ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2009


***

რა ანათებს ყველაზე ლამაზადო,
იკითხეს ვარსკვლავებმა.
იმ ქალის გულიო,ანიშნა უფალმა
და ვარსკვლავებმა იხილეს ქალი,
სინათლის ტალღასავით დახრილი აკვანზე.

***
სასწაულები...სასწაულები_
ულამაზესი ზვარაკები უსასრულობის.

გარდაცვალება
---------------------------
და თქვეს,ღმერთმა წაიყვანაო.
კი არ წაიყვანა,უფრო დიდი
სიყვარულით ჩაიკრა გულში.

***
გულის სითბო,
გალობად ქცეული.

***
ფუჩეჩში გოჭებივით შემძვრალი ტაროები.
წყაროების ბროლი და მელოდია.
სურნელი ბეღლების.ნათება კალოების.

***
სიყვარულის უთქმელი სიტყვა_
უმშვენიერესი ვარსკვლავი გულისა.

***
გაზაფხულის ქარში წაქცეული
ალვის ხეებივით ლამაზად
კვდებიან სიყვარულის ზვარაკები.

***
გადატანის ნიშანივით
ნაპირზე დარჩენილი,
შუაგულის ხმებს დანატრებული.

ფოტოსურათი
------------------------
სახეები დაახლოებული,
გულები_პირიქით...

***
უღალატეს და იმ ხიდს წააგავს,
რომელიც ერთი ბოლოთიღა
ნკიდია ნაპირს და,სადაცაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები