ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სურამელი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2009


წამიერი ყველაფერი,მბოჭავი შიში
ვაი თუ...თავში გაგირბენს და ჩერდები უცებ,
ვერ დააწყნარებ სიყვარულის ულმობელ შიმშილს,
მიდის სიცოცხლე,მატიანე გადაშლის ფურცელს.

შენი თვალების თანაგრძნობაც წამიერია,
და ალბათ ჩვენი სიყვარულიც დაითვლის წამებს,
გულს ის შერჩება,სიხარულით რაც უმღერია,
ეს ცხოვრებაა,დღე დღესა ჰგავს,ღამე ჰგავს ღამეს.

მაგრამ სიყვარულს თვისება აქვს მარადიული,
იხარებს,მერე თავის ფესვებს ღრმად ტოვებს ფიქრში,
თავს შეგახსენებს,აყმუვლდება,როგორც ტყიური,
ვერ დააწყნარებ სიყვარულის ულმობელ შიმშილს.           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები