ისევ დადგა გაზაფხული. ისევ მოვიდა თეონას დაბადების დღე. და ისევ უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი. თუ პირველ კურსზე თეონას, ძირითადად, თავისი ჯგუფელები და “’სიმღერის მეგობრები” ჰყავდა მოწვეული, ახლა მათ გუდაუთის მეგობრებიც დაემატნენ, ჯაბას “თამადობით”. ციალა, დათო, ზორო, რეზიკო და ჯაბა ერთმანეთის მიყოლებით დასხდნენ. ჯაბა სულ კუთხეში იჯდა და ამიტომ ყველაზე ახლოს იყო მაგიდის თავში მჯდარ თეონასთან. ჯაბას მოპირდაპირე მხარეს – გია იჯდა. მას მოსდევდნენ ცისანა, ავთო და ფრიდონი. ისინიც ახლოს დასხდნენ თეონასთან, რომ სიმღერაში არ შეშლოდათ ხელი. ცოტა მოშორებით – თეონას კურსელები ისხდნენ... ბიჭები თვალებით ზომავდნენ ერთმანეთს. ყველას პირველობა უნდოდა თეონას გულის მონადირებაში... ყველა თავისებურად უმტკიცებდა თეონას სიყვარულს და... ყველას სიყვარული უპასუხოდ რჩებოდა! და მხოლოდ ის არ ამბობდა არაფერს, ვისგანაც, თუნდაც მინიშნებით, ნათქვამი ფრაზა, სიხარულით, მეცხრე ცაზე ააფრენდა თეონას! დუმდა ჯაბა და კვნესოდა თეონას გული!
საჩუქრად სამაჯური მოუტანა ჯაბამ, - “ზეიკომ ეგვიპტიდან შენთვის ჩამოიტანაო”... თეონას თვალებისფერი ფირუზებით იყო გაწყობილი სამაჯური. თეონამ მაშინვე მაჯაზე შეიბა და... საოცარი გრძნობა დაეუფლა, - ფეხზე რგოლშებმულ ჩიტად იგრძნო თავი, რომელსაც გარეშე ადამიანები ადევნებენ თვალს და რომელსაც ეს რგოლი სიყვარულით კი არა, მოვალეობის გამო აქვს შებმული!. იმდენად ცუდად გახდა, რომ მაშინვე შეიხსნა მაჯიდან და, გათავისუფლებულმა, ღრმად ამოისუნთქა.
ჯაბამ რომ დაინახა, თეონამ სამაჯური შეიხსნა, - გაუკვირდა. - გიხდებოდა, რატომ მოიხსენი? ზუსტად შენი თვალებისფერია!... - ხო, თვალებისფერია, მაგრამ კაბას არ უხდება... და არც საყურეებსა და ბეჭედს.... – სცადა თეონამ თავის მართლება. - კარგი, როგორც გინდა, - გაუღიმა ჯაბამ და ხელზე მოკიდა ხელი.
ვერ მიხვდა თეონა, რა დაემართა, - ის ხომ ამ წუთზე ოცნებობდა?! როგორ ნატრობდა ჯაბასთან შეხებას და... “რა ჯანდაბა მჭირს?! რამ გამაქვავა ასე?! სიცივეს ვგრძნობ გულში და არა სითბოს! არა და, ჯაბას თვალები მხოლოდ სითბოს ასხივებენ! რა მოგდის, თეონა, რა?!...” - ჯაბა, მაპატიე... - რა, თეონა? - არაფერი, ნამცხვრები უნდა დავჭრა. უნდა გავიდე ცოტა ხნით. - შენი გამომცხვარია? - კი... ყველა ნამცხვარი მე გავაკეთე, ტორტიც... მიყვარს ცხობა!... – თეონა გავიდა და, სამზარეულოს ნაცვლად, მშობლების საძინებელს შეაფარა თავი... ძლივს სუნთქავდა.
ნინუცას თვალს არ გამოპარვია ეს და თეონას ოთახში შეაკითხა. - რა გჭირს, თეეე? - ნინ, წყალი მომიტანე, რა? - მოიცა, ახლავე... – ნინუცამ, წყალთან ერთად, ვალერიანის წვეთებიც შეუტანა თეონას და ძალით დაალევინა, - გამაგებინე, რა გჭირს? - არ ვიცი... ჰაერი არ მყოფნის!... - აივანზე გავიდეთ... – ნინუცამ აივნის კარი გამოაღო, - ან მანდ იჯექი, ჰაერი მანდაც მოგივა!
დების გაუჩინარება დედამ შენიშნა ყველაზე სწრაფად და ისიც საძინებელში შევიდა. - რა მოგივიდა, თეონა?! რა ფერი გადევს, დედიკო? - არ ვიცი, დეე... ჰაერი არ მყოფნის! - დაიღალე, ალბათ! რად გინდოდა, ასე რომ გაიგიჟე თავი?! ხაჭაპურები, დიდი ტორტი და სამი დიდი ნამცხვარი... უსაშველო იცი ყველაფერი, შვილო! - არაფერია, დედა! ყოველთვის ხომ არ ვხდები 18 წლის?! გადამივლის... უკვე კარგად ვარ კიდეც. გავალ სტუმრებთან. - წადი, შენ მაგიდასთან დაჯექი ისევ, მე დავჭრი ნამცხვრებს და გამოვიტან. დე, რომელ თეფშებზე დავდო?... – საქმიანი ხმით იკითხა ნინუცამ.
თეონა გავიდა და ისევ თავის ადგილას დაჯდა. - ტორტი არ იქნება, თეონა? – ჰკითხა ჯაბამ უფრო სიტუაციის განსამუხტავად, ვიდრე ტორტის ინტერესის გამო...
ნახა ჯაბამ, რომ მიტკალივით გაფითრებული შემობრუნდა თეონა ოთახში. ოთახიდანაც რომ არეული გავიდა, - ესეც თვალნათლივ დაინახა... ვერ მიხვდა მიზეზს, მაგრამ... ეს რომ სამაჯურის შებმიდან დაიწყო, - ესეც აშკარა იყო! ბევრი კითხვა გაუჩნდა უცებ და პასუხი კი ვერცერთზე გასცა! ზეიკო დაუდგა თვალწინ, ეგვიპტიდან ჩამოსულმა სამაჯური რომ გადასცა ჯაბას, - “ეს თეონასთვის ჩამოვიტანე... აუცილებლად შენი თანდასწრებით გაიკეთოს ხელზეო”! რა სამაჯურია, ნეტა? ან რატომ გახდა თეონა ცუდად?! ჩემი ხელით მოვკლავ ზეიკოს, ამას რომ რამე დაემართოს!
ამ დროს ნინუცამ დიდი ლანგრებით ნამცხვრები შემოიტანა, სუფრაზე ჩადგა და სინათლე ჩააქრო. ჯაბამ დრო იხელთა და თეონას ისევ ხელზე მოჰკიდა ხელი... ყინულივით ჰქონდა თითები თეონას... თეონამ ხელის გამოთავისუფლება სცადა, მაგრამ ჯაბამ მაგრად მოუჭირა ხელი... და მაშინვე დიდი, 18-სანთლიანი ტორტით განათდა ოთახი! თეონა ფეხზე წამოხტა და ჯაბამაც იძულების წესით გაუშვა ხელი. - თეონა, ჩაიფიქრე და ისე ჩააქრე სანთლები! – დაუძახეს მეგობრებმა. - მინდა რომ... დანარჩენს ჩემთვის, გულში ვიტყვი! – თქვა თეონამ და გაიცინა... “მინდა, რომ სულ ჯაბა მიყვარდეს და ჯაბასაც შევუყვარდე”...
თეონამ სული შეუბერა სანთლებს და... 17 ჩააქრო, მეთვრამეტეზე – სუნთქვა აღარ ეყო. უცებ, საიდანღაც, ზევიდან მონაბერმა ჰაერის ნაკადმა ჩააქრო ბოლო, მე-18 სანთელი! არავის შეუბერავს სული... ვერც ვერავინ იგრძნო ეს იდუმალი მონაბერი ნიავი... თეონასა და ჯაბას გარდა! ჯაბამ გაოცებით შეხედა თეონას, რომელმაც ზევით აიხედა და ვიღაც უჩინარს უტყვად, მხოლოდ თვალებით გადაუხადა მადლობა. - თეონა, ვინ იყო? – ჩუმად ჰკითხა ჯაბამ და მანაც ზევით აიხედა. - სად? – დაიბნა თეონა, - არავინ... - იქ, ზევით ვიღაც... იყო... – მხოლოდ ტუჩების მოძრაობით წარმოთქვა ჯაბამ და იგრძნო, მასაც როგორ გაეყინა ხელები.
თეონას თითქოს დაავიწყდა კიდეც, რა მოხდა წუთის წინ და მთელი მონდომებით დაიწყო ტორტის დაჭრა. მხოლოდ ჯაბა შეჰყურებდა გაოგნებული თვალებით თეონას და გრძნობდა, რომ ეს პატარა გოგონა ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იჭერდა მის ცხოვრებაში...
ერთი სული ჰქონდა სახლში მისვლამდე. უნდოდა, დაწვრილებით გამოეკითხა ზეიკოსთვის, ვისთან და რა ვითარებაში იყიდა ეს სამაჯური!
როგორც კი რეზიკომ წასვლა დააპირა, მაშინვე ადგა ჯაბაც. რაგბიდან მეგობრობდნენ და მეზობლადაც ცხოვრობდნენ... ერთადერთი, რაც “ვერ გაიყვეს”, - თეონა იყო, თუმცა არცერთს დასცდენია თუნდაც სიტყვა ამაზე! ორივე ერთნაირად მაღალი, სპორტული აღნაგობის, საოცრად სიმპათიური... ორივე დახვეწილი მანერებით, - არ ეშლებოდათ სად, როდის, როგორ მოქცეულიყვნენ...
თეონა სხვადასხვანაირად იყო მათდამი განწყობილი: რეზიკოსთან – უფრო თამამი, გახსნილი, მხიარული იყო... მხოლოდ მეგობრად აღიქვამდა და ეს მეგობრობა სილაღეს მატებდა... ჯაბა – მოსწონდა თუ უყვარდა, თავადაც ვერ გაერკვია თეონას: ჯაბა ანდამატივით იზიდავდა და, ერთდროულად, გაურბოდა... ხელს არ უშვებდა თეონას, თუმცა კი მასთან მიკარებასაც კი ერიდებოდა! და ყველაზე ბევრი, - ხელზე მოეკიდებინა ხელი!
გზაში ჩუმად მოდიოდნენ. მდუმარება რეზიკომ დაარღვია: - ჯაბა, ვიცი, რომ თეონა მოგწონს... მოდი, გულახდილები ვიყოთ, კარგი? - კი ბატონო... - მითხარი, მოგწონს თეონა? - ძალიან... - და გიყვარს კიდეც? - მგონი!... - მაშინ რატომ წამოხვედი ასე მალე? მეგონა, ყველაზე გვიან წამოხვიდოდი! - საქმე მაქვს, რეზი... გადაუდებელი საქმე! ზეიკოსთან უნდა გავიდე! - მოხდა რამე? - არა, ჯერ არაფერი... - მაინც? - ვერა, რეზი, ჯერ ვერაფერს გეტყვი! მე თავად არაფერი ვიცი ჯერ... - ხომ მშვიდობაა? გინდა წამოგყვე? – ალალი გულით შესთავაზა რეზიკომ, როცა დაინახა, როგორ გაფითრდა სახეზე ჯაბა, ამას რომ ამბობდა. - არა... სახლში წადი!
ტაქსი გააჩერეს. ჯაბა – ზეიკოს სახლთან ჩამოვიდა, რეზიკომ კი - გზა განაგრძო. სულმოუთქმელად აირბინა კიბეზე. კარი ზეიკომ გაუღო.
- ზეიკო, რა სამაჯური იყო ეს?! სად იყიდე?! ვისთან?! - რა მოხდა, ჯაბა? ადამიანის ფერი არ გადევს! - მიპასუხე, რაც გკითხე იმაზე... - ეგვიპტეში ვიყიდე... თეონასთვის... - ვისთან-მეთქი? - აღარ იტყვი, რა მოხდა? რა დაკითხვა მომიწყვე?! - სამაჯურის შებმისთანავე ცუდად გახდა თეონა! ვისთან იყიდე-მეთქი? – ჯაბა ერთიანად კანკალებდა. - კარგი, დამშვიდდი... გეტყვი, აბა რას ვიზამ? კაიროში ვიყიდე, ერთ პატარა მაღაზიაში... გამყიდველმა გვკითხა, “რა მიზნით გინდა ყიდვაო?” ვუპასუხე, “ახალგაზრდა გოგოსთვის მინდა, ჩემს ძმას უყვარს-მეთქი...” მაშინვე ეს შემომთავაზა... - მერე? - რა მერე? ზუსტად თეონას თვალებისფერი იყო და არც დავფიქრებულვარ, ისე ვიყიდე. რა მოხდა, ჯაბა? - არ ვიცი... გაიკეთა თუ არა, - ცუდად გახდა! მერე – შეიხსნა და ისევ დაუბრუნდა ფერი! - მოიცა... ეს კი მითხრა, “შენმა ძმამ გაუკეთოს ხელზეო... სულ ეყვარებაო”... - კიდე რა გითხრა იმ გამყიდველმა? - “ვისაც პირველად შეხედავს – სულ ის ეყვარებაო... ამიტომ შენმა ძმამ თავად შეაბას ხელზეო”... - ზეიკო, მოგკლავ! რეებს მიშვები, გესმის? როგორ არ გესმის... თეონა... - ოოო, ნუ გამიჭირე საქმე! მე – კარგი მინდა შენთვის და შენ კიდე... იქნებ სულ არაფერ შუაშია ეს სამაჯური და ისე გახდა ცუდად? ვთქვათ, იქნებ დაიღალა? ან... - რა, ან? - ან... მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს, რატომ გახდა ცუდად! შენ კი სამაჯურს გინდა დააბრალო! როდის აქეთ გახდი ასეთი ცრუმორწმუნე? - არ ვიცი, ზეიკო... – მოლბა ჯაბა, - შემეშინდა! - რისი, სულელო? - თეონას დაკარგვის! - ეს მხოლოდ მე მითხარი, თუ თეონასთანაც წამოგცდა? - არა... მხოლოდ აქ ვთქვი... – ჯაბა დივანზე დაჯდა, თავი საზურგეზე გადადო და თვალები დახუჭა. - ცუდია! ჯობდა თეონასთვის გეთქვა... გაგიშლი... აქ დარჩი! მოიცა, დავრეკავ დედასთან.
ღამის 12 საათისთვის ბოლო სტუმარიც წავიდა. თეონამ და ნინუცამ სწრაფად აალაგეს მაგიდა და ლოგინში ჩაწვნენ. - უუფ, დავიღალე... მალე ჩააქრობ? – ჰკითხა ნინუცამ, რომელიც სულ მცირე სინათლეზეც კი ვერ იძინებდა. - კი, ნინ... სამაჯურს ვნახავ კარგად და... - თეონამ სამაჯური აიღო და დააკვირდა.
უნატიფესი ნაკეთობა იყო. 7 ზღვისფერი ფირუზი ამშვენებდა სამაჯურს. დედა დაადგა თავზე. - მაჩვენე, აბა? - აი, - თეონამ სამაჯური გაუწოდა და გაჩუმდა.
დიდხანს ათვალიერებდა დედა სამაჯურს, - ის ხომ საიუველირო ნაკეთობათა სპეციალისტი იყო?! - ძალიან ლამაზია, მაგრამ... მომაკვდავი ფირუზებია! - რას ამბობ, დედა? ფირუზი და “მომაკვდავი”? – გაეცინა თეონას. - ხო... ეს ერთადერთი მინერალია, რომელსაც აქვს ახალგაზრდობის, მოწიფულობის და სიბერის პერიოდები... ორგანული წარმოშობის ქვებისთვის, როგორიცაა მარგალიტი და მარჯანი, - ეს ჩვეულებრივი ამბავია... - და როგორ მიხვდი, რომ მომაკვდავია ეს ფირუზი? - ფერით, დედიკო! ახალგაზრდა ფირუზი, - ღია ცისფერია, მოწიფული ფირუზი – მუქი ცისფერი, აი, ისეთი, რომელსაც “ფირუზისფერს” ვეძახით... სიბერეში გადასვლასთან ერთად – ფირუზი მწვანდება. და რაც უფრო მუქი მწვანეა, მით უფრო “მოხუცია” ფირუზი... - და როცა კვდება? – ლამის ცრემლები მოადგა თეონას, - მაშინ რა ფერი აქვს? - მაშინ – ზღვის ტალღის ფერს ღებულობს... ანუ მომწვანო-მოლურჯო ფერს! - და მერე რა მოსდის? - არაფერი... ძალა ეცლება. - რა ძალა, დედა? - ის ხომ ბედნიერების ქვა არის?... ფირუზი, ბერძნულად “ბედნიერების ქვას” ნიშნავს! - დე... – უნდოდა თეონას, რომ მოეყოლა დედისთვის, როგორ იმოქმედა მასზე ამ სამაჯურის შებმამ, მაგრამ... – მოგწონს ეს სამაჯური? - ლამაზი სამაჯურია! შეინახე... და დაიძინე.
თეონამ სინათლე ჩააქრო, თვალები დახუჭა და სცადა, დაეძინა... სულ ამაოდ, - რული არ ეკარებოდა თვალზე. არც ნინუცას ეძინა. - თეე, რატომ გახდი წეღან ცუდად? - არ ვიცი, ნინუცა! სამაჯური შევიბი ხელზე და... მივხვდი, რომ ჰაერი არ მყოფნიდა! - ოოო, ამ შენმა მისტიურობამ წაიღო, რა, ტვინი! სამაჯურმა გაგხადა, არა, ცუდად? ვის ატყუებ? - არ გატყუებ... - მეგონა, ახლა მაინც იტყოდი სიმართლეს, რომ ჯაბას სიახლოვემ იმოქმედა შენზე... შენ კიდე, “სამაჯურიო”... მოკლედ, არ ხარ საინტერესო პიროვნება! - არ ვიცი, იქნებ მართალიც ხარ! - მართალი ვარ, აბა რაა?! კაი, მორჩა... ვიძინებ!
იმ ღამეს თეთრად დაათენდა თეონას.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. მეც მინდა ვიცოდე ყველაფერი ნატურალური ქვების შესახებ მეც მინდა ვიცოდე ყველაფერი ნატურალური ქვების შესახებ
29. მართლაც იდუმალი სამაჯური ყოფილა :) მართლაც იდუმალი სამაჯური ყოფილა :)
28. ამ ჯაბას ასე რატო ერიდება თეონასი ვერ გავიგე რა.. :) ამ ჯაბას ასე რატო ერიდება თეონასი ვერ გავიგე რა.. :)
26. ვაიმე....... ვაიმე.......
25. მოვ-ბაჯ-ბაჯ-დი! :)))))))))))))))))))) მოვ-ბაჯ-ბაჯ-დი! :))))))))))))))))))))
24. კვლავაც ზეიკო...მოკლედ მეორე მთავარი მოქმედი გმირია... ჯაბა კი სცენის მიღმაა... შეიბრალეთ კ-ნო თამარ ;) კვლავაც ზეიკო...მოკლედ მეორე მთავარი მოქმედი გმირია... ჯაბა კი სცენის მიღმაა... შეიბრალეთ კ-ნო თამარ ;)
23. ძალიან საინტერესო ვნახოთ რა მოხდება შემდეგ ... +5 ძალიან საინტერესო ვნახოთ რა მოხდება შემდეგ ... +5
22. მისტიკური და საინტერესოა,თანდათან მძაფრდება...აბა,წარმატებები მეგობარო! მისტიკური და საინტერესოა,თანდათან მძაფრდება...აბა,წარმატებები მეგობარო!
21. რა დავწერო აქ ახლა :) არაფრის დაწერა არ მინდა, ნამეტანი გულახდილობის ხასიათზე მაყენებ ხოლმე და მე თვითონ მომბეზრდა :D რა დავწერო აქ ახლა :) არაფრის დაწერა არ მინდა, ნამეტანი გულახდილობის ხასიათზე მაყენებ ხოლმე და მე თვითონ მომბეზრდა :D
20. - მეგონა, ახლა მაინც იტყოდი სიმართლეს, რომ ჯაბას სიახლოვემ იმოქმედა შენზე... შენ კიდე, “სამაჯურიო”... მოკლედ, არ ხარ საინტერესო პიროვნება!
ბოლოს და ბოლოს, როფ\დის იტყვი სიმართლეს, ააა? :) 5 - მეგონა, ახლა მაინც იტყოდი სიმართლეს, რომ ჯაბას სიახლოვემ იმოქმედა შენზე... შენ კიდე, “სამაჯურიო”... მოკლედ, არ ხარ საინტერესო პიროვნება!
ბოლოს და ბოლოს, როფ\დის იტყვი სიმართლეს, ააა? :) 5
19. თეონა უფრო საინტერესო ხდება...5 თეონა უფრო საინტერესო ხდება...5
18. ქრისტე აღსდგა! მახსოვს ეს სამაჯური! 5 ქრისტე აღსდგა! მახსოვს ეს სამაჯური! 5
17. :) გილოცავთ აღდგომას,მრავალს დაესწარით! :) გილოცავთ აღდგომას,მრავალს დაესწარით!
16. ზეიკოს გამოხტომები და უაზრო ჩარევები უკვე გამაღიზიანებელია, არა, თავი ვინ ჰგონია? :-? ჯაბას უთქმელობა ხო ცალკე ტანჯვაა. ეს ამდენი გამოდებილებული ბიჭი, რომ შესციცინებს ხომ ცალკე ნერვის მომშლელია (იმის ფონზე, რომ ვინც შენ გინდა არაფერს ამბობს!) და მოკლედ ცალკე ამდენი ნამცხვრისა და ხაჭაპურის გამოცხობა + დიდი ტორტი, მოკლედ საწყალი თეონა ამდენი გიჟის ხელში :D ერთი წესიერი კაცი გამოჩნდეს რა იქნება? ამ გოგოს სუფთა, ალალი კაცი სჭირდება და მოკალით ახლა, თუ გინდათ ზეიკოს გამოხტომები და უაზრო ჩარევები უკვე გამაღიზიანებელია, არა, თავი ვინ ჰგონია? :-? ჯაბას უთქმელობა ხო ცალკე ტანჯვაა. ეს ამდენი გამოდებილებული ბიჭი, რომ შესციცინებს ხომ ცალკე ნერვის მომშლელია (იმის ფონზე, რომ ვინც შენ გინდა არაფერს ამბობს!) და მოკლედ ცალკე ამდენი ნამცხვრისა და ხაჭაპურის გამოცხობა + დიდი ტორტი, მოკლედ საწყალი თეონა ამდენი გიჟის ხელში :D ერთი წესიერი კაცი გამოჩნდეს რა იქნება? ამ გოგოს სუფთა, ალალი კაცი სჭირდება და მოკალით ახლა, თუ გინდათ
15. ულამაზესი ისტორია იყო...ფირუზი და სიყვარული! :) ქრისტე აღდგა! გაიხარე და უფალი გფარავდეს! :):):) ველი გაგრძელებას......:):):) ულამაზესი ისტორია იყო...ფირუზი და სიყვარული! :) ქრისტე აღდგა! გაიხარე და უფალი გფარავდეს! :):):) ველი გაგრძელებას......:):):)
14. კიი ქალბატონო თამარ,რა თქმა უნდა... :) უბრალოდ ასეთი ლამაზი და სევდიანი ნათქვამია.... გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს... გფარავდეთ ღმერთი... კიი ქალბატონო თამარ,რა თქმა უნდა... :) უბრალოდ ასეთი ლამაზი და სევდიანი ნათქვამია.... გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს... გფარავდეთ ღმერთი...
13. ისე,გამიგია,ფირუზი სიყვარულისგან გარდაცვლილი ადამიანების ძვლებისგან წარმოიშობაო... jaden. 2009-04-18 13:22:33
არა, ჩემო კარგო, ეს სრულიად გამორიცხულია! :) ქიმიური შემადგენლობაა სრულიად განსხვავებული! :) ისე,გამიგია,ფირუზი სიყვარულისგან გარდაცვლილი ადამიანების ძვლებისგან წარმოიშობაო... jaden. 2009-04-18 13:22:33
არა, ჩემო კარგო, ეს სრულიად გამორიცხულია! :) ქიმიური შემადგენლობაა სრულიად განსხვავებული! :)
12. ქრისტე აღსდგა! მრავალს დასწრებოდე შენი ლამაზი შემოქმედებით! ქრისტე აღსდგა! მრავალს დასწრებოდე შენი ლამაზი შემოქმედებით!
11. აი, ახლა სპეციალურად შემოვედი წასაკითხად. დღეს ვერ მოვიცალე და არ ვნანობ რომ წავიკითხე :) ძალიან ლამაზი თავია! მომეწონა, თანდათან საინტერესო ხდება და ჩამითრევს ეტყობა ეს :) :-* ხოდა ჩათრევას, ჩაყოლა ჯობიაო!- ხომ იცი? :) 5 აი, ახლა სპეციალურად შემოვედი წასაკითხად. დღეს ვერ მოვიცალე და არ ვნანობ რომ წავიკითხე :) ძალიან ლამაზი თავია! მომეწონა, თანდათან საინტერესო ხდება და ჩამითრევს ეტყობა ეს :) :-* ხოდა ჩათრევას, ჩაყოლა ჯობიაო!- ხომ იცი? :) 5
10. ყველაზე ბევრი, - ხელზე მოეკიდებინა ხელი!
როცა გიყვარს...ესეც საკმარისია ;;) ყველაზე ბევრი, - ხელზე მოეკიდებინა ხელი!
როცა გიყვარს...ესეც საკმარისია ;;)
9. ისე,გამიგია,ფირუზი სიყვარულისგან გარდაცვლილი ადამიანების ძვლებისგან წარმოიშობაო...
მომეწონა ძალიან... ისე,გამიგია,ფირუზი სიყვარულისგან გარდაცვლილი ადამიანების ძვლებისგან წარმოიშობაო...
მომეწონა ძალიან...
7. თამრი...:) მოვყვები ნელ-ნელობით...:) თამრი...:) მოვყვები ნელ-ნელობით...:)
6. :)) =)) არ ვკითხულობ პოსლეზე :)) :)) =)) არ ვკითხულობ პოსლეზე :))
4. 8-> ძალიან კარგია. 5 მეც ნინუცასავით ვიფიქრებდი :) 8-> ძალიან კარგია. 5 მეც ნინუცასავით ვიფიქრებდი :)
3. გენაცვალე თამუ, კარგი ხარ, ძალიან კარგი5555555555555555555 გენაცვალე თამუ, კარგი ხარ, ძალიან კარგი5555555555555555555
2. შენ "პოსლეზე" კითხულობ? :)) შენ "პოსლეზე" კითხულობ? :))
1. მე პირველი!!! ვიცი მომეწონება!!! მე პირველი!!! ვიცი მომეწონება!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|