ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAGA
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


წყაროსთან ქალი შემომხვდა

"წყაროსთან ქალი შემომხვდა
ლამაზი ხელთკოკიანი,
პირად ვარდი და ტანად მზე
ღიმილით სანდომიანი,
წითელი ბაგე შვენოდა
ლამაზი ბალახსოსანი...
გამიღიმა და მანათა,
კბილები ბროლის ქვისანი...
ბაგესთან ხალი შვენოდა
პატარა ყავისფრიანი,
შემხედა შემომანათა
თვალები გიშრის ქვისანი,
მისი თვალების სიტურფეს
რით დაედრება სხვისანი,
ან სხვის ტანს ასე ამშვენებს
ნაწნავნი ორნი თმისანი...
ყელი კი შველივით ჰქონდა
ტანი კი ტანნაკვტიანი...
მწვანე კაბაზე ესახა
ყვავილნი მინდორისანი,
მის სილამაზეს უცქერდნენ
არწივნი მაღალ მთისანი!!!"
                                            (2005)
                                                        გაგა გოგოლაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები