ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი...
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2009


ისევ პატარები და ძველები

ყურის ძირებში
ლოტოსის ზეთი
და ეგვიპტური
ჰაერით თრობა, _
შენი ცხოვრების
ამ მონაკვეთით
მომაგონდები და
მუზა მოგაქვს...

მე, მოწყურებულს,
წყლის სავსე სურა
ჩამივლი, მტოვებ
მშრალს, ქვიშისეულს.
და ახლა ვზივარ,
ქაღალდზე ვწურავ
ლოტოსის ზეთით
მოგონილ სხეულს.
---------------------------
ტუფის ბაქანი.
წუნკალი ძაღლი
მოღლილი მომდევს
და მივწანწალებთ...
ათის წუთები.
ქალაქი. ბაღი.
დაგელოდებით
შენ და ვარსკვლავებს.

და გელოდებით...
-------------------------
შეხვედრა

ხელიდან გავუვარდი
ქარს მთავარ ქუჩაზე _
ხიდთან შეგამჩნიე
და მინდა გადავრჩე...

ათასში ამარჩევ!
---------------------------
ნუჟრიან ჭადრებს
გაუჩნდათ თია,
და ეს ქუჩებიც
სადღაც გარბიან...
ჩემს დაღლილ თვალებს
სივრცე სურთ, შიათ...
სივრცე სურთ, შიათ...
(სულიც ცაში აქვთ)
და სულ ერთი ვარ,
და სულ მარტო ვარ,
და სულ არ ვიცი
გზა სად გრძელდება...
ოთახი _ ჩემი სამარხი, სახლი,
დრომ დამიტოვა
და მიმატოვა...
-----------------------------
მე შეგიბერავ
ხელისგულზე
დაბნეულს ქვიშად
და კვალს გაყვები ქარს...
საგზლად მიგაქვს
სუნთქვა ჩემი
(შვებისგან იშვა).
და ზღვებშიც თითქოს
ყველა ღუზა
ერთად აიშვა -

შენ რომ გაგიშვას.
-------------------------
აყეფდა ძაღლი
აგურის სახლთან,
ქარი გაჩიჩქნის
ოქროსფერ ზვინებს,
მწიფე სიმინდებს
გაკორტნის მახრა,
გადაგორდება
და დაიძინებს...
-------------------------
მოთოვს თბილისში, -
შენ გნახე ძილში;
სახურავებზე თოვლმა
ჩემთვის თეთრად გაგფინა...
და უკვე ვიცი,
ყველა ფიფქი
ჩემთვის დაფრინავს.
-----------------------------
სტუდენტები

ქალაქის მთავარ არტერიას
მიყვებით ნელა,
ეხებით მაღალ მატერიებს
ქინქლების ხელა...

 
(1998-200წწ)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები