დილით ექვსის ნახევარზე გამაღვიძეს.ფრთხილად ჩავიცვი,ჩავედი პირველ სართულზე,მოვწესრიგდი და გამოვუარე წამოსვლისას შენს სახლს. არ ვიცი რამდენად გიყვარს დილის პეიზაჟი,მაგრამ მაინც უნდა დაგიხატო. მე აღფრთოვანებული და ამავდროულად რაღაც-რაღაც მიზეზების გამო დათრგუნული ჩამოვედი თბილისში.ჯერ იმას მოგიყვები,იქიდან რომ მოვდიოდი გორისკენ რამ დამასევდიანა.
თითქმის ნახევარი გზა ჰქონდა სამარშუტო ტაქსს გავლილი,რომ დედაჩემმა ხელი წამკრა და მუსიკის მორევიდან გამომაღვიძა.მარჯვენა მხარეს გამახედა... დავინახე უამრავი,პატარ-პატარა,სკებივით ჩამწკრივებული,ერთნაირი სახლები...ვერ მივხვდი ეს რა იყო...შემდეგ თვალი მოვკარი გზის ნაპირითან განლაგებული სახლების წინ,ქარში აფრიალებულ თითო ოროლა სარეცხს,ალაგ-ალაგ მიმოფენილი ხალხიც დავინახე და მაშინ კი მოვეგე გონს. ეს ომის ქარ-ცეცხლში გამოვლილი,ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა იყო... გული შემეკუმშა... რამოდენიმე წამით სიგრძე-სიგანეზე დაუსრულებლად ჩამწკრივებულ "სკებზე" გამიშტერდა თვალი... ერთ ფერში... ერთ ფორმაში... ერთმანეთის პირისპირ...ყველა... არც სხვა სოფლების გარემოცვაში და არც ხალხის ხშირი მიმოსვლის ადგილზე... მაშინვე იმაზე გამეფიქრა,რამდენად ძნელია ქართველი გლეხისათვის საკუთარი ნაშრომ-ნაღვაწით აშენებული სახლის,მოყვანილი მოსავლისა და გახარებული ხეხილის გარეშე ცხოვრება,ასეთ იზოლირებულ და დამთრგუნველ გარემოში... ასეთივე სიტუაცია ფიქრებში წასულს კიდევ ორგან შემხვდა... მოკლედ,ძალიან სევდიანი ჩამოვედი...
მერე მოვისიყვარულე ნათესავები,ასე ისე და მეორე დღეს შენც კი იცი რა მოხდა... :))
წამოსვლისას შენს სახლს გამოვხედე...ერთხელ...
ცოტა ხნით,სანამ სოფლის გზებზე მოვდიოდით,აქეთ-იქეთ არც ვიყურებოდი.მერე,როცა სოფლები გარშემო მოექცა და მაღალი მთის მწვერვალები სიგრძეზე გადაანათა მზემ,გამოვიხედე,მიმოვავლე თვალი ყველაფერს... ღრუბლები გასაოცრად ლამაზნი იყვნენ... მზეს რომ ჩამოეფარებოდა რამოდენიმე არც თუ ისე მუქი ღრუბელი,დააჭერდა მნათობი სინათლეს და მბზინავ ოქროსფერ კანტებს ავლებდა უკითხავად ჩამოფარებულთ გარშემო...სვივებს კი ელვარებით ჩამოზოლავდა ფენა-ფენა ღრუბლებიდან გამორღვეულებს და მთების წინ კანტიკუნტად ჩაყრილ სახლებს დააფრქვევდა : თქვენი გაღვიძების დროა-ო.
ყველაზე თვალწარმტაცი იცი რა იყო? ამ დილის ბუინობაში, ნელ-ნელა,ზანტად მიმავალი თითქმის გამჭირვალე ღრუბლების ქარავანი... გამიტაცა და ფიქრში ჩამითრია საამო სურათმა... უამრავი მოსახვევი იყო.ქარავანი კი ყველგან მიდიოდა უწყვეტად,მთელს სიგრძეზე,უვლიდა გარს ულამაზეს გარემოს,ცის სილაჟვაარდეში ლამის ჩაკარგულ მთებს,სახლებს,მწვერვალებზე წამომართულ ტაძრებსა და ჩვენც.მანქანით მიმავალთ... ხან იზმორებოდა და ფორმას იცვლიდა,ხან იკუმშებოდა და მჭიდროდ შეკრული მიიზლაზნებოდა...
არა,მაინც რა ბავშვობა იყო,ჩემი უნებურად გაკაწრული ხელის სამაგიეროდ,ვარდის ეკლით შენს ხელზე ნაკაწრი...ბოთე რომ ვარ,მინდოდა ერთნაირები ყოფილიყო და ბოლოს კი შესაერთებელი იქსი გამომივიდა...
ექვსის ნახევარზე გამაღვიძეს პირველზე ჩაძინებული.კიდევ კარგი გურო არ გავაღვიძე ჩემი ფათიფუთით.წინა ღამეს ისე მომიარა საწყალმა,ცოდო იყო ახლა კიდევ შემეწუხებინა...
ერთადერთხელ გამოვხედე შენს სახლს,იმ იმედით რომ შენი კოორდინატები და ვარდი თან მომქონდა,მე კი ნახევარ იქსს და ჩემს ვარდს გიტოვებდი...
ლამაზი დილა იყო...
__თამუნია__
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან ლამაზად არის დაწერილი. განსაკუთრებით პეიზაჟების ხატვა მომეწონა ( დიახ, ხატვა და არა აღწერა.მე ნახატებიც დავინახე აქ) მომწონს ავტორი! წარმატებები! ძალიან ლამაზად არის დაწერილი. განსაკუთრებით პეიზაჟების ხატვა მომეწონა ( დიახ, ხატვა და არა აღწერა.მე ნახატებიც დავინახე აქ) მომწონს ავტორი! წარმატებები!
10. ეგ სურვილი მე ადრეული ბავშვობიდან მაქვს. რამდენიმე წლის წინ, შავი ძღვის სანაპიროებზე კატერებით რომ დააქროლებენ დელტაპლანებს,მაგითი მინდოდა გასეირნება მაგრამ მშიშარა დედიკომ არ გამიშვა :( :P
ხოდა დამრჩა სურვილად :( :P
დროებით :) მუსიე განდი :D
ეგ სურვილი მე ადრეული ბავშვობიდან მაქვს. რამდენიმე წლის წინ, შავი ძღვის სანაპიროებზე კატერებით რომ დააქროლებენ დელტაპლანებს,მაგითი მინდოდა გასეირნება მაგრამ მშიშარა დედიკომ არ გამიშვა :( :P
ხოდა დამრჩა სურვილად :( :P
დროებით :) მუსიე განდი :D
9. მადმუაზელ თამუნია :)
ახლა გასაგებია თუ რა ხდება ნაწარმოებში :D
და ღრუბლების ნახვა მართლაც საინტერესოა , და ისე, საჰაერო ბუშტით ფრენა მაინტერესებს მე , თან ძალიან, და იქნება და როდესმე მოვახერხო ეს მოგზაურობაც :D რაღაც სხვა გრძნობაა, ადრენალინის გამოყოფის საუკეთესო საშუალება,, თან ჰაერში ხარ, ტან ირწევი, თან ქარი გცემს, თან გაშლილ სივრცეს უყურებ და ტკბები და მოკლედ, მინდა რაა ეგ მოგზაურობა განვიცადო :D
აბა, ჰეე, შენ იცი, მაგრად :)
პატივისცემით, განდი. არწივი
მადმუაზელ თამუნია :)

8. ისე ლამაზად აღწერეთ ზემოდან ღრუბლები,რომ უნახავად რამდენადაც შესაძლებელი იყო წარმოვიდგინე :)
თუმცა რა თქმა უნდა ბევრად თვალწარმტაცი და მშვენიერი სანახავი იქნება რეალურად :)
რაც შეეხება იქსს. ეს არის ჩემს ხელზე ამორკალული იქსის ნახევარი,მის ხელზე :) ანუ შეერთების შედეგად გამოდის სრული იქსი :P
გურო კი ჩემი ნათესავია და წინა ღამეს ნასვამს მივლიდა :P ძალიან გამიწვალებია თურმე :P :D
მეღსი მუსიე განდი :) :D ისე ლამაზად აღწერეთ ზემოდან ღრუბლები,რომ უნახავად რამდენადაც შესაძლებელი იყო წარმოვიდგინე :)
თუმცა რა თქმა უნდა ბევრად თვალწარმტაცი და მშვენიერი სანახავი იქნება რეალურად :)
რაც შეეხება იქსს. ეს არის ჩემს ხელზე ამორკალული იქსის ნახევარი,მის ხელზე :) ანუ შეერთების შედეგად გამოდის სრული იქსი :P
გურო კი ჩემი ნათესავია და წინა ღამეს ნასვამს მივლიდა :P ძალიან გამიწვალებია თურმე :P :D
მეღსი მუსიე განდი :) :D
7. ნუ , რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულთა ცხოვრება ძნელია,, კარგია რომ არ ივიწყებ ასეთი დეტალების ჩართვას თხრობაში,, არ უნდა დაგვავიწყდეს ეს მოვლენა,, (ჩვენ გვჩვევია ფაქტების მალე მივიწყება, ანდა გვერდზე გადადება),,
ვუსურვოთ მათ მშვიდობიანი ზეცა,,
ღრუბლების ტრფობაც საინტერესო იყო,, :) იცი, ზეციდან უნდა ნახო რა ამაყები არიან ღრუბლები, რა ქედმაღლურად დაჰყურებენ დედამიწას ზემოდან,, :) მქონია ბედნიერება მეცქირა თვითმფრინავის ილუმინატორიდან ღრუბლების ჰიმალაისთვის და სურათებიც გადამიღია,, ულამაზესი სანახაობაა, მართლაც, ზვიადი მთებივით, აზიდულან ცაში და დედამიწას თითქოს არაფრად არ აგდებენო :)
ჰოდა, , რა იქსზეა ლაპარაკი? , ეს ვერ გავიგე რა მოხდა ამ დროს, აღწერა ცოტა ბუნდოვნადაა და ვერ მივხვდი :D
და ეს გურო ვინაა ესეც ამოუცნობი დარჩა, ანუ შენ ძმა , ბიძაშვილი თუ ვინ? წინა ღამეს მომიარაო და ესეც კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანს, სიცხე გქონდა??
მოკლედ, მე საინტერესოდ ვთვლი ამ ნაწერს და მუზას ხელს ჩამოვართმევ :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ნუ , რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულთა ცხოვრება ძნელია,, კარგია რომ არ ივიწყებ ასეთი დეტალების ჩართვას თხრობაში,, არ უნდა დაგვავიწყდეს ეს მოვლენა,, (ჩვენ გვჩვევია ფაქტების მალე მივიწყება, ანდა გვერდზე გადადება),,
ვუსურვოთ მათ მშვიდობიანი ზეცა,,
ღრუბლების ტრფობაც საინტერესო იყო,, :) იცი, ზეციდან უნდა ნახო რა ამაყები არიან ღრუბლები, რა ქედმაღლურად დაჰყურებენ დედამიწას ზემოდან,, :) მქონია ბედნიერება მეცქირა თვითმფრინავის ილუმინატორიდან ღრუბლების ჰიმალაისთვის და სურათებიც გადამიღია,, ულამაზესი სანახაობაა, მართლაც, ზვიადი მთებივით, აზიდულან ცაში და დედამიწას თითქოს არაფრად არ აგდებენო :)
ჰოდა, , რა იქსზეა ლაპარაკი? , ეს ვერ გავიგე რა მოხდა ამ დროს, აღწერა ცოტა ბუნდოვნადაა და ვერ მივხვდი :D
და ეს გურო ვინაა ესეც ამოუცნობი დარჩა, ანუ შენ ძმა , ბიძაშვილი თუ ვინ? წინა ღამეს მომიარაო და ესეც კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანს, სიცხე გქონდა??
მოკლედ, მე საინტერესოდ ვთვლი ამ ნაწერს და მუზას ხელს ჩამოვართმევ :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
6. მეღსი საზოგადოებას :P
მეღსი საზოგადოებას :P
4. ბიჭებიც აზარტში შევიდნენ. შესცქეროდნენ ნათიას. მოსწონდათ მისი ნარნარ ფეხის წვერებზე. ნათიას ფიქრები კი ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული. ფიქრობდა ნუთუ მართლა შესაძლებელია სასწაული მოხდეს?! ნუთუ მართლა აქ არის?!.. მასში მოზღვავებულ ენერგიულობას ამართლებდა ფაქტი როგორც, სიმართლის ძიებისა, ასევე დაუჯერებლობაც. შედეგმაც არ დააყოვნა:
კონცლაგერია!!! ეკლიანი ბადით შემოსაზღვრა აკლია მხოლოდ!!! ბიჭებიც აზარტში შევიდნენ. შესცქეროდნენ ნათიას. მოსწონდათ მისი ნარნარ ფეხის წვერებზე. ნათიას ფიქრები კი ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული. ფიქრობდა ნუთუ მართლა შესაძლებელია სასწაული მოხდეს?! ნუთუ მართლა აქ არის?!.. მასში მოზღვავებულ ენერგიულობას ამართლებდა ფაქტი როგორც, სიმართლის ძიებისა, ასევე დაუჯერებლობაც. შედეგმაც არ დააყოვნა:
კონცლაგერია!!! ეკლიანი ბადით შემოსაზღვრა აკლია მხოლოდ!!!
3. ბიჭებიც აზარტში შევიდნენ. შესცქეროდნენ ნათიას. მოსწონდათ მისი ნარნარ ფეხის წვერებზე. ნათიას ფიქრები კი ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული. ფიქრობდა ნუთუ მართლა შესაძლებელია სასწაული მოხდეს?! ნუთუ მართლა აქ არის?!.. მასში მოზღვავებულ ენერგიულობას ამართლებდა ფაქტი როგორც, სიმართლის ძიებისა, ასევე დაუჯერებლობაც. შედეგმაც არ დააყოვნა:
კონცლაგერია!!! ეკლიანი ბადით შემოსაზღვრა აკლია მხოლოდ!!! ბიჭებიც აზარტში შევიდნენ. შესცქეროდნენ ნათიას. მოსწონდათ მისი ნარნარ ფეხის წვერებზე. ნათიას ფიქრები კი ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული. ფიქრობდა ნუთუ მართლა შესაძლებელია სასწაული მოხდეს?! ნუთუ მართლა აქ არის?!.. მასში მოზღვავებულ ენერგიულობას ამართლებდა ფაქტი როგორც, სიმართლის ძიებისა, ასევე დაუჯერებლობაც. შედეგმაც არ დააყოვნა:
კონცლაგერია!!! ეკლიანი ბადით შემოსაზღვრა აკლია მხოლოდ!!!
2. უნებურად გაკაწრული ხელის სამაგიეროდ,ვარდის ეკლით შენს ხელზე ნაკაწრი...
:) უნებურად გაკაწრული ხელის სამაგიეროდ,ვარდის ეკლით შენს ხელზე ნაკაწრი...
:)
1. ხოო, ამას ხვალ ვკითხულობ, ახლა მეძინება :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. პირველი პოსტიიიიიიიიიიიიიიიი :P :D :D
ხოო, ამას ხვალ ვკითხულობ, ახლა მეძინება :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. პირველი პოსტიიიიიიიიიიიიიიიი :P :D :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|