,ო, არა, არა... ევამ მაცდუნა!...’’ -აი, აქ დააშავა ადამმა...(რომ გადააბრალა და არ აღიარა... მამას კი უნდოდა ეღიარებინა ამიტომაც ჰკითხა მემგონი) იოანეს სახარებას უფრო სულიერ სახარებას ეძახიან...შენი რაინდის რომანიც ძალიან განსულიერებულია...555555555
8. თანდათან უფრო არამარტივად წასაკითხი ხდება, ანუ სიღრმე ემატება, ჩემი აზრით, და ეს კარგია, თან განსხვავებული ხელწერაც და...:-* თანდათან უფრო არამარტივად წასაკითხი ხდება, ანუ სიღრმე ემატება, ჩემი აზრით, და ეს კარგია, თან განსხვავებული ხელწერაც და...:-*
7. კარგიააა!!! რა ვთქვა? ინტერესით ვკითხულობ... და ვფიქრობ არაჩვეულებრივი გადმოცემის წყალობით ადამიანები ეზიარებიან ბიბლიის ელემენტებს რაც ასე თვალსაჩინოდ აისახება შენს შემოქმედებაში... შენიშვნები არ მაქვს მეგობარო...
წყაროს წყალივით მორაკრაკეა!!! კარგიააა!!! რა ვთქვა? ინტერესით ვკითხულობ... და ვფიქრობ არაჩვეულებრივი გადმოცემის წყალობით ადამიანები ეზიარებიან ბიბლიის ელემენტებს რაც ასე თვალსაჩინოდ აისახება შენს შემოქმედებაში... შენიშვნები არ მაქვს მეგობარო...
წყაროს წყალივით მორაკრაკეა!!!
6. ჩემგან ქება და ქება :) სტილი მომწონს და სიღრმე :) ჩემგან ქება და ქება :) სტილი მომწონს და სიღრმე :)
5. არ მცალია და მაინც შემოვირბინე აქ..
მაი კარგად წერ. შარშან ჰქონდა საპატრიარქოს რელიგიურ თემატიკაზე დაწერილი ნაწარმოებების კონკურსი. ვთხოვ ჩემს მეგობარს,გამიგოს ხომ არ იგეგმება წელს რამე. იფიქრებ ამაზე? არ მცალია და მაინც შემოვირბინე აქ..
მაი კარგად წერ. შარშან ჰქონდა საპატრიარქოს რელიგიურ თემატიკაზე დაწერილი ნაწარმოებების კონკურსი. ვთხოვ ჩემს მეგობარს,გამიგოს ხომ არ იგეგმება წელს რამე. იფიქრებ ამაზე?
4. სევდიანია სამოთხიდან გამისვლის ისტორია. სევდიანია სამოთხიდან გამისვლის ისტორია.
3. გაიხარე, მაიკო! ძალიან მომწონს! 5 გაიხარე, მაიკო! ძალიან მომწონს! 5
2. ძალიან ლირიულად და ლამაზად ამბობთ... ძალიან ლირიულად და ლამაზად ამბობთ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|