ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAGA
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2009


..ს


"დრო მალვით გავა გიამბორებს ვერ გაგაოცებს
დატოვებს სევდას და გაძარცვავს ვარდებს ბაღისას,
შენ ვერ მოგტაცებს სილამაზეს ვერ გაიცინებს
ვერ დააბნელებს უკვდავებას შენი ტანისას....

ასი წლის მერეც ისევ მოვალ შენ ლურჯ თვალებთან
და ჩაგჩურჩულებ ზღაპარს ჩუმად ბნელი მთვარისას,
ასი წლის მერეც მე კვლავ მოვალ შენს ცივ ღაწვებთან,
და ვუამბორებ მარგალიტებს შენი თვალისას"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები