ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2009


  ჩამოტვირთვა

ფრძნობების პეპლები ცაში ფარფატებენ

თუ იცი შენ ნეტა,სიტყვებით  რომ მავსებ,
და ამის პასუხი გითხარი თვალებით
ადრე რომ იცნობდი,ის ქალი განაღმეს
ფიქრებმა,მარტივ და უბრალო წამებით.

გადავიკარგო? იქნებ და არც ღირდეს,
არადა უკვე სულს ტკივილი ერევა,
მეწევა დღებზე გრძნობების ფერშალი,
რომ განვიკურნები,შენ დაგრჩეს მერე რა…

და მეწკმუტუნება სახეზე ცრემლები,
ნაცემი ძაღლივით მოკუნტულს ტუჩებთან,
გრძნობების პეპლები ცაში ფარფატებენ,
რომ მერე დამისხდნენ  უგრძნობლად ფეხებთან.

დრო მიაჭენებს  აწყვეტილ ოცნებებს,
ღამის ტრამალებსაც გადასცდა,შევეშვი,
გულში კი დალეწავს ეს სევდა დარაბებს,
თუ იცი ნეტა რას ვგრძნობდი შენს ხელებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები