მე ხშირად მახსენდება ჩემი ოდა სახლი, თითქოს ლურსმანზე საცერიც კიდია, აქეთ წიწაკაა გამხმარი ასხმული, მზეს მიფიცხებული ჩირების მწკრივია.
ხის კოჭებს სიძველის ფერი დასდებიათ, სიბერეს არ იმჩნევს და მეგობარს სანდომიანს სხვენზე ასასვლელად მიდგმული ხის კიბე, თითქოს ისვენებსო, ისე დაყრდნობია.
ეზოში ორ მწკრივად გაბმული მავთული, მატყლის ლეიბები მზეს მიფიცხებული, კაკალთან ძველი ჭა, ხავსმოკიდებული, სათონე და კუტი შიგ მივიწყებული.
ხშირად მახსენდება ბომბორა მეცხვარე, კუდის ქიცინით რომ დაჰყვება დედაჩემს, დრო მოუჭამია, მაგრამ ვერ ღალატობს და მარტო არ ტოვებს ფუსფუსა დედაბერს.
ახლაც თვალწინ მიდგას დედის გამოხედვა, დამჭკნარი სახე და დამჭკნარი ხელები. საბძელთან გადაჭრილ, გამხმარ თუთის ხეზე, მყარად დასობილი ცული და ცელები.
დედის გაღიმება, რაღაც უცნაური, გულს ერთდროულად რომ მიკლავს და მიხარებს, სიცილდავიწყებულს ღიმილი სტუმრობს და უკბილო პირზე რომ ხელებს აიფარებს.
როგორ მენატრება პატარა ხის სახლი, ძალიან მრცხვენია და მიკვირს, იცი რის? ქალაქის გაჭვარტლულ სახლებში გავცვალე, ზურგი შევაქციე და მაინც მიღიმის.
მაინც მეფერება,გულში თბილად მიკრავს და ეს სიყვარული ყველაზე დიდია. ახლა სულ მარტოა,ხმა რომ აღარ ისმის, ძელზე რომ ჩამქრალი ლამპარი კიდია.
მინდა, მოვეფერო დაბერებულ მხრებზე ხელი შემოვხვიო და ვუთხრა - გპირდები, შენს თავს არ დავუთმობთ არცერთ სარეველას, ყიჟინით აგიკლებენ ქოჩორა ბიჭები.
როგორ მიგატოვებთ, როგორ დაგივიწყებთ, ხედავ? შენს კრამიტქვეშ ბუდობენ ჩიტებიც, ცრემლი არ ჩამოაგდო გამხმარი სარკმლიდან, შენ არც კი იცი, ჩვენ როგორ გვჭირდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. აქ გვარიანად გამეღიმა. არ ვიცოდე მინც თავად რას წერთ:) მაინც მადლობა, მე რაც არ მომწონს არ ვკითხულობ ბოლომდე პრიმიტიულს კი 2 წინადადების მერე:) აქ გვარიანად გამეღიმა. არ ვიცოდე მინც თავად რას წერთ:) მაინც მადლობა, მე რაც არ მომწონს არ ვკითხულობ ბოლომდე პრიმიტიულს კი 2 წინადადების მერე:)
41. პრიმიტიულის რა გითხრა აბა, უბრალოდ მარტივი და სუსტი ლექსია, ძალიან მცირე მხატვრული ღირებულებებით, მაგრამ როგორც ქვემოთ აღვნიშნე ემოციურია და ბუნებრივი... და ჩემი ქულების მაქსიმუმიც ამიტომ დავწერე, მონდომებულია ბავშვი და გამოუვა იმედია :) პრიმიტიულის რა გითხრა აბა, უბრალოდ მარტივი და სუსტი ლექსია, ძალიან მცირე მხატვრული ღირებულებებით, მაგრამ როგორც ქვემოთ აღვნიშნე ემოციურია და ბუნებრივი... და ჩემი ქულების მაქსიმუმიც ამიტომ დავწერე, მონდომებულია ბავშვი და გამოუვა იმედია :)
40. ცრემლი არ ჩამოაგდო გამხმარი სარკმლიდან, შენ არც კი იცი, ჩვენ როგორ გვჭირდები.
რაღაც პრიმიტიულია, არა? :) ცრემლი არ ჩამოაგდო გამხმარი სარკმლიდან, შენ არც კი იცი, ჩვენ როგორ გვჭირდები.
რაღაც პრიმიტიულია, არა? :)
39. უღრმესი მადლობა ყველას უღრმესი მადლობა ყველას
38. უბრალოება, თბილი სევდა, ,გულწრფელი განცდა, მკითხველის თანაგანცდას იწვევს და ნაწარმოებისა და ავტორის მიმართ სიმპატიით განაწყობს თავიდანვე. სწორედ ეს აიძულებს მას /მკითხველს/, რომ ბოლომდე ინტერესითა და ძალდაუტანებლად წაიკითხოს ნაწარმოები. პატარა ბარტყი ყველა ამ სასურველი თვისებით ბუნებისგან არის დაჯილდოვებული, რაც მომავალი მაღალი მწერლური ოსტატობის აუცილებელი და კეთილსაიმედო საფუძველია. ეს უკვე იმსახურებს ჩემი კრიტერიუმებით მაღალ შეფასებას... 5 პატარას და საუკეთესო სურვილები! უბრალოება, თბილი სევდა, ,გულწრფელი განცდა, მკითხველის თანაგანცდას იწვევს და ნაწარმოებისა და ავტორის მიმართ სიმპატიით განაწყობს თავიდანვე. სწორედ ეს აიძულებს მას /მკითხველს/, რომ ბოლომდე ინტერესითა და ძალდაუტანებლად წაიკითხოს ნაწარმოები. პატარა ბარტყი ყველა ამ სასურველი თვისებით ბუნებისგან არის დაჯილდოვებული, რაც მომავალი მაღალი მწერლური ოსტატობის აუცილებელი და კეთილსაიმედო საფუძველია. ეს უკვე იმსახურებს ჩემი კრიტერიუმებით მაღალ შეფასებას... 5 პატარას და საუკეთესო სურვილები!
37. როგორ მენატრება პატარა ხის სახლი, ძალიან მრცხვენია და მიკვირს, იცი რის? ქალაქის გაჭვარტლულ სახლებში გავცვალე, ზურგი შევაქციე და მაინც მიღიმის.
ყოჩაღ მშვენიეროო ბარტყოოო!!! ალალად გატაროს ღმერთმა ამ დუნიაზეე!!! როგორ მენატრება პატარა ხის სახლი, ძალიან მრცხვენია და მიკვირს, იცი რის? ქალაქის გაჭვარტლულ სახლებში გავცვალე, ზურგი შევაქციე და მაინც მიღიმის.
ყოჩაღ მშვენიეროო ბარტყოოო!!! ალალად გატაროს ღმერთმა ამ დუნიაზეე!!!
36. რა კარგი ხარ, ბარტყო! რა კარგი ხარ, ბარტყო!
35. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში კარგა ხანია არ ვყოფილვარ, ახლა თითქოს ცხადად წარმომიდგა თვალწინ ეს გარემო... :) ემოციურია და ოდნავ სევდიანი... მომწონს ;) მიუხედავად იმისა, რომ სოფელში კარგა ხანია არ ვყოფილვარ, ახლა თითქოს ცხადად წარმომიდგა თვალწინ ეს გარემო... :) ემოციურია და ოდნავ სევდიანი... მომწონს ;)
34. ...როგორ მომნატრებია თურმე, ჩემი სოფელი და ბავშვობა. "პატარა ბარტყი"_აშკარად ბულბულის ტომისაა. ...როგორ მომნატრებია თურმე, ჩემი სოფელი და ბავშვობა. "პატარა ბარტყი"_აშკარად ბულბულის ტომისაა.
33. რითმა- ბრრრრრრრრრ, რიტმა- ღრრრრრრრრ, აზრი- რრრრრრრრ და ლექსი ვაფშე სუპერ ;;)
პ.ს. არ თქვან ახლა იღრინებაო :)) რითმა- ბრრრრრრრრრ, რიტმა- ღრრრრრრრრ, აზრი- რრრრრრრრ და ლექსი ვაფშე სუპერ ;;)
პ.ს. არ თქვან ახლა იღრინებაო :))
32. დათა- ჩემი ყველაზე საოცრება მ ა რ ი -ჩემიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ცხოვრებაააა თეა- რას ვიზამთ ტყუილს არავინ საუბრობს აშკარაა. კომენტარებს კი რას გაუგებ, მე მგონი სულ არ უნდა არსებობდეს კომენტარები, მართალს იტყვი და შენიშვნას მისცემ იბოღმებიან:) ჩემი ნინისი არ იყოს ერთი კარგად ვაჯაზებ მეც:) ნინი(ლალი)-ჩემი ნინი, ყველაზე, ყველაზე მეტად მე მიყვარხარ შენ. რაღაც სასწაულად კარგი ხარ, თუნდაც ამიტომ, რა კარგია ჩემი მეგობარი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა რომ დგას, რა კარგია რომ ბევრი ვერასოდეს მოგწვდება, რა კარგია რომ ღირსად მთვლი მემეგობრო. ყველაზე მეტად მე მიყვარხარ შენ... ანემონე-ნინის მოფერების მერე მაპატიე და ვეღარავის ვერაფერს მივწერ,ასე რომ....:) დათა- ჩემი ყველაზე საოცრება მ ა რ ი -ჩემიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ცხოვრებაააა თეა- რას ვიზამთ ტყუილს არავინ საუბრობს აშკარაა. კომენტარებს კი რას გაუგებ, მე მგონი სულ არ უნდა არსებობდეს კომენტარები, მართალს იტყვი და შენიშვნას მისცემ იბოღმებიან:) ჩემი ნინისი არ იყოს ერთი კარგად ვაჯაზებ მეც:) ნინი(ლალი)-ჩემი ნინი, ყველაზე, ყველაზე მეტად მე მიყვარხარ შენ. რაღაც სასწაულად კარგი ხარ, თუნდაც ამიტომ, რა კარგია ჩემი მეგობარი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა რომ დგას, რა კარგია რომ ბევრი ვერასოდეს მოგწვდება, რა კარგია რომ ღირსად მთვლი მემეგობრო. ყველაზე მეტად მე მიყვარხარ შენ... ანემონე-ნინის მოფერების მერე მაპატიე და ვეღარავის ვერაფერს მივწერ,ასე რომ....:)
30. .............................
უბრალოდ მინდა გითხრა რომ ..სასწაული ხარ და მიყვარხარ..უზომოდ..უაზროდ..ყველა ადამიანური სიცხადის იქით ........... .............................
უბრალოდ მინდა გითხრა რომ ..სასწაული ხარ და მიყვარხარ..უზომოდ..უაზროდ..ყველა ადამიანური სიცხადის იქით ...........
29. ანემონე მომწონს :)))) ანემონე მომწონს :))))
28. კი იცი ამ ლექსზე ჩემი აზრი :) მომენატრე და ჩაგეხუტე კი იცი ამ ლექსზე ჩემი აზრი :) მომენატრე და ჩაგეხუტე
27. ანე, კარგი რა, რა ბოდიში. უბრალოდ, ''ჩემს ნერვებსაც აღემატება''-ხოლმე რაღაცეები.
ადრე მქონია ეს წაკითხული, მახსოვს. რაც მთავარია, გულიანი ლექსია, სადა, თბილი... და არ უხდება ასეთი კომენტარები. სულ ესაა.
''პორტალის გაბანძებაზე'' საუბარი კი მართლა ყელში ამოვიდა. არავინ არაფერს გვაძალებს, რავი. ანე, კარგი რა, რა ბოდიში. უბრალოდ, ``ჩემს ნერვებსაც აღემატება``-ხოლმე რაღაცეები.
ადრე მქონია ეს წაკითხული, მახსოვს. რაც მთავარია, გულიანი ლექსია, სადა, თბილი... და არ უხდება ასეთი კომენტარები. სულ ესაა.
``პორტალის გაბანძებაზე`` საუბარი კი მართლა ყელში ამოვიდა. არავინ არაფერს გვაძალებს, რავი.
26. რატომ თე?:(ჩემი ბრალია თუა შენთან ვარ ბოდიშით:)
ჩემს ნერვბეს აღემატება ხანდახან ისეთ კომენტარებს წავაწყდები ხოლმე:D
მოდი ეხლა წაიკითხე და მაკოცე თან ,თორემ განწყობას გავუფუჭებ საკუთარ თავს:-*
რატომ თე?:(ჩემი ბრალია თუა შენთან ვარ ბოდიშით:)
ჩემს ნერვბეს აღემატება ხანდახან ისეთ კომენტარებს წავაწყდები ხოლმე:D
მოდი ეხლა წაიკითხე და მაკოცე თან ,თორემ განწყობას გავუფუჭებ საკუთარ თავს:-*
25. ბოლო კომენტარებს წავაწყდი შემთხვევით და ლექსის წაკითხვის სურვილი დამეკარგა. ჯერჯერობით მაინც... ბოლო კომენტარებს წავაწყდი შემთხვევით და ლექსის წაკითხვის სურვილი დამეკარგა. ჯერჯერობით მაინც...
24. არადა მეგონა ვალამაზებდი კომენტარებით;;)თუმცა მეგონა რატომ?:)მგონია და სულ მეგონება ..სულ სულ... რამდენმა ბარტყმაც არ უნდა თქვას -აბანძებო;;) არადა მეგონა ვალამაზებდი კომენტარებით;;)თუმცა მეგონა რატომ?:)მგონია და სულ მეგონება ..სულ სულ... რამდენმა ბარტყმაც არ უნდა თქვას -აბანძებო;;)
23. ანემონე- შენი კომენტარის გარდა კიდევ ბევრი რამ აბანძებს პორტალს:)ასე რომ არაფერია წერე კაცო:) თან იმდენი რამდენიც გინდა:) ანემონე- შენი კომენტარის გარდა კიდევ ბევრი რამ აბანძებს პორტალს:)ასე რომ არაფერია წერე კაცო:) თან იმდენი რამდენიც გინდა:)
22. ისე,ნინის "განთავისუფლების" დრო არაა?:) ისე,ნინის "განთავისუფლების" დრო არაა?:)
21. ვაიმეეე,ეს კომენტარი ვნახე და "ცუდად" გავხდი სიცილისგან:))
ბოდიში ავტორთან ,იქნებ არ სიამოვნებს ასეთი მხიარული კომენატარი,თან ლექსს რომ არ ეხება,მაგრამ...
"ნინი მელივასთვის რომ არ დაგედოთ ბანი ცოტა იყო აქ დასაბანი? ყველანაირი გაგებით. ნიკი რატო ხელი არ მოგტყდა მაგას რომ აკეთებდი ფეხებზე მკიდია რა ჩათვალე მისგან არასწორად, ის არავის არაფერს უშავებდა"
ამაზე გულიანად გამეცინა:D
ნიკი რას უპასუხებს ნეტა?:)) ნიკი, უპასუხე რა:) ვაიმეეე,ეს კომენტარი ვნახე და "ცუდად" გავხდი სიცილისგან:))
ბოდიში ავტორთან ,იქნებ არ სიამოვნებს ასეთი მხიარული კომენატარი,თან ლექსს რომ არ ეხება,მაგრამ...
"ნინი მელივასთვის რომ არ დაგედოთ ბანი ცოტა იყო აქ დასაბანი? ყველანაირი გაგებით. ნიკი რატო ხელი არ მოგტყდა მაგას რომ აკეთებდი ფეხებზე მკიდია რა ჩათვალე მისგან არასწორად, ის არავის არაფერს უშავებდა"
ამაზე გულიანად გამეცინა:D
ნიკი რას უპასუხებს ნეტა?:)) ნიკი, უპასუხე რა:)
20. დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ დებორა- ქ-ნო ნინო სწორედ მაგის გამო დავწერე ეს ამხელა ლექსი და არა ფუნალისთვის, მე ვნახე ქალი რომელიც იღიმოდა, რცხვენოდა უკბილობა და ხელის ზურგით მალავდა. მიხარია რომ ეს დაინახეთ, ეს ლექსი მეტი არც ა რაფრისთვის დამიწერია თუმცა ფინალი თავისთავად მოვიდა ასეთი. ჭა- თქვენი სახელი მე არ ვიცი მაპატიეთ, ეგ სიტყვა თამარ ბუკიას დამსახურებაა რომ ვიპოვე მანდ. ისე რემენჩაშვებული მეწერა. თამარმა მიმითითა ეს სიტყვა მოაშორეო და ხავსმოკიდებული მოვიფიქრე მერე, კონტექსტშიც ჩაჯდა და ბგერათწყობაც არ დაირღვა. დიდ მადლობა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ნუცი ჩაგიხუტე საყვარელო ნინი მელივასთვის რომ არ დაგედოთ ბანი ცოტა იყო აქ დასაბანი? ყველანაირი გაგებით. ნიკი რატო ხელი არ მოგტყდა მაგას რომ აკეთებდი:( ფეხებზე მკიდია რა ჩათვალე მისგან არასწორად, ის არავის არაფერს უშავებდა.
დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ დებორა- ქ-ნო ნინო სწორედ მაგის გამო დავწერე ეს ამხელა ლექსი და არა ფუნალისთვის, მე ვნახე ქალი რომელიც იღიმოდა, რცხვენოდა უკბილობა და ხელის ზურგით მალავდა. მიხარია რომ ეს დაინახეთ, ეს ლექსი მეტი არც ა რაფრისთვის დამიწერია თუმცა ფინალი თავისთავად მოვიდა ასეთი. ჭა- თქვენი სახელი მე არ ვიცი მაპატიეთ, ეგ სიტყვა თამარ ბუკიას დამსახურებაა რომ ვიპოვე მანდ. ისე რემენჩაშვებული მეწერა. თამარმა მიმითითა ეს სიტყვა მოაშორეო და ხავსმოკიდებული მოვიფიქრე მერე, კონტექსტშიც ჩაჯდა და ბგერათწყობაც არ დაირღვა. დიდ მადლობა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ნუცი ჩაგიხუტე საყვარელო ნინი მელივასთვის რომ არ დაგედოთ ბანი ცოტა იყო აქ დასაბანი? ყველანაირი გაგებით. ნიკი რატო ხელი არ მოგტყდა მაგას რომ აკეთებდი:( ფეხებზე მკიდია რა ჩათვალე მისგან არასწორად, ის არავის არაფერს უშავებდა.
18. ბარტკო, ბარტკო, ბარტკუნა, როგორ მონატრებიხაააააააააააარ........ 55555555555555 ბარტკო, ბარტკო, ბარტკუნა, როგორ მონატრებიხაააააააააააარ........ 55555555555555
17.
''სიცილდავიწყებულს ღიმილი სტუმრობს და უკბილო პირზე რომ ხელებს აიფარებს. -
პატარავ,ეს სახე კი დაუვიწყარი გამოგივიდა.ადამიანური, თბილი. თანაც, როგორი მოძრაობაა დაჭერილი!'
'ხედავ? შენს კრამიტქვეშ ბუდობენ ჩიტებიც'' - აქ ხომ სიტყვა ''კრამიტქვეშ'' - ისე ზის,მთელი სურათი ცოცხლდება.
``სიცილდავიწყებულს ღიმილი სტუმრობს და უკბილო პირზე რომ ხელებს აიფარებს. -
პატარავ,ეს სახე კი დაუვიწყარი გამოგივიდა.ადამიანური, თბილი. თანაც, როგორი მოძრაობაა დაჭერილი!`
`ხედავ? შენს კრამიტქვეშ ბუდობენ ჩიტებიც`` - აქ ხომ სიტყვა ``კრამიტქვეშ`` - ისე ზის,მთელი სურათი ცოცხლდება.
14. კარგადაა დანახული და დახატული ყველაზე სათუთი... ტკივილიანია....:) კარგადაა დანახული და დახატული ყველაზე სათუთი... ტკივილიანია....:)
13. მეც მახსოვს, მაშინაც მომეწონა...
კაკალთან ძველი ჭა, ხავსმოკიდებული... -მეტკინა...5
მეც მახსოვს, მაშინაც მომეწონა...
კაკალთან ძველი ჭა, ხავსმოკიდებული... -მეტკინა...5
12. მომეწონა....:) მომეწონა....:)
11. ეს მახსოვს, ანი და მომწონს :)
მოგეფერე;;) ეს მახსოვს, ანი და მომწონს :)
მოგეფერე;;)
10. რას ქვია ნინი დაბანილია?? ბანი ადევს თუ??:( დიდი მადლობები ყველას და ნინიზე თუ იცით ვინმემ რამე მითხარით რა:( კატინე- ბიჭი მაინც ვიყო გაგამრავლებდით:) (გვარს) რას ქვია ნინი დაბანილია?? ბანი ადევს თუ??:( დიდი მადლობები ყველას და ნინიზე თუ იცით ვინმემ რამე მითხარით რა:( კატინე- ბიჭი მაინც ვიყო გაგამრავლებდით:) (გვარს)
9. შენ დამაწყნარებლების მაგივრად გასაგიჟებელ ფსიქოტროპულ აბებს ხო არ იღებ?=)) ბარტყი ხარ თუ ბახალაააა რა გარკვეული ყოფილხარ ყანაში როგორ ლაპარაკობენ=)) ხშირად ხარ ხოლმე იქ? არა მე გლეხის და მშრომელი ხალხის წინააღმდეგი არ ვარ მარა ვაჟას ლექსები რო წაიკითხო და ცოცხალი იყოს რას ეტყოდი ჩარგლიდან ფეხი არ გამოადგაო?ჰა =)) შენ დამაწყნარებლების მაგივრად გასაგიჟებელ ფსიქოტროპულ აბებს ხო არ იღებ?=)) ბარტყი ხარ თუ ბახალაააა რა გარკვეული ყოფილხარ ყანაში როგორ ლაპარაკობენ=)) ხშირად ხარ ხოლმე იქ? არა მე გლეხის და მშრომელი ხალხის წინააღმდეგი არ ვარ მარა ვაჟას ლექსები რო წაიკითხო და ცოცხალი იყოს რას ეტყოდი ჩარგლიდან ფეხი არ გამოადგაო?ჰა =))
8. იყოს ეს, აბა რა ძალიან მიყვარს .....5 იყოს ეს, აბა რა ძალიან მიყვარს .....5
7. დედის გაღიმება, რაღაც უცნაური, გულს ერთდროულად რომ მიკლავს და მიხარებს, 5 გული მეტკინა ანი. დედის გაღიმება, რაღაც უცნაური, გულს ერთდროულად რომ მიკლავს და მიხარებს, 5 გული მეტკინა ანი.
6. როგორ მიგატოვებთ, როგორ დაგივიწყებთ, ხედავ? შენს კრამიტქვეშ ბუდობენ ჩიტებიც, ცრემლი არ ჩამოაგდო გამხმარი სარკმლიდან, შენ არც კი იცი, ჩვენ როგორ გვჭირდები. 55555555555 სოფელი მომენატრა. როგორ მიგატოვებთ, როგორ დაგივიწყებთ, ხედავ? შენს კრამიტქვეშ ბუდობენ ჩიტებიც, ცრემლი არ ჩამოაგდო გამხმარი სარკმლიდან, შენ არც კი იცი, ჩვენ როგორ გვჭირდები. 55555555555 სოფელი მომენატრა.
5. ხის კოჭებს სიძველის ფერი დასდებიათ, სიბერეს არ იმჩნევს და მეგობარს სანდომიანს სხვენზე ასასვლელად მიდგმული ხის კიბე, თითქოს ისვენებსო, ისე დაყრდნობია.
:)
ხის კოჭებს სიძველის ფერი დასდებიათ, სიბერეს არ იმჩნევს და მეგობარს სანდომიანს სხვენზე ასასვლელად მიდგმული ხის კიბე, თითქოს ისვენებსო, ისე დაყრდნობია.
:)
4. ეზოში ორ მწკრივად გაბმული მავთული, მატყლის ლეიბები მზეს მიფიცხებული........
მენატრება ეგ სიმშვიდეეეეეეეე........ ;( ეზოში ორ მწკრივად გაბმული მავთული, მატყლის ლეიბები მზეს მიფიცხებული........
მენატრება ეგ სიმშვიდეეეეეეეე........ ;(
3. ,,მივიწყებული ჭიშკრის კარბაზე ხავსი... ყავარი... და წვიმის წვეთი... ,,
სოფელი მუდამ ამ გენისის დაწერილ ამ ორ ხაზს მახსენებს...
მელივა ,,დაბანილია,, გაშრება ფენით და მოვა:) 18 რიცხვიდან. ,,მივიწყებული ჭიშკრის კარბაზე ხავსი... ყავარი... და წვიმის წვეთი... ,,
სოფელი მუდამ ამ გენისის დაწერილ ამ ორ ხაზს მახსენებს...
მელივა ,,დაბანილია,, გაშრება ფენით და მოვა:) 18 რიცხვიდან.
1. მელივა ხომ არ იცით ვინმემ სადაა? :( ეს ლექსი მედო აქაც და ლიტერატურულ პალიტრაშიც დაიბეჭდა. გემახსოვრებათ ალბათ. (იყოს ეს, მე ლექსებს აღარ ვწერ და... )
მელივა ხომ არ იცით ვინმემ სადაა? :( ეს ლექსი მედო აქაც და ლიტერატურულ პალიტრაშიც დაიბეჭდა. გემახსოვრებათ ალბათ. (იყოს ეს, მე ლექსებს აღარ ვწერ და... )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|