ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2009


ალბათ არასოდეს...

შენ რა გგონია,ავტირდები უშენობით?
მართალია,განვიცდი,მაგრამ რა გაგიკეთებია ისეთი,რომ ჩემს ცრემლებად ღირდე?
არც არაფერი...
მხოლოდ ის,რომ მომხიბლე და მერე ყურადღება მომაკელი...
ეს ღირს ჩემს ცრემლებად? გაჩუქო ისინი?
არა! არავითარ შემთხვევაში!
აი როცა შემიყვარებ და დაიტანჯები,მერე ვიტირებ შენთვის.შემეცოდები,რომ მე აღარ მეყვარები...


ალბათ არასოდეს იქნები ჩემი ცრემლების ღირსი...


შენ გგონია ახლა ამ ჩანახატს შენთვის ვაკეთებ?
დაგიმსახურებია რო,მასე რომ ფიქრობ?!
არა! არ დაგიმსახურებია...
ხოდა ეს ნაწერი შენთვის არაა...გესმის?! არაა....!
ეს ჩემთვისაა...მე ვფიქრობ და ვწერ....
შენზე მაშინ დავწერ გრძნობით თავბრუ დახვეული რომ მომადგები და პატიებას მთხოვ...ყველაფრისთვის...
მე კი შემეცოდები და ორიოდ სიტყვას მოგიძღვნი,მერე კი ცრემლიან სახეზე აგაფარებ და გეტყვი: ეს ჩემგან!


ალბათ არასოდეს მომიწევს შენთვის რაიმეს დაწერა...


შენ რა გგონია,გეტყვი რომ მიყვარხარ?! არა...!
ეგ რამ გაფიქრებინა? ნუთუ იმან,რომ ამდენი ვილაპარაკე შენზე?
თუ იმან,რომ კიდევ ბევრს ვილაპარაკებ?
შენ გითქვამს ეგ სიტყვა,რომ მე გითხრა?...
არა...
ამას მაშინ გეტყვი,როცა შენც შემიყვარებ და გულდამწვარი მთხოვ საპასუხო გრძნობას...


ალბათ არასოდეს მომიწევს გითხრა  "მიყვარხარ"...




                                                                                                                                                        __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები