ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქიმერა
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2009


ძნელი სვლა

მზეს მიაცილებს და ჩრდილებში ციაგით კვდება
ძველი ოცნება და საოცრება თეთრი სხივების
მე მაინც მჯერა გულის სიწმინდის
და უეცარი გამოღვიძების,
ძნელია გეცვას ხორცის პერანგი
როცა ღრუბლებში აპირებ ფრენას
როცა ყოველ დღე უნდა უყურო
ჭრელი ნიღბების ცივ გამოფენას
ძნელია მაგრამ ვერ გავიქცევი
ვიცი სხვა გზაზე სული ეცამა
ტანჯვა თუ არის ჩემი ყოფნის მთავარი არსი
დაე ვიტანჯო! სიკვდილი კი სად გამექცევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები