ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2009


მე მიყვარს (ციკლიდან მე ჩემი სოფლის პატარა (ა)ჩრდილი ვარ)



მე მიყვარს სოფელი შენით,
შენს მხარზე, გადგმული ცელი.
ნახირჩამოვლილი შარა
და შემორჩენილი მტვერი.

მე მიყვარს ნალია შენი,
კიბემიბჯენილი ქოხი.
მე მიყვარს ნალესი ცული,
ბარი,ფოცხი და თოხი.

ქალაქი? ქალაქიც არის...
თეთრი კორპუსების ჯარი,
მაგრამ აქეთა მაქვს ფიქრი,
აქედან მაწვება ჯავრი.

ჩემი სამანქანო გზები,
შარაზე ფართე არის.
უნდა შემომისვა ცხენზე,
დაჭერა მასწავლო ტანის.

ხანდახან, მაწვიე ქალაქს,
იქნებ მომანატროს თავი.
სადაც შენ, იქაც მე ბიჭო.
გამიღე მაგ ოდის კარი.

ხოდა გავიტანოთ ასე,
ღვთისგან ნასესხები წუთი.
უნდა მაპატიო ხოლმე
თონეს ჩავარდნილი კუტი

და მერე, მეც იქნებ შევძლო,
მხარდამხარ გამოგყვეთ სოფელს.
ტყიდან დაბრუნებულ ქმარ-მაზლს,
ცხელ-ცხელს გახვედრებდეთ შოთებს.

მე მიყვარს სოფელი შენით
და შენი, პატარა სახლი.
მაგ ბიჭსაც გაგიზრდი კაცად,
მკიდია,რას იტყვის ხალხი.

შენთან დამიტოვე ბიჭო,
სოფელთან ნურასდროს გამყრი.
ყველა ეტიკეტს და ნიღაბს,
შენს დაღლილ ფეხებთან დავყრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები