ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2009


რექვიემი




  სადღაც შორს რექვიემს ატირებს მოცარტი.,
  სული ყელიდან ამოსვლას ითხოვს.
  არ ვიცი რა მომდის, ალბათ დრომ დამცადა…
- ბავშვივით მოვითხოვ, ალერსს და სითბოს.


  ვერ ვიხსნი სახიდან ვარდისფერ სათვალეს,
  ღიმილის ნიღაბს თითქოს შეზრდია კანი...
  არ ვიცი რამდენი წელი მომითვალეს...
  მოვასწრებ გადახდას ცხოვრების ვალის?!.



  სიცოცხლე უაზროდ მოითხოვს თავისას,
  სული კი რაღაც სხვას, ზეციურს ითხოვს.
  ვერ ვიცლი მივხედო, ან ამას ან იმას,
  ხელს თავად სიცოცხლე მიშლიდეს თითქოს...


  ძვირფასი დრო თვალდახელშუა ილევა...
  და უკვე ითვლება, დღე, წუთი, წამი.
  დროის ზღვას მზადა აქვს სიბერის მორევი
  და იქით მიცურაცს უნიჩბოდ ნავი...


  ხარხარით ამთავრებს რექვიემს მოცარტი,
  სალიერს ცრემლებით ევსება თვალი.
  გაივლის დრო... წავა... დრო - განა მოიცდის?!.
  გადაიხდება ცხოვრების ვალიც...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები