ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2008


სიმკვრივე 0,0


ქარმა მტვრის ძაფების გროვა დაასაფლავა...
ბავშვს აფიშებით უჭირავს ქუჩა...
უგზოობაზე ჩივის ლანჩაგაცვეთილი ნაბიჯები...
საწამლავები იღვრებიან
ბინდში გადატანილ დალაქავებულ
მავთულებში...
ჰაერს ათავებს...
სივრცე ძაფებით ნაკერ ძველი გაზეთის ფურცელს დაემსგავსა...
იბურჯგნებიან მუნჯის სიტყვებში...
მისტერიებმა თოვლიან ქვებზე მიწა მიაყარეს ღამეს...
მაწანწალად აქციეს ბავშვი...
ხელისგულები დაუყირავეს...
...
რენტგენოლოგივით მოვძებნი
სიბნელეში ქუჩით გაბერილ ჩრდილებს...
ფარდები ჩამოვაფაროთ...
აეროპლანით გავფრინდეთ სხვა ჰაერში...
სხვა ჰაერეთში...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები