ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: პროზა
1 აპრილი, 2009


და-ვიბადები




რა უსაშველოდ ბევრი სამყაროა ჩვენთან,
ვერასოდეს დავითვლით,
როგორც ვარსკვლავებს ცაზე
და ვერასოდეს დავარქმევთ ყველას სახელს ისევე,
როგორც ყველა ვარსკვლავს...
ჩემი ცხოვრება მაშინ იწყება,
როცა არყის ბოთლს ტუჩთან მივიტან,
არა...
სანამ მივიტან,
რადგან მანამდე მე ვემზადები დაბადებისთვის.
და-ვიბადები.
რა ლამაზია მაშინ ქვეყანა,როცა ჩვილი ვარ,
მაშინ ყველაფერს ლამაზად ვხედავ,
ლამაზ ფერებში
და იმ მუქ ფერებს, აქა-იქ რომ ლაქებად მოჩანს ,
არ ვუღრმავდები,
ან როგორ უნდა ჩავუღრმავდე,
მე ხომ ბავშვი ვარ...
მე ხომ ჩვილი ვარ...
ვიბადები და მიკვირს,
ასეთ პატარას რად მინდოდა ამხელა ტანი...
მე მიხარია, როცა ბავშვი ვარ.
მიხარია რა... კარგად ვარ მაშინ,
ფეხიც მერევა,
ენაც მეშლება,
მე ხომ ბავშვი ვარ.
სასწაულია ის, რომ მე ვმშობიარობ და მევე ვიბადები,
ისიც სასწაულია,რომ მაქვს ძალა, არასოდეს გავიზარდო,
აქ ხომ ძალიან უყვართ ბავშვები...
ჩემი ბავშვობა ტკივილით კვდება ყოველ დილით,
კუჭის ტკივილით,
თავის სიმძიმით,
მშრალი წყურვილით
და კიდევ რაღაცით,რასაც ვერ ვიხსენებ
(ლამის წამომცდა, სინანულით-მეთქი)
ჩემი ბავშვობა პეპლებზე ცოტას ცოცხლობს,
პეპლებზე მალე კვდება,
ერთი დღით ადრე...
მაგრამ მკვდარი პეპელა ვეღარასდროს დაიბადება,
საწყალი...
მე კი შემიძლია თავიდან დაბადება ყოველ დილით...
ყოველ დილით სულთმებრძოლს
შემწევს უნარი თავიდან დაბადების
და-ვიბადები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები