ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2009


მიძღვნა ( განდის მარცხენას თამადობით ) :D

მარჯვენა მარჯვენას რომ ვამბობთ,
მარცხენამ რა დააშავა?
აგერ,იჩივლა ცაციამ
და ნამუსმაც დამავალა,
დაწერე ერთი ლექსიო,
თუმც მუზა არა გმორჩილობს,
აამე განდი კრიტიკოსს
და "მარჯვენა_არქატს" მორჩიო.

წერე მარცხენავ ურიდოდ,
მარჯვენას არ დაუვარდე!
ერთ"პიროვნული" დოგმები
უკანა პლანზე გადადე.
რა სხვაობაა ტვინშია
რომელი ხელი დაწერამს?
მარჯვენა ჩააწიკწიკებს
თუ მარცხენა გადაპენტავს?

ასე რომ პატივცემულო
განდი არწივო  სულ წინ სვლა.
თუმცა კი ვიცი ჩემიდან
არა გჭირდებათ ეს სიტყვა.
ისედაც კარგად მეტყველებს
თქვენი დიადი მარჯვენა.
გენიოსების ხვედრია
ცაცია ხელით დაწერა. :D

მორიდებული სალამი
მარჯვენას მეზობელს,მარცხენას! :)




                                                                                                                                                                    __თამუნია__


                                          ლექსის აზრის უკეთ მისახვედრად  http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=14508 :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები