ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2009


კოლხეთში ვბრუნდები

კოლხეთში ვბრუნდები,
გარდავისახო უნდა მალულად
მეფის ასულად.
ვბრუნდები, კმარა!
აქ, ვიცი, ჩამთვლიან მიწიდან გასულად.

დაე, ჩამთვალონ,
მე აქ საცდურად რა დამრჩენია,
ჩემი შობისას
ტრფიალის ვარსკვლავს,
მცირე დალოცვაც არ დასცდენია.

ჰოდა, ვჯერდები,
სხვა განედს ვირჩევ, სხვა ეშაფოტებს
გავუგებ გემოს,
დასანანია, მაგრამ
ვგრძნობ, მჯერა,
უნდა ცხოვრებამ ათასგზის მგვემოს.

კოლხეთში ვბრუნდები,
უენო ასული
ათასი განცდით მოვძებნი გამჩენს,,
ჩემი აჩრდილი,
მსურს, რომ მარადის
ცის სასთუმალთან მლოცველი დარჩეს.

არ ვიცი, რა მჭირს,
არ ვიცი, რომელ ნასახლარს აწვიმს,
ან იქნებ სადღაც
მიტოვებულ, დაკარგულ საწმისს...
მე ვუსმენ წვიმას,
მუჭში ვაგროვებ ბგერებს წვეთებად,
და ვიღებ პასუხს:
მიწა ჩაიცვამს მალე სამოსად საწყისს...

კოლხეთში ვბრუნდები,
უნდა მოვძებნო ხე მოკვდავისა, რომელმაც მშობა,
რომ დავეთხოვო,
რომ დავეკითხო:
მსურს გასვლა მთაში...
შევეგებები... მჯერა, რომ მოვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს