ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


უსათაურო

თითებში იცრებოდა მონატრება.
ქვიშის საათივით იცლებოდა...
სული მწარე ნაღველს შევუყუდე,
დოქივით, პირთამდე ივსებოდა.

ცაზე გაწოლილი სავსე მთვარე
იწვოდა,  ცეცხლი  გასჩენოდა...
შუბლით ცის საკიდეს მიყრდნობოდა
ათასი  იარა  დამჩნეოდა...

თითებში იცრებოდა მონატრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები