 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 21 აპრილი, 2009 |
მამის კურთხევა
,,უყვარდა ისაკს ესავი... ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა...’’ დაბ. 25.28. ,,გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო...’’ დაბ. 27.41. ,,იაკობ, ჩქარა წადი ფარაში და მომიყვანე ორი თიკანი!...’’ ,,რისთვის?...’’ ,,მამაშენს მის საყვარელ კერძს მოვუმზადებ, შეჭამს, ... რომ სიკვდილის წინ გაკურთხოს ნებით, და შეიქმნები ერთადერთი მემკვიდრე ჩვენი...’’ ,,მაგრამ, დედი, ... იქნება ვცდებით?!... ჩემი ძმა ხომ ბანჯგვლიანია, მე -- პირტიტველი... მართალია, მამაჩემი კარგად ვერ ხედავს, მაგრამ ხელით თუ შემეხება, ყოველივეს უმალ მიხვდება... ხომ დავითენებ წყევლა-კრულვას და რით მიშველი?!...’’ ,,ნუ გეშინია, ჩემზე იყოს ის წყევლა ბებრის!... მომენდე, შვილო, და იჩქარე... მამაშენი ესავს მოელის... მე კი ვიცი, რომ ეს კურთხევა შენ გეკუთვნის!... დიდ ბაბუა აბრაამსაც შენ მეტად ჰგავხარ... და ამადაც მემკვიდრეობა შენ მეტად გშვენის, ვიდრე ამ მუდამ თავქარიან შენს ძმას ტყუპისცალს!... მამაშენი კი, თუმც სისხლს გვიშრობენ აბეზარი მისი ცოლები, სულ ესავს შველის... ესავს ვერავის ვერ შეადრის!... ესავისთვის ყველას მოისთვლის!... ...მას შემდეგ კი, რაც თვალთ დააკლდა... შენც ხომ ხედავ, ესავი გახდა მისი თვალის სინათლე და უესავოდ ვერაფერს ხედავს, არც უნდა ხედვა!... წარამარა ესავს ეძახის... და ეს შლეგიც პატარასავით ჰყვება მის ნებას... ,,ესავმა უნდა გაუმზადოს... უნდა დაბანოს... ესავის ხელით მოტანილი... ესავს დღეს ველით?...’’ ნადირობის გრძელი ამბები... ტრაბახი ძლევით, მხეცთა ჟლეტით, მიზანში ტყორცნით... გადამირია ეს ღვთისმოსავი, ბრმა ბერიკაცი ნადირთა ქებით...’’
*** ,,ხელის კანკალით მივართვი მამას კერძი და ველი... მამამ ხელი ფრთხილად მომისვა და რომ იგრძნო თიკნის ბეწვი, უცებ შეჩერდა...” ,,ესავის ხელი... მისი სამოსი... მაგრამ ხმა?!... ხმა იაკობის რატომ ჩამესმის?!... რისი მაქვს ეჭვი?!... მომიახლოვდი და მაკოცე!... ...კისერზედაც გრძელი აქვს ბეწვი... მიბოძე კერძი ნანადირევის... დოქით სასმელი... აი, მივიღე ღვინო და ხორცი... და იკურთხები, ვით ჩემი პირმშო, ძე ჩემი ერთი! ბატონი ძმების!... მოგეცეს ჩემი ყოველივე, რაც მქონდა ღმერთით!’’
*** ,,შენ ვინღა ხარ?...’’ ,,პირმშო, შენი ძე ესავი ვარ, კურთხევას ველი!’’ ,,უკვე გაკურთხე!...’’ ,,როგორ და როდის?’’ ,,აი, ახლახან აქ არ იყავი?!...’’ ,,ეგ გაიძვერა იაკობი მეორედ მჯობნის! ჯერ პირმშოება წარმტაცა... დღეს კი... არა, ნამდვილად არ ვაცოცხლებ!...’’ ,,ესავ, შეჩერდი!...’’ ,,მაშინ მომეცი კურთხევა ჩემი!’’ ,,არ შემიძლია, უკვე გავეცი... შენ კი დაგლოცავ... მახვილი გარჩენს!... ძმას მორჩილებდე!... დრო მოვა და გადაიგდებ ამ უღელს ქედით!...’’ ,,მოვა ეგ დრო, სულ მალე მოვა!... აღესრულება მამაჩემი!... და მას მიჰყვება იაკობიც, მოღალატე ტყუპი ძმა ჩემი!’’
2007წ. 10 აპრილი. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. :) ბიბლიის კითხვა მიყვარს და მამშვიდებს , მაგრამ მსგავსი ნაწერი უფრო სიამოვნებით ჩავიკითხე და ასე მივყვები თუ გააგრძელებ :) ეს ამბავი და გაგრძელებაც უკვე ნაცნობია ჩემთვის , მაგრამ კიდევ ერთხელ აქ სიამოვნებით ჩავიკითხავ ! გაიხარე :) ბიბლიის კითხვა მიყვარს და მამშვიდებს , მაგრამ მსგავსი ნაწერი უფრო სიამოვნებით ჩავიკითხე და ასე მივყვები თუ გააგრძელებ :) ეს ამბავი და გაგრძელებაც უკვე ნაცნობია ჩემთვის , მაგრამ კიდევ ერთხელ აქ სიამოვნებით ჩავიკითხავ ! გაიხარე
12. რა სიამოვნებით იკითხება! რა სიამოვნებით იკითხება!
11. ...ჩუმი მოგყვები... და მონუსხული. ...ზოგჯერ კომენტარიც მავიწყდება... ნუ მიწყენ... ერთხელაც ისევ თავიდან ამოვყვები რაინდს. ...ჩუმი მოგყვები... და მონუსხული. ...ზოგჯერ კომენტარიც მავიწყდება... ნუ მიწყენ... ერთხელაც ისევ თავიდან ამოვყვები რაინდს.
10. კარგად ხატავ...დედა-შვილის სიცრუე მტკივა...555 კარგად ხატავ...დედა-შვილის სიცრუე მტკივა...555
9. როგორც ყოველთვის ძალიან კარგია :) როგორც ყოველთვის ძალიან კარგია :)
8. მახვილი გარჩენს!...
ეს ძალიან მილიტარისტული ფორმულა ბიბლიიდან ჩვენს დღეებამდე ძალაშია! გაიხარე, მათე-ბიჭო, მარჯვედ მიდიხარ!
მახვილი გარჩენს!...
ეს ძალიან მილიტარისტული ფორმულა ბიბლიიდან ჩვენს დღეებამდე ძალაშია! გაიხარე, მათე-ბიჭო, მარჯვედ მიდიხარ!
7. გაიხარე მათე-მაია გაიხარე მათე-მაია
6. ,,მაგრამ, დედი, ... იქნება ვცდებით?!... 555555 ეს კითხვა მაწუხებს ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას. ,,მაგრამ, დედი, ... იქნება ვცდებით?!... 555555 ეს კითხვა მაწუხებს ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას.
4. ბიბლიას ვკითხულობ ხელმეორედ... მხოლოდ უფრო სხვა კუთხით... თამარ ბუკია. 2009-04-21 00:55:50 გაიხარეთ, მრავალ ბრწყინვალე შვიდეულს დასწრებოდე! ბიბლიას ვკითხულობ ხელმეორედ... მხოლოდ უფრო სხვა კუთხით... თამარ ბუკია. 2009-04-21 00:55:50 გაიხარეთ, მრავალ ბრწყინვალე შვიდეულს დასწრებოდე!
3. სასიამოვნო,როგორც ყოველთვის... სასიამოვნო,როგორც ყოველთვის...
2. ბიბლიას ვკითხულობ ხელმეორედ... :) მხოლოდ უფრო სხვა კუთხით... :) ბიბლიას ვკითხულობ ხელმეორედ... :) მხოლოდ უფრო სხვა კუთხით... :)
1. პირველი პოსტი :) პირველი პოსტი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|