ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2009


მე აღარ მინდა ვითვლიდე წამებს!

      ჩემს მარტოობის  წყვდიადის სარკეს,
      მზის სხივი ბზარავს და უფსკრულს არღვევს.
      და ცხელი, მღვალი, თხევადი ლავა,
      სისხლთან აერთებს,ვნების სასახლის ვარდისფერ თაღებს.
             

      და ამ სასახლის დაღარულ კედლებს,
      სახურავზე მჯდარ ბინდისფერ მტრედებს.
      ჩემი სარკმლის წინ ტოტ-შემხმარ იფანს.
      გზაში შემხვედრ ხალხს, უამრავ ნიღაბს.

      ჩემი ცხოვრების ბედნიერ წუთებს,
      დრო უმოწყალო, ღამეს რომ უთევს.
      სიხარულს ახლის,სიძველის სევდას,
      შვილი პირველად რომ გეტყვის დედას.

      ერთად აერთებს ოცნებას, ღამეს,
      ასე რომ უყვართ ჩემთვის მისნობა.
                მე აღარ მინდა ვითვლიდე წამებს...
                დე გაიყინოს მარადისობა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები