 | ავტორი: თამუ ჟანრი: პროზა 13 მაისი, 2009 |
ოთახში მაგდა შემოვიდა, გამიხარდა მისი დანახვა, ფიქრებმა დამღალეს. მოვიცილე ყურსაცავი და მოვემზადე მის დამღლელ კითხვებზე პასუხის გასაცემად. - რა გჭირს? გიჟის თვალები გაქვს. რას უსმენდი? აქ იმიტომ ჩამოხვედი, რომ გაგიჟდე? - იცი, ჩემო საყვარელო მეგობარო. ეჭვი მაქვს, მართლა გიჟი ხომ არ გგონივარ!... ავდექი, კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში ჩავიხედე და შევამოწმე, მართლა მქონდა თუ არა გიჟის თვალები. - სულელი ხარ, მე შენ ისე მიყვარხარ, ისე, ისე, რომ... - ის მოვიდა, ზურგიდან ხელები მაგრად შემომხვია და თავისკენ შემომაბრუნა. - შენ ყველაზე ლამაზი თვალები გაქვს, სევდით სავსე. გიჟი კი, მე ვარ, ასე რომ გეძახი. მაპატიე, ვიცი, რომ შენი ხანდახან საერთოდ არ მესმის. მაგრამ, ხომ იცი, როგორ ძალიან მიყვარხარ! - მკითხა და ჩვეული ერთგული გამოხედვით მომაშტერდა. - მეც მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ. გთხოვ, აღარ დამიძახო გიჟი, კარგი? - ვთქვი და გავიღიმე. - კარგი, კარგი. გამოდი, ვჭამოთ რამე. მალე დაღამდება კიდეც. ხვალ კი ჭაში ჩავდივართ. ბიჭებმა თოკები, რაღაც მანათობელი ჯოხები. ქვეყნის ხარახურა უკვე ჩაალაგეს ზურგჩანთებში... - მანათობელი ჯოხები? ეგ რაღაა? - რა ვიცი, აბა, ბაჩანას წამოუღია. არც ბატარეა სჭირდება და არც დატენვა, ისე ანათებს. ფოსფორის შემცველობა აქვს, ეტყობა. მაგარია, არა, რომ წარმოვიდგენ სიბნელე, ირგვლივ მიწის კედლები, საშიშია. ხანდახან მეშინია. შენ? - მეც, რა თქმა უნდა. მართლა ხომ არ ვაფრენ, რომ შიშის გრძნობა დავკარგო?... მაგრამ ადრენალინის ზედმეტი დოზა არცერთს არ გვაწყენს, მთავარია ბოლომდე მივიდეთ, - აზარტში შევედი მე. - წამო, წამო, გავიდეთ, - თქვა და ოთახში მარტო დამტოვა. მეც, მეტი რა დამრჩენოდა, მივყევი უკან. ბიჭები ისევ სამზადისში იყვნენ. უკვე საგზალს ანაწილებდნენ ოთხ ზურგჩანთაში. საძილე ტომრები ლამაზად აეხვიათ, შეეკრათ და იქვე იყო დალაგებული. ბიჭებს ორი ზურგჩანთის და წყლის თრევა მოუწევდათ. მე და მაგდას კი თითო მსუბუქი ჩანთა გვხვდა წილად. ბაჩანას ჩანთას რომ დავწვდი, გულწრფელად შემეცოდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. მხოლოდ შევხედე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მან უთქმელად, კითხვაზე უცებ მიპასუხა. - არ მომკლავს, ნუ გეშინია. მძიმეა, მაგრამ მანდედან არაფრის მოკლება არ შეიძლება. ნუ ინაღვლებ, დავიღლებით, დავისვენებთ. - მითხრა და საქმის კეთება განაგრძო. მესიამოვნა, რომ უთქმელად გამიგო. ალბათ, ფიქრობდა, რომ მოგონებებმა დამღალეს. დაღლილობას ვგრძნობდი. ძალებმა თითქმის დამტოვეს, არადა, მათ ყველაფერი ჩემს მაგივრად გააკეთეს. რამ დამღალა? - ეს უკანასკნელი, რატომღაც ხმამაღლა ვთქვი. - ემოციებმა, ჩემო კარგო, - სიყვარულით გადმომხედა ბაჩანამ - შენ, რა თქმა უნდა, ძლიერი ხარ, მაგრამ მაინც ქალი ხარ, ჰოდა, დაიღალე, - იმხელა სიყვარული იყო ამ სიტყვებში, დავიბენი. მაგდამ ისეთი მუჯლუგუნი მითავაზა, ლამის დავეცი. თავი ძლივს შევიკავე. მარტო საყვედურით შევხედე. მან თვალი ჩამიკრა. მივხვდი, რასაც ნიშნავდა ეს ყველაფერი. სამივე იბრძოდა იმისთვის, რომ თავი ადამიანად მეგრძნო, მაგრამ არცერთი მეკითხებოდა, მინდოდა კი ეს?... ან მე თვითონ ვაზვიადებდი , მეც ისეთივე ჩვეულებრივი ვიყავი, როგორც ყველა და ეს ყველაფერი უბრალოდ მეჩვენებოდა. გვიან ვივახშმეთ და ყველა დასაძინებლად წავედით. დილა მძიმე გველოდა და ალბათ, მათაც ხვალინდელი დღის შიშით თუ რაღაც შეუცნობელის მოლოდინის ფიქრით, გვიან ჩაეძინათ. არც კი იყო გათენებული, რომ მაგდამ გამაღვიძა. - ადექი. სანამ იმ ჭამდე ჩავალთ, დიდი გზა გვაქვს გასავლელი. სანამ დაღამდება, უნდა ჩავიდეთ, თორემ ღამე გაგვიჭირდება. ბიჭები უკვე ადგნენ. ფეხით მივდივართ. ბაჩანა მანქანას ქვემოთ, სოფელში, დატოვებს ვინმესთან, ასე გადაწყვიტეს. ადე, ადე ჩაიცვი, - არ ცხრებოდა მაგდა. - ხო, უკვე ავდექი - წამოვდექი უცებ, ხალათი მოვიცვი და სახელდახელოდ გაკეთებულ საშხაპეს მივაშურე. ბიჭებმა პლასტმასის დიდ ავზს ნახვრეტი გაუკეთეს და მშვენიერ შხაპად აქციეს. მინდოდა წყალი გამეთბო და სამზარეულოში შევედი, იქ ბაჩანა დამხვდა. - წყალი უკვე გავათბე. ვიცოდი, რომ დაგჭირდებოდა. ხომ ვხედავ, სულ წყალში ჭყუმპალაობ. ჩავასხი უკვე, დაანებე მაგ ვედროს თავი, წადი, გადაივლე და წავიდეთ. ღმერთო ჩემო, რა კარგი ადამიანია, ჩემი გული თავისუფალი რომ ყოფილიყო... - გავიფიქრე. ბაჩანას კი მხოლოდ გავუღიმე და მადლობა ვუთხარი. შხაპმა გამომაცოცხლა. ოთახში დავბრუნდი, ჩავიცვი და მეგობრებს დავუბრუნდი. ჩავალაგეთ ჩვენი ავლადიდება მანქანაში, სახლი დავკეტეთ და გავეშურეთ “შეუცნობლის შესაცნობლად”. მანქანა სოფელში ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში დავტოვეთ. იმავე ოჯახის უფროსს გამოვკითხეთ, თუ როგორ მოვხვდებოდით სასურველ ადგილას. მან როცა გაიგო, რასაც ვაპირებდით, ბევრი გვარწმუნა, ტყუილად მიდიხართ, მაინც ვერ მიხვალთ ბოლომდეო, მაგრამ ჩვენ მაინც ავიკიდეთ ზურგჩანთები, საძილე ტომრები და ფეხით დავადექით დარჩენილ გზას. დღის ბოლოს ძლივს მივაგენით ჭას, რომელიც თითქმის დანგრეული დაგვიხვდა. ვიღაცას მართლა აეფეთქებინა, რადგან ქვები ირგვლივ იყო მიმოფანტული. დაღამებამდე ძლივს გავწმინდეთ ჩასასვლელი ქვებისა და მიწისგან. და, აი, გამოჩნდა ის ქვაბული, რომელშიც ჩვენ ვაპირებდით შესვლას. აი, აქ კი ვინანე ჩემი ახირება, იქნებ არ ღირდა?... მე თუ სულელი გადარეული ვიყავი, ამათ რაღას ვერჩოდი? სამივეს გადავხედე. მაგდა სიყვარულით სავსე თვალებით უმზერდა გოგას, ბაჩანა კი მე მომჩერებოდა. - ნუ ფიქრობ მაგაზე, ყველაფერი კარგად იქნება, - მითხრა მან. არა, ეს ბიჭი ნამდვილად ჩემს აზრებს კითხულობს, გავიფიქრე და ხმამაღლა მისი სიტყვები გავიმეორე, მეტი დამაჯერებლობისთვის. - ყველაფერი კარგად იქნება! კარგი, ღრმად ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი და აბა, ჰე, წავედით. ის იყო შესვლას ვაპირებდი, რომ ბაჩანამ ხელით შემაჩერა. - პირველი მე შევალ. შენ და მაგდამ ჩემს უკან იარეთ, გოგა კი ბოლო იქნება. ასე ჯობია. - კარგი, ასე იყოს - ვთქვი და უკან დავიწიე. პირველობა ბაჩანას დავუთმე. შევედით თუ არა, ყნოსვის ორგანოს უცნაური სუნი მოსწვდა. სიზმარი გამახსენდა. იმ უცნაურ სიზმარშიც ხომ ზუსტად ასეთი სუნი იყო. უცებ, ის მონაკვეთიც ამომიტივტივდა გონებაში. იქაც ხომ ოთხი ადამიანი იყო დაჩოქილი ხატის წინ? ჩვენც ხომ ოთხნი ვართ. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მიზანს ჩვენ აუცილებლად მივაღწევდით, ვნახავდით იმ გრანდიოზულ ხატს. გვირაბი საკმაოდ ფართო აღმოჩნდა. დახრა არ იყო საჭირო, წელში გამართულებს კი არ გაგვიჭირდებოდა სიარული. რამდენიმე მეტრში უკან მოვიხედე. შუქი, რომელიც ჯერ კიდევ მოჩანდა გვირაბის თავში, ნელ-ნელა გაქრა და აღმოვჩნდით ფანრის შუქზე, რომლებიც ბაჩანას და გოგას ეჭირათ. რაც უფრო შორს მივდიოდით, გვირაბის კედლები სველდებოდა, ზოგ ადგილას კი წყალი ჩამოედინებოდა. ალბათ, ორი საათის შეუსვენებლივ სიარულის მერე გოგამ გაჩერება ითხოვა, მაგდა დაიღალა და ცოტა დავისვენოთო. შევჩერდით. ზურგჩანთები მოვიხსენით და საძილე ტომრებზე ჩამოვსხედით. ჩემთვის მაინც ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ჩემი მეგობარი თითქოს შეცვალეს. მაგდას ხმა არ ამოუღია. უცებ, გოგა წამოდგა, იქვე ჩამომდინარე წყლის ნაკადს ხელი შეუშვირა, მუჭით წყალი აივსო და პირთან მიიტანა, დაიგემოვნა. - იცი? ეს წყალი სასმელად მშვენივრად გამოდგება, წყაროს წყალია, - თქვა და სიხარულით მიაჩერდა ბაჩანას, რომელმაც იგივე გაიმეორა, რაც გიგამ. - ტყუილად ვათრევთ აბა ამ წყლის ბიდონებს? - ხმა ამოიღო მაგდამ. - არა მგონია. შეიძლება, მერე გვირაბი დაბლა ეშვებოდეს, ღრმად, იქ კი წყალი ნამდვილად არ გვექნება, - თქვა ბაჩანამ. - რომელი საათია? - ჩემი ხმა ექოსავით გაისმა ჩემივე ყურებში. ბაჩანამ მაჯაზე დაიხედა. - თერთმეტის ნახევარია. ჯერ ადრეა, დაიღალე? - მითხრა და ისევ თვალებში მომაჩერდა. რადგან ერთი ფანარი ენთო, კარგად არ ჩანდა ირგვლივ ყველაფერი, ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ ვერ შეძლებდა ჩემი აზრის წაკითხვას და შვებით ამოვისუნთქე, შინაგანად მართლა დავიღალე და არ მინდოდა ეს მათ ეგრძნოთ. - შენ დაიღალე!... მოდი, დავისვენოთ დღეს. საძილე ტომრები გავშალოთ, ცოტა წავიხემსოთ. უნდა გამოვიზოგოთ საგზალი. მაგდამ დარჩენილი პური წამოიღო, ჯერ ეს შევჭამოთ, მერე კი გამომშრალ პურზე და ორცხობილაზე გადავიდეთ. - მე მორჩენილი ყველიც წამოვიღე, აბა, ხომ არ დავტოვებდი. დღეს შევჭამოთ. აი სუფრაც გაიშალა, - თქვა მაგდამ და ზურგჩანთაში ჩაძვრა. ბაჩანამ კონსერვის ქილა ისე ოსტატურად გახსნა, ერთ ნახვად ღირდა, ასევე მოხერხებულად გაყო ოთხ ტოლ ნაწილად და თითოეულს ქაღალდზე გადმოგვიღო. მაგდამ პური დაანაწილა, ყველი დაჭრა და სახელდახელოდ გაშლილ პოლიეთილენის ნაჭერზე დაალაგა. ჩვენი ვახშამიც მზად იყო. წახემსება ერქვა ამ ყველაფერს, ვიდრე ჭამა, მაგრამ, უცნაური იყო, რომ ამ გარემოში ესეც საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. ნარჩენები ავალაგეთ და საძილე ტომრები გავშალეთ. გვირაბში არ ციოდა, მაგრამ სიგრილე უკვე შემაწუხებელი გახდა. - ნესტია, საძილე ტომრებში არ შეგვცივდება, მაგრამ დილით რომ გავიღვიძებთ, თბილად ჩაცმა არ გვაწყენდა, - თქვა გოგამ. - ჰოდა, თბილად ჩავიცმევთ, ხო? - მკითხა მაგდამ, თითქოს მოენატრა ჩემი ხმის გაგონება, ისე მომაჩერდა საცოდავი თვალებით. - ხო, თბილი სვიტერი წამოღებული მაქვს, შენც ხომ გაქვს? - კითხვითვე მივმართე. - სვიტერი არა, ჟაკეტი წამოვიღე. რა მნიშვნელობა აქვს, თბილია, რაც მთავარია, - თქვა და ტომარაში შეძვრა. ჩავძვერი საძილე ტომარაში და შევეცადე მოხერხებულად მეგრძნო თავი. ცივ, ნესტიან მიწაზე დაგებული ტომარა საშინლად მოუხერხებელი აღმოჩნდა. - აუ, არ გინდა აქ დაძინება? - გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ბაჩანამ ისევ წაიკითხა ჩემი აზრი. - მიეჩვევი, დღეს პირველი ღამეა. მერე ასე აღარ გაგიძნელდება, შეეცადე, არ იფიქრო. დახუჭე თვალები და დაიძინე, - თქვა და თავისი საძილე ტომარა ჩემს გვერდით გაშალა. - შუქს ხომ არ ჩააქრობთ? - მშიშარა ბავშვივით იკითხა მაგდამ. - არა, ელექტროფანარს გამოვრთავ, ნავთისას კი ავანთებ. ღამე ასე ჯობია. ბატარიებიც დაგვეზოგება,- თქვა გოგამ. ასანთის ღერი გაჰკრა გოგირდის ზოლს, ლამფის პატრურქს მოუკიდა და აანთო. ფანარი გამორთო, გვირაბის კედლებს უცნაური შუქი მოეფინა და ირგვლივ ნავთის სუნი დადგა. გვიანობამდე ვერ დავიძინე, მაგრამ წუწუნს როგორ გავბედავდი. ეჭვი მქონდა, არც ერთს არ ეძინა, მაგრამ ხმა არავის გაუღია. სახეზე გრილი ხელის შეხებამ გამაღვიძა. თვალი გავახილე. ჩემს წინ ბაჩანა ჩამუხლულიყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. :) წინებსაც გადავხედავ უეჭველად.... :) წინებსაც გადავხედავ უეჭველად....
11. თამუნია :-* თამუნია :-*
10. რა თქმაუნდა საინტერესოა ფრიად...5 (ნანუკას ისე აქტიურად უნდოდა ჭაში ჩასვლა, მე მეგონა ყველანაირად მომზადებული იქნებოდა... ბაჩანა რომ არ წანოსულიყო, ნეტავ რას მოახერხებდა...? აი ასეთი რაღაცეებია გაპარული... სხვა, წასაკითხად ნამდვილად საინტერესოა...) რა თქმაუნდა საინტერესოა ფრიად...5 (ნანუკას ისე აქტიურად უნდოდა ჭაში ჩასვლა, მე მეგონა ყველანაირად მომზადებული იქნებოდა... ბაჩანა რომ არ წანოსულიყო, ნეტავ რას მოახერხებდა...? აი ასეთი რაღაცეებია გაპარული... სხვა, წასაკითხად ნამდვილად საინტერესოა...)
9. კარგი ჩემგან!!! კარგი ჩემგან!!!
8. რა საინტერესო ადგილას შეწყდა ;;) მასე,უნდა მკითხველი მოუთმენლად მოგელის ხოლმე ;) ძალიან კარგად წერ,იოლად :) რა საინტერესო ადგილას შეწყდა ;;) მასე,უნდა მკითხველი მოუთმენლად მოგელის ხოლმე ;) ძალიან კარგად წერ,იოლად :)
7. ...თამუ, თამუ... მოგყვები ფეხდაფეხ, ვეჭვობ, რომ დამღალო :) ...თამუ, თამუ... მოგყვები ფეხდაფეხ, ვეჭვობ, რომ დამღალო :)
6. Zalin sainteresod wer, mapatet kompa auria da qartulad agarc cers da agarc mawerinebs. :) mokleed warmatebebi da veli momdevno tavs moutmenlad Zalin sainteresod wer, mapatet kompa auria da qartulad agarc cers da agarc mawerinebs. :) mokleed warmatebebi da veli momdevno tavs moutmenlad
5. უმარლეს ქულებსგიწერ,ძალიან საინტერესოდ წერ თამრი!მომეწონააააააა!.... უმარლეს ქულებსგიწერ,ძალიან საინტერესოდ წერ თამრი!მომეწონააააააა!....
4. ჭაში ფლეში:))ხომ არ შეგეშინდა შენც ?:P
თამუნიასთვის ულევ სითბოს ტოვებს გაზაფხული:-* ჭაში ფლეში:))ხომ არ შეგეშინდა შენც ?:P
თამუნიასთვის ულევ სითბოს ტოვებს გაზაფხული:-*
3. საით მიგყავართ გოგო, ა. 5555 საით მიგყავართ გოგო, ა. 5555
2. მამიდაა მამიდუუუ :)))))) მიყვარხარ :-* ველოდები... ველოდები... 33 საფეხურს :D მამიდაა მამიდუუუ :)))))) მიყვარხარ :-* ველოდები... ველოდები... 33 საფეხურს :D
1. უფრო და უფრო საინტერესოა. უფრო და უფრო საინტერესოა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|